ბარსას დაბრუნება

ბარსას დაბრუნება

*პრეზიდენტი-ჟოან ლაპორტა

დადებითი მხარეები:გამოცდილება,ჭკვიანური სატრანსფერო პოლიტიკა,განსწავლულობა კლუბის ფილოსიფიაში,ნდობა ლა მასიისადმი,კარგი ურთიერთობა გვარდიოლასთან(გვარდიოლას დაბრუნება მისი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირებაა),ფინტისგან განსხვავებით(რომელიც არ ვიცით რა კაცია) აშკარა უნდობლობა არ გამოუხატავს ამჟამინდელი მწვრთნელის მიმართ(როცა კაცი ყველაფერს იგებს მისი გაშვება სრული აბსურდია)

*მწვრთნელი-პეპ გვარდიოლა.ლაპორტა თუ დაბრუნდა პეპის დაბრუნების შანსებიც ერთი-ორად აიწევს.პეპი რომ ბარსას სჭირდება ყველამ ვიცით.დადებით მხარეებზე მაინც ვიტყვი ორ სიტყვას:მომთხოვნი,საჭიროებისამებრ მკაცრი.ტრენერი,რომლის ხელშიც ჩვენ ყველაზე მაგარი მესი ვიხილეთ,განვითარებული ახალგაზრდები.ტიკი ტაკა რომელიც ნებისმიერ გუნდს დაანგრევს.გვარდიოლამ იცის როგორია ბარსას საუკეთესო ვერსია და ვფუქრობ შეძლებს გუნდი მწვერვალზე დააბრუნოს.ჩემი აზრით ჩავი ძალიან გამოუცდელია.სად აზიის თასი და სად ჩემპიონთა ლიგა,სად ყატარის ჩემპიონატი და სად ლა ლიგა,სად ალ სადი და სად ბარსა.ჯობია რამდენიმე სეზონი გვარდიოლას ასისტენტი იყოს.( ან კუმანის შტაბში მოვიდეს,ვნახოთ რონალდი რას იზამს),მერე მაესტროს დროც მოვა.

*გასაყიდი ხალხი:კრიზისის ფონზე ასეთი ბევრი ფეხბურთელია

ნეტუ(მის საქმეს ინიაკი პენიაც კარგად გააკეთებს) დაახლოებით 15მლნ.

რობერტო(ვფიქრობ მისი ადგილი ბარსაში არცერთ პოზიციაზე აღარაა.)კია უნივერსალი მაგრამ ჯობია ერთ პოზიციაზე გლიჯავდე ყველაფერს ვიდრე 4ზე იყო საშუალო დონის იგროკი.კი აქვს გამონათებები ხოლმე მაგრამ რომიდან მოყოლებული მნიშვნელოვან მატჩებში კატასტროფაა)დაახლოებით 30-35მლნ.

უმტიტი(მეეჭვება უმტომ ძველი ფორმა აღიდგინოს ჯობია დროზე გავყიდოთ სარფიანად)დაახლოებით 25მლნ.

ფირპო(ვნახოთ კუმანს მოწონსო და…)ისე 15მლნ-ს.აქედანაც ამოიღებენ

მუსა ვაგე და მირანდა ამათ ბარსაში მომავალი არ აქვთ ჯამში 10მილიონი გაკეთდრბა ორივეს ტრანსფერიდან.

რადინია 15მლნ და ბრეიტვეიტი 10მლნ. არცერთის ადგილი არაა ამ ბარსაში. ორიოლ ბუსკეცი და ალენია იჯარით გაუშვან.ჯამში მინიმუმ 120მლნ გამოდის ამათი გასხვისებით.

*უნდა იყიდონ:

დესტი აიაქსიდან 20მლნ.(სემედუს კონკურენცია აათამაშებს,ან დაჯდება სკამზე)

გარსია 15მლნ(კონტრაქტი ეწურება და წესით იაფად უნდა ვიყიდოთ)

ტალიაფიკო 30მლნ.(ალბა უნდა ამოაგდოს ძირითადიდან მაქსიმუმ 1სეზონში)

ტიაგო 30მლნ(3 წელი ნახ.დაცვის პრობლემა მოიხსნება მინიმუმ)ჯამში დაახლოებით 95მილიონია.ანუ არასაჭირი ხალხის გაყიდვით საჭირო ხალხს ვყიდულობთ თან ისე რო ფულიც გვრჩება.

*ბარსა ბ-დან დამდეგ სეზონშივე უნდა დაწინაურდნენ ინიაკი პენია,არაუხო,პუჩი და ფატი.ბუსკეცი და პიანიჩი რომ წავლენ მორიბა დააწინაურონ,ალბა რომ წავა აკიემე.იქით დელაფუენტეც კარგი ბიჭი ჩანს და იქნება ივარგოს სუარესის შემცვლელად.

მოკლედ მომდევნო სეზონში კუმანს ასეთი გუნდი უნდა ჰყავდეს და მერე გვარდიოლა თუ მართლა მოიყვანა ლაპორტამ გვარდის უკვე დახვდება საფუძველი(თუარადა მორიგი სასწაულის იმედად უნდა ვიყოთ ჩავის შემთხვევაში რომ ისიც პეპივით გაამართლებს.)

ფორმაცია 4-3-3

ძირითადი შემადგენლობა

ტერ შტეგენი

სემედუ გარსია ლენგლე ალბა

ტიაგო დეიონგი კოუტინიო 

მესი გრიზმანი დემბელე

სკამზე:პენია,პიკე,ტალიაფიკო,პუჩი,

პიანიჩი,სუარესი,ფატი.არაუხო,დესტი,

ბუსკეცი,ფერნანდესი,ტრინკაუ.

ეს იქნება ასაკობრივად დაბალანსებული გუნდი,დომინანტი ნახ.დაცვით და მძლავრი შეტევით. ზამთარში საყიდელი იქნება კიდევ ერთი ცენტრ.მცველი რადგან ლენგლე ბარსას ძირითადს ჩემი აზრით ვერ ქაჩავს.უპამეკანო იდეალური ვარიანტია თუ ამ ზაფხულს არავინ აგვწაპნის.ზაფხულშივე ფინანსურად არ გვექნება შესაძლებლობა ეგ დავიმატოთ.მოკლედ ასეთია ბარსას რევოლუცია.ისევ ლაპორტა და გვარდიოლა!!!viva barca!!!!

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი