“ბართომეუმ სიტყვა არ შეასრულა” – ლიონელ მესის ექსკლუზიური ინტერვიუ

“ბართომეუმ სიტყვა არ შეასრულა” – ლიონელ მესის ექსკლუზიური ინტერვიუ

ლიონელ მესიმ Goal.com-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. 

“მე “ბარსელონაში” ვრჩები და ჩემი მიდგომა არ შეიცვლება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად მინდოდა წასვლა. 

მე კლუბს, პრეზიდენტს ვუთხარი, რომ წასვლა მსურდა. ამას მთელი წლის განმავლობაში ვაკეთებდი. 

ვფიქრობდი, რომ “ბარსელონაში” ჩემი დრო, სამწუხაროდ, დასრულებული იყო – ყოველთვის მინდოდა, რომ კარიერა აქ დამესრულებინა…

ძალიან რთული წელი იყო. მიჭირდა ვარჯიშების დროს, თამაშებზე და გასახდელში. პრეზიდენტი სულ ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს შემეძლო, გადამეწყვიტა, წავიდოდი თუ არა. მან სიტყვა არ შეასრულა. თქვა, რომ 700 მილიონი ევრო უნდა მიეღო, ეს კი შეუძლებელი იყო. 

ახლა ხელმძღვანელობა იმ ფაქტს ეჭიდება, რომ 10 ივნისამდე უნდა მესაუბრა, არადა ამ დროს შუა პანდემიაში ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოდით. 

მე ტიტულების მოგება და “ბარსელონას” ლეგენდის გაგრძელება მინდოდა. კლუბის ხელმძღვანელობა, რომელსაც ბართომეუ მეთაურობს, კატასტროფაა. სპორტული პროექტი არ არსებობს. ისინი მხოლოდ ხვრელებს ავსებენ, რომლებიც პერიოდულად ჩნდება. ჩემი ცხოვრების კლუბს ომს არ გამოვუცხადებ – დარჩენა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. 

ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება, წააგო, ასეთები ხდება, მაგრამ სხვებისთვის კონკურენციის გაწევა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეძლო. ის, რაც რომში, ლივერპულში და ლისაბონში მოხდა, ნორმალური არაა. “ბარსას” დატოვების გადაწყვეტილებამდე ამ ყველაფერზე ფიქრის შედეგად მივედი. 

ჩემმა გადაწყვეტილებამ დრამა გამოიწვია. ოჯახის წევრებმა ტირილი დაიწყეს, ბავშვებს ბარსელონადან წასვლა არ უნდოდათ.

ბევრი ადამიანის რეალური სახე დავინახე. ძალიან ბევრი მათგანი ყალბი ადამიანი აღმოჩნდა. გულშემატკივრების და ჟურნალისტების სიტყვები ძალიან მეტკინა, ისინი კლუბის მიმართ ჩემს ერთგულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ. “ბარსელონასადმი” ჩემი სიყვარული არასდროს შეიცვლება”. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (104)

  • Tabaxa
    05 სექ 2020, 17:19

    უნდა გაეშვათ როგორც თავის დროზე ჩავი და ინიესტა გაუშვეს

  • Andres_Iniesta
    05 სექ 2020, 08:17

    ღიად აქამდე უნდა დაჯახებოდა ბართომეუს

  • DyBaLa21
    05 სექ 2020, 03:21

    მიყვარს ეს გენიოსი, მეტროში. ვკითხულობდი და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. პ. ს. ვინც ამას აკრიტიკებდა ბენზემაზე მეტი არაფერი ენახოს სტადიონზე

  • ნიკა ჯაფარიძე
    05 სექ 2020, 01:08

    ეს გადაწყვეტილება იმიტომ გამიხარდა რომ ბარსელონაში რჩება მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხარე აქვს რომელშიც კაცმა არ იცის რა მოხდება ავხსნი ამ მეორე მხარეს კუმანის იწყებს "რევოლუციას" რომელიც მთლიანად შეცვლის ბარსას ხოდა ამა დროს კაცმა არ იცის რა მოხდება თუ საერთოდ რამე მოხდა შეიძლება ვერც ლიგა და ვერც ლალიგა მოვიგოთ იმიტო რომ კუმანი უპირატესობას მიანიჭებს ახალგაზრდებს რომლებიც შედარებით გამოუცდელები არიან ამიტომ ამ ყველაფერში კიდევ შეიძლება რამოდენიმე წელი შელიოს თუნდაც ერთი წელი იყოს ეს ერთი წელიც მესისთვის დიდი დრო ამიტომ მეორე მხრივ მესის დარჩენა ცუდია რადგან დროს დაკარგავს

