სელტა-ბარსელონა 0-3

სელტა-ბარსელონა 0-3

  სელტა (5-3-2) ბარსელონა (4-2-3-1)
ვილიარი, მალიო, აიდუ, მურილიო, ფონტანი, ოლასა, ვეიგა, ტაპია, სუარესი, მორი, ასპასი ნეტუ, ს. რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, კოუტინიო, ფატი, მესი
დომინგესი, არაუხო, ბაესა, ბელტრანი, ბლანკო, კარეირა, ნოლიტო, მენდესი, მინა, როდრიგესი, ვადილიო, იოკუსლუ პენია, ტენასი, ალენია, არაუხო, ბრეითუეიტი, დე ლა ფუენტე, დემბელე, პედრი, პიანიჩი, პუჩი, რამოს მინგო, ტრინკაუ
ოსკარ გარსია რონალდ კუმანი
0-1 ფატი 11, 0-2 ოლასა 51 (ს.კ.), 0-3 ს. რობერტო 90+5
ფონტანი – არაუხო 32
აიდუ – ბაესა 46
ვეიგა – ნოლიტო 60
მორი – მინა 61
ტაპია – ბელტრანი 75
გრიზმანი – არაუხო 45+2
კოუტინიო პედრი 72
ფატი – ტრინკაუ 72

აიდუ 39, არაუხო 48, ტაპია 69, მურილიო 76, ბელტრანი 90+3

ლანგლე 23, პიკე 43, ალბა 84, ბუსკეტსი 87
ლანგლე 42
ბალაიდოსი
კარლოს დელ სერო გრანდე
ალვარესი, ბლანკო, ხუნკა ფირპო, უმტიტი, ტერ შტეგენი
სილქ სპორტ 1, Silksport.ge, SporTV.ws

სტატისტიკა
43.7% ბურთის ფლობა 56.3%
10 დარტყმა 7
3 ზუსტი დარტყმა 4
423 პასი 556
81.1% პასის სიზუსტე 85.4%
5 გაფრთხილება 3
1 თამაშგარე 2
3 კუთხური 7
37 მოგებული ორთაბრძოლა 49

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (230)

  • Gio Mzarelua
    02 ოქტ 2020, 12:40

    ისე კუმასნს 9 ნომერი უნდა და დომენიკ კალვერტ-ლევინზე რას ფიქრობთ?

