ლონდონის “არსენალის” ყოფილმა სკაუტმა, ფრენსის კაჯიგაომ, ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, თუ რამდენად ახლოს იყო არსენ ვენგერი ლიონელ მესის გადმობირებასთან.
“არსენმა თქვა, რომ რაღაც მომენტში ლეო მესის შეძენასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ამის შესახებ მაშინ არაფერი არ მითქვამს. მის წარმომადგენლებთან დისკუსია გაიმართა, თუმცა მას სამუშაო ნებართვის საკითხში პრობლემა ჰქონდა, საბოლოოთ ტრანსფერი არ შედგა.” – სკაუტის სიტყვებს Evening Standard ციტირებს.
“მეთოფეებმა” 2003 წელს სესკ ფაბრეგასი გადაიბირეს, ლეო მესი კი “ბარსელონაში” დარჩა და მომდევნო წელს პირველ გუნდში ვიხილეთ.
რაც ვენგერზე, როგორც ტალანტების აღმომჩენზე მხოლოდ კარგს მეტყველებს
რაც მახსოვს ვენგერი ყველას შეძენასთან ახლოს იყო, მაგრამ ვერცერთი ვერ შეიძინა.