  • Pique_3
    05 სექ 2020, 00:29

    ვისაც მიგაჩნიათ,რომ ლეოზე მეტად ბარსელონა ვინმეს უყვარს წადით ძმაო იმკურნალეთ❤

  • KING_BARCA
    04 სექ 2020, 23:54

    ბარსელონა და ბრსელონას ზოგიერთი ვითომ გულშემატკივარი არ გიმსახურებს შენ…მე ესე ვფიქრობ,და ამისი საბაბიც მაქვს…რეალური საბაბი რო ესე ვიფიქრო…იქ არასდროს უნდა დარჩე სადაც არიციან შენი ფასი…სულ ვწერდი რომ მესი წადი!!! ხავის და ინიესტას მერე არაფერი გაუკეთებია მესის? მიხატული გაქვთ თქო თვალები ვიტყოდი მარა,ტვინი უფროა მიხატული ამ შემთხვევაში ვიდრე თვალები)))

  • Arthur008
    04 სექ 2020, 23:40

    ის ხალხი სად ხართ გუშინ მესის რო ლანძღავდით? ტიპმა ისეთი იბაზრა რო კითხვა არგაგიჩნდება კაცს… მესიზე მეტად ბარსა არავის უყვარს ხოდა ნუ ვართ უმადურები და დავაფასოთ ეს კაცი… ლეგენდაა და საუკეთესოა ბოლო-ბოლო

  • basa7
    04 სექ 2020, 23:38

    გადავირევი კაცი ახლა ხალხი გამოდის და აქამდე გამოსულიყო და ეტვა ასე თუ იყოო საქმეო. აქამდე თუ არ იცოდით რო ასე იყო საქმე საერთოდ აქ რატო ხართ ვერ ხვდები

  • Magician
    04 სექ 2020, 23:33

    როდესაც ამხელა ავტორიტეტის მქონე ფეხბურთელი ხელმძღვანელობას უპირისპირდება, ეს რევოლუციაა. ბართომეუს სათქმელი არაფერი აქვს, მისი "თამაში" დასრულებულია. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ მისმა პოლიტიკამ კლუბის რეგრესი მოიტანა და მესის ბოლო წლები შეიწირა. ახლა მაინც ვიცით სიმართლე, ნაწილობრივ მაინც.

  • GUGU MSN
    04 სექ 2020, 23:27

    ჩემი ლეგენდა კაცი <3 <3 <3 შენზე ცუდი როგორ უნდა თქვა <3

  • WinGs
    04 სექ 2020, 23:23

    ციტატა: Pavlika
    "მე "ბარსელონაში" ვრჩები და ჩემი მიდგომა არ შეიცვლება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად მინდოდა წასვლა.
    ანუ რა გამოდის რო მაინც წასვლა უნდა და მომავალ წელს მაინც დაგვტოვებს?
    იქნებ მომავალ წელს ნეიმარი მოიყვანონ და აღარ წავიდეს 🥺


    არა, იქამდე არჩევნები იქნება და არანაირად აღარ წავა. ბოლო შანსი იყო სიტისთვის ;დ

  • ჯერემი რენერი
    04 სექ 2020, 23:16

    ახალი პრეზიდენტი ! ახალი მენეჯმენტი ! ახალი იდეები !
    მესი უსასრულოდ!