  • MagicalMessi
    02 ოქტ 2020, 02:53

    რავი ესეთი ბარსელონა მგონი გვარდიოლას დროს არ იყო. 33 წლის კაცი რას აპრესინგებდა. ძაან მომწონს გუნდი , ისე მივეჩვიე უსუსურ ბარსას , კაცის გაგდების შემდეგ ვიფიქრე მეთქი დავკარგავთ ქულებს. საერთოდ არ დაგვტყობია უმცირესობაში ყოფნა. მომენტი არ შეაქმნევიბეს , ყოჩაღ კუმანს და ასევე ბიჭებს. რასაც ვუყურებ ეხლა კონკურენტი ლა ლიგაში წესით არ გვყავს. რეალი არაა კარგ ფორმაში , ზიზუს დიდი პატივისცემის მიუხედავად წელს რეალი კონკურენციას ვერ გაგვიწევს , ძალიან მძიმედ თამაშობენ. სანამ აზარი დაუბრუნდებათ და ფორმაში შევა დაკარგავენ კიდე ქულებს და ეს ბარსელონა კიდე ისე ცალი ფეხით იგებს თამაშებს აღარ გაანიავებს ქულებს ისე როგორც ფერმერის დროს. მესიზე რა უნდა ითქვას გენიაა და კიდევ კარგი დარჩა. კოუტინიოს რაც შეეხება ეტყობა თავდაჯერებულობა და რიგ მომენტებში კარგად ამწვავებს. გული დამწყდა იმ ძელზე ნეტა შეეგდო. ფატი მაგარი ბიჭი გვყავს უნდა მოვუგრთხილდეთ და არაა აუცილებელი ყველა შეხვედრა სასტარტოდან დაიწყოს. დემბელეს უნდა მიეცეს შანსი , რადგან მონაცემები თითქმის საუკეთესო აქვს , სწორი მიდგომა უნდა მწვრთნელის და ნდობა. სალაჰიც მაგარი უტვინო ფეხბურთელი იყო რომაში , სირბილის გარდა არაფერი ეხერხებოდა და კარში ათასში ერთხელ ახვედრებდა ბურთს , თუმცა დღეს სუპერ ვარსკვლავია. ასე რომ დემბელესაც დიდი ყურადღება უნდა , კი ყველა დავიღალეთ ლოდინით , მაგრამ არ შეიძლება ამ ტალანტის დაკარგვა. ფატის აქვს ის რაც დემბელეს არა , კერძოდ უფრო ჩამოყალიბებულია პიროვნულად , მიზანი აქვს და მომენტებს იდეალურად იყენებს , თუმცა დემბელე ბევრად სწრაფი და ტექნიკურია , უბრალოდ დამაგვირგვინებელ ფაზაში უაზრობას აკეთებს და არასწორ გადაწყვეტილებას იღებს. წარმოიდგინეთ დემბელემ ის თამაში რომ აჩვენოს რასაც დორტმუნდში აჩვენებდა შემადგენლობა როგორ გაღრმავდება და რა ფუფუნება გვექნება, ნებისმიერ დროს შეუტევს გუნდი შეცვლა რომ გაკეთდება. ფატის მაინც აკლია გამოცდილება და დიდ გუნდებთან ჩრდილში იქნება , მაღალი დონის მცველებთან ამ ეტაპზე გაუჭირდება ფიზიკურადაც და სისწრაფეც არ ეყოფა რო გაამწვაოს ისევ მესის მხრებზე გადავა , დემბელეს კიდე ნახევარი ცხოვრება ლაზარეთში კი აქვს გატარებული მარა მაინც შედარებით გამოცდილია და ჯანით თუ ვერა სისწრაფის ხარჯზე შეუძლია ნებისმიერი მცველის დაჯაბნა, ამიტომ მინდა რო ეგეც მოიხოდოს და ისწავლოს რაღაცეები, მარა ფატის მაინც ლა მასია როგორ ეტყობა , ტაქტიკურად ზე დონეზეა ტიპი პასს აკეთებს თუ არა ეგრევე იხსნება იდეალურად. ლენგლე სკამზეა გადასასმელი რა უეჭველი, რობერტოც ( კი მევასება მარა ჯობია სკამზე იჯდეს და საჭიროების დროს შემოვიდეს). პიანიჩმა შემდეგ თამაშში 30 წუთი მაინც უნდა მიიღოს , მომეწონა იმდღეს ბევრჯერ დამამახსოვრა თავი. მალე უნდა მოიხოდოს რო არტურს დოპინგებისკენ უბიძგოს და ჯიბეში ჩაისვას. ტერ შტეგენე ველი მოუთმენლად , მომენატრა ეგ ოხერი. საბოლოო ჯამში კაია რაც ხდება ამ ეტაპზე , გუნდი პროგრესირებს და ფეხბურთელებმა სირბილი დაიწყეს. საერთოდ არ ეტყობოდათ რო 10 კაცით ვიყავით პირიქით. viscal barca!

  • davidus2020
    02 ოქტ 2020, 01:47

    როცა ძლიერი ხარ,არც მსაჯი გაინტერესებს არც მეტოქე არც ამინდი,გადიხარ ლამაზად იგებ,არ ეძებ პრიჩინებს,ეს ქნა დღეს ბარსამ!!!

  • philipe coutinho
    02 ოქტ 2020, 01:44

    აიი ასე ბედნიერი ბარსას თამაშით ვინიცის რამდენი ხანია არ ვყოფილვარ, განა მარტო შედეგი სასიამოვნო თამაში იყო, მასე გააგრძელე კუმან.

