"კამპ ნოუ" ყველაზე პოპულარული სტადიონია

"კამპ ნოუ" ყველაზე პოპულარული სტადიონია

"ბარსელონას" საშინაო არენა "კამპ ნოუ", გასული წლის განმავლობაში, სოციალურ ქსელ Instagram-ზე ყველაზე პოპულარული სტადიონი იყო.

Ticketgum-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ "კამპ ნოუ", Instagram-ის მომხმარებლებმა, თავიანთ ფოტოებზე 1.8 მილიონჯერ მონიშნეს. მე-2 ადგილზე, 1.1 მილიონი მონიშვნით, "სან სირო" გავიდა, რომელიც 2 კლუბს, "მილანსა" და "ინტერს" ეკუთვნის. მე-3 პოზიცია, მილიონი მონიშვნით, "ლივერპულის" "ენფილდმა" დაიკავა. ეს ნიშნავს, რომ მე-2 ადგილზე მყოფ კლუბს "ბარსა" თითქმის 2-ჯერ უსწრებს.

მეოთხე-მეხუთე პოზიციებს "რეალის" "სანტიაგო ბერნაბეუ" და "მანჩესტერ იუნაიტედის" "ოლდ ტრაფორდი" იყოფენ 900-900 ათასი მონიშვნით.

შეგახსენებთ, რომ "კამპ ნოუ", რომელიც 99,354 ადამიანს იტევს, ევროპაში ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 13 თებერვალი 2020 15:53
    1
    me mergo es bedniereba 9 normbers barcelona seltas tamahsi menaxa.saswauli grdznoba iyo mand yopna da plius amas mesis hetrikis naxva❤️❤️❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 თებერვალი 2020 14:10
    3
    ინსტაგრამის ანალიზი რა ჯანდაბად მინდა, ორჯერ ვარ ნამყოფი, არასაფეხბურთო დღეს და მუზეუმში შესასვლელად იმხელა რიგებია 10-12 სალაროსთან რო 2-3 საათი უნდა იდგე. ბერნაბეოზე როცა გინდა მიხვიდე ერთი სალარო მუშაობს და 8-10 კაცი თუ დგას ხოლმე.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 13 თებერვალი 2020 12:58
    9
    მატჩის დაწყებამდე გადავსებული კამპნოუს ტრიბუნების ხილვას სულ სხვა მუღამი აქ,ყველაზე მაგარი სტადიონიაა👍👍👍👍