რონალდ კუმანი ყველა დროის საუკეთესო მცველის ნომინანტთა შორის მოხვდა

რონალდ კუმანი ყველა დროის საუკეთესო მცველის ნომინანტთა შორის მოხვდა

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი და აწ უკვე მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ფრანგულმა France Football-მა ყველა დროის საუკეთესო მცველის ნომინანტთა შორის შეიყვანა.

ნიდერლანდელის გარდა, ხსენებული ტიტულის მისაღებად, შემდეგი უკანახაზელები იბრძოლებენ: ფრანკო ბარეზი, ფრანც ბეკენბაუერი, ფაბიო კანავარო, მარსელ დესაი, ბობი მური, დანიელ პასარელა, მათიას ზამერი, გაეტანო შირეა და სერხიო რამოსი.

შეგახსენებთ, კუმანი ფეხბურთის ისტორიაში, მცველებს შორის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, რომელიც განსაკუთრებით, საჯარიმო დარტყმების ბრწყინვალე შესრულებით გამოირჩეოდა. რონალდი ლა ლიგის საუკეთესო უკანახაზელ გოლეადორთა შორის მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ სერხიო რამოსს ჩამორჩება.

57 წლის სპეციალისტმა ფეხბურთელის რანგში, კატალონიური გრანდის რიგებში, 254 მატჩში თავი 83 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა. მათ შორის, ყველაზე გამორჩეული ბურთი მან 1992 წელს გაიტანა, როდესაც “სამპდორიას” კარის აღებით, “ბარსას” ჩემპიონთა თასი (ლიგა) პირველად მოაგებინა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (12)

  • Bakero
    06 ოქტ 2020, 00:04

    მალდინი ორ პოზიციაზე თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად და მილანის დიდ ოთხეულში უცვლელი კაცი იყო ცენტრში ბარეზი /მალდინი განაპირა მცველები ალესანდრო კოსტაკურტა და მაურო ტასოტი ….ბარეზიმაც კარგა დიდხანს ითამაშა 37 წლამდე !

  • Messi and barca 😘😘
    05 ოქტ 2020, 22:55

    მალდინი მარცხენა მცველებშია შეყვანილიJohan Cruyff 14,

  • Johan Cruyff 14
    05 ოქტ 2020, 21:39

    მალდინი ?

  • Dimitri359
    05 ოქტ 2020, 21:10

    France Football არ იყო მოდრიჩს რომ მისცეს ოქროს ბურთი? რამოსი ამ ეტაპზეც კი არ არის საუკეთესო და ყველა დროის სიაში როგორ შეიყვანეს. გასაგებია მსოფლიო, ევროპა და ჩ ლიგა მოიგო, მაგარი კაპიტანია და ფორმა არ დაუკარგავს ამ ასაკშიც კი… მაგრამ გაუვალი მცველი ნამდვილად არ არის. მაგალითისთვის ნესტას თამაშებს უყურონ, იშვიათად თუ მოატყუებდა ვინმე. მოქმედ ცენტრალურ მცველებს შორის ვან დაიკია საუკეთესო, ჩემი აზრით და სტატისტიკურადაც. France football უფრო მოგებულ ტიტულებს და გადამწყვეტ მომენტში გატანილ გოლებს აქცევს ყურადღებას.

  • Iniesta_8
    05 ოქტ 2020, 21:09

    კუმანი არ ყოფილა ჩემი აზრით ეპოქალური მცველი როგორც ბარეზი და ბეკენბაუერი, რეალურად მისი მთავარი მიღწევა გოლეადორობაა რამოსივით. რამოსზე ბევრად მეტი გაქონდა, მარა მაგდენი წელი სტაბილურად არ უთამაშია როგორც სერხიოს

  • Clever liar
    05 ოქტ 2020, 21:00

    ამათგან ყველა დროის სიმბოლურში მხოლოდ 1 შევა ბოლოს ყველა პოზიცია რო დასახელდება მარა პრინციპს ვერაფრით მივხვდი. მარჯვენა მცველებში ალვეში, ძანეტი არ არიან და ვიღაც ბორგეტიო და კუხოზუო და რო ვერ გაიგებ რაუნდათ, რაიტო არიან, საიდან არიან, ისეთი ხალხია..

  • basa7
    05 ოქტ 2020, 20:48

    ბიჭებო აქ ყველა ცენტრალურიმცველია. ამათ შორის კიყველაზე მაგარი მცველი ბარეზია

  • Messi and barca 😘😘
    05 ოქტ 2020, 19:56

    კაი მალდინი მარცხენა მცველებში იქნება შეყვანილი მარა პუიოლი სად არი?? ან ყველაფერს რო თავი დავანებოთ ალესანდრო ნესტა?? ტიპს მესიც კი ვერ გასცდა და მსოფლიოში საუკეთესო ვარდნა ჰქონდა😏

  • marco reus 11
    05 ოქტ 2020, 19:54

    ციტატა: C.PC5
    ყველა როის საუკეთესო მცველებში რამოსია ნახსენები და პუიოლი არა?! ან მალდინი?! თუ გოლის გამტან მცველებზეა ბაზარი მარტო


    ალბათ მალდინი როგორც მარცხენა მცველი ისე ჩათვალეს და აქ ცენტრბექები არიან მარტო. რამოსი რო არის და პუიოლი არა მაგაში არაფერია უცნაური. სტაბილურობა ამ ასაკშიც ძან წინ წევს რამოსს

  • GIo-GxP-FCB
    05 ოქტ 2020, 19:52

    რამოსი 🤣 კარგით რა მასეც არ შეიძლება

  • C.PC5
    05 ოქტ 2020, 19:49

    ყველა როის საუკეთესო მცველებში რამოსია ნახსენები და პუიოლი არა?! ან მალდინი?! თუ გოლის გამტან მცველებზეა ბაზარი მარტო

  • Mecsoul
    05 ოქტ 2020, 19:47

    ყოჩაღ რამოსსს, აუ ეგ რომ ბარსელონაში თამაშობდეს…. ტიპს რეგრესი არ აქვს …