    კოუტინიომ პირველი ტაიმი რამდენადაც ჩააგდო ორი იმდენი ითამაშა მეორე ტაიმში, ტიპმა მისი შინაგანი ინიესტა გააღვიძა :დ მასე გააგრძელე კოუ მასეეე ❤️

    არაუხოს შემდეგი თამაშის ჩატარებაც უწევს და იმედია მერეც დააყენებს ძირითადში კუმანი, ვითომ ისევ წითელიაქვს ლენგლეს :დ

    მესი ფორმაში ხო არაა მარა მაინც რა თამაში ჩაატარა, ორი გოლი შექმნა და ესპანეთში დებილი წესით რომარ ითვლიდნენ თამაშგარეს(ხელი ქონდა კაცს თამაშგარეში) და როგორც ინგლისში ფეხზე რომ ითვლებოდეს გოლიც გაიტანა ძმამ

    10 კაცით ასე თამაში სელტასთან თან ჩვენი წინააღმდეგი ამინდის დროს, ყოჩაღ კუმან, ყოჩაღ!!! არარეალურად მაგარი თამაში იყო

    და ბოლოს დეიონგმა ის გვაჩვენა რაც ვიყიდეთ, რა დრიბლინგები ბურთით, რა ტემპის კონტროლი, რა პასები❤️ იქ გრიზმანმა რა ასისტი გაუფიჭა ბურთი რო ვერ გააჩერა 😒

  • Dat-
    02 ოქტ 2020, 01:40

    ბიჭო ბიჭო… კუმანი ხან გიყვართ ხან კუანაა ხან ბართოს კაცია კაროჩე ვერ გაიგებ 70 % ვინ ვისაშია. ))) სულ რო ვერაფერი მოიგოს თუ ასე ათამაშა კამანდა ეგეც მიღწევაა. უკვე შეიძლება ითქვას პროგრესირებს გუნდი. სუარესი ტლინქი უკან რო არ ჩამოდიოდა საერთოდ და ეგ და მესი ცენტრში ჯეირანს თამაშობდნენ მაგიტომ იყო ყველა რო ზოზინობდა. ვიცი რო ცხრიანი წინ უნდა იდგეს მარა ისევ ესეთი თამაში მირჩევნია ადგილზე დგომას. 10 კაციან ბარსამ ისე ითამაშა თითქოს არც გაუგდეს კაცი.

  • ANRIBARCA
    02 ოქტ 2020, 01:39

    დიდი ხანია გავიდა, რაც ბარსას თამაშის ყურების მერე ასე მშვიდად მაქვს დაძინების სურვილი 😁

  • Clever liar
    02 ოქტ 2020, 01:38

    მოკლედ ვალიკომ იცოდა რო ყველაფერი მესის უნდა ეკეთებინა, სეტიენმა მხოლოდ მისი ძროხის ყველეის იცოდა და კუმანმა ისეთი პირი უჩანს, იცის თავისი საქმე. მთავარია ფიზიკურ დატვირთვას და ტემპს რომელსაც ბოსი ითხოვს, რამდენხანს გაუძლებენ

  • Aron ralston
    02 ოქტ 2020, 01:37

    მესის რა გოლი არ ჩაუითვალეს ან და ლენგლე საერთოდ არ იყო საწითლო ასეთი ცუდი მსაჯობა სულ როგორ უნდა იყოს და მერე ვიღაცეები იტყვიან მსაჯელონაო თვალები ალბათ ბართუმეოს ტრა₾_& აქვთ მიმაგრებული

  • ROUCH
    02 ოქტ 2020, 01:36

    სურათებში არ ეტყობოდა და ეს არაუხო კაი ჯორი ყოფილა, გარსია რა შიბაქათ უნდათ, უმტიტოც გამოგონდება ხოლმე ხანდახან და გადავაგორებთ სეზონს ზედმეტი ფული ყრაა, თან ტოდიბოა არ უნდა ტიპს წასვლა და იმდენს აკეთებენ გააქცევენ

  • ana anukii
    02 ოქტ 2020, 01:36

    პირველ რიგში ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას ❤️❤️ გაოცებული ვარ კუმანის მწრთვნელობით მარა ბოლომდე ცაში მაინც არ ავფრინდები❤️❤️ წარმატებები❤️❤️ ეს ერთი და სხვა მრავალი მშრალად შენახული კარი და მოწინააღმდეგის კარში უამრავი გატანილი გოლი. ვამოს ბარსა❤️