  • FCbnika
    04 სექ 2020, 23:12

    მესის მთელი კარიერას თვალს ვადევნებდი და დღემდე იმ აზრზე ვარ, რომ ყველადროის საუკეთესოა.
    არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ბარსელონა მაგრამ მესის გადასვლას ძაან ვბალეშიკობდი ამის მიზეზი ბევრის არსებობს !
    1.ბარსელონა ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს და ეს მესისთან ალბასთან და პიკესთან ერთად ვერ მოხდება.
    2.რაც მალე დაიწყებს ბარსელონა ახალი გუნდის ჩამოყალიბებას მით მალე ჩადგება ფორმაში !
    3.მესის არ აქვს მოტივაცია. (გაიხსენეთ ძველი მესი რომელიც აბსოლიტურად ყველა ბურთზე იბრძოდა.)
    4. მთელ მსოფლიოს აინტერესებს მესი პრემიერ ლიგაში თAნ გვარდიოლასთან !
    5.მესის კარიერისვის ახალი გამოწვევა იქნება , მიეცემა მოტივაცია და ვისაც მესიში ეჭვი ეპარება დაუმტკიცებს რომ ყველა დროსი საუკეთესოა !
    6 . მეტი შანსი აქვს მეშვიდე ოქროს ბურთის მოსაპოვებლად !

    P.S და ბოლოს ხალხს რომელიც მესის კიცხავს ! მან ბარსელობას და ჩვენ გულშემატკივრებს გვაჩუქა დაუვიწყარი 16 წელი უამრავი ტიტული და გასაოცრად სანახაობრივი ბარსელონა, მოვიდა ამ დრომდე და ყველამ უნდა გავითავისოთ რომ მას აქვს უფლება კარიერის ბოლოს გააკეთოს ის რაც მას გააბედნიერებს , მოღალატე არ არის მესია ბოლოს და ბოლოს და არა ფიგუ . მადლობა მესის ყველაფრისთვის !

  • me da barca
    04 სექ 2020, 23:07

    რა უცებ გადაუსვეს მესის დამსახურებას ხაზი ზოგიერთებმა, გეგონება მესიზე მეტად შესტკივათ ბარსაზე გული. ჩემთვის ყოველთვის იქნება მესი ბარსას თილისმა, ვისაც არ მოგწონთ გააგრძელეთ ლანძღვა ამით მას არაფერი დააკლდება. მარტამდე თუ ბართუშას მოიშორებს იქნება კანფეტ. მაგ მძორს, რომ თავმოყვარეობა ქონდეს მინიმუმ განცხადებას უნდა წერდეს ახლა გადადგომაზე

  • ჯერემი რენერი
    04 სექ 2020, 23:04

    ყველაფერი ისე ჩამოაყალიბა.. ზედმეტი კითხვაც არ იბადება.. მეორე მხრიდანაც ვცდილობ შეხედვას და 100%-იანია..
    ოჯახზე და ბავშვებზე რომ თქვა აი მარტო ეგ ფრაზები რამდენს ნიშნავს..
    ბოლო შანსი აქვს ბარსელონას.. არჩევნებით უნდა გადააგდონ ბართომეუ და მერე 99% მესიც დარჩება..

  • სპარტაკი
    04 სექ 2020, 22:52

    მესი გენიოსია და არაა მტყუანი … ასე ხდება ფეხბურთის და კლუბის სიყვარულის მიუხედავად ხდება ისეთი რაღაცეები რისი შეგუებაც რთულია.

  • basa7
    04 სექ 2020, 22:47

    ციტატა: Clever liar

    ციტატა: basa7
    ნუ ახლა არც პიკე, არც ბუსი და არც ალბა არ იმსახურებენ რომ მესიმ თქვას რამე, სხვა თუ არაფერი უტაქტობა და არაკოლეგიალობაა, ტან ამ ხალხს ძალიან დიდი, ვეებერთელა ღვაწლი აქვთ მესისთან ერთად


    არ მაქვს მხედველობაში რომ ინტერვიუები ჟურნალგაზეთებში არიგოს, რადგან უკვე ყველამ გაიგო მესის და მის აუარებელ გულშემატკივრებს რა სურთ, მაგრამ თავად ვერ ხვდებიან რომ ამ ყველაფერში ლომის წილი დანაშაული მათ მძორაობას მიუძღვის, სწორედ მესი უნდა იყოს კუმანთან ერთად გასახდელში ის კაცი ვინც ამ ყველაფერს ხმამაღლა იტყვის და ყველას მისი წილი ჩასვრილის გამოსწორებისაკენ მიუთეთიებს, ვინ წასვლით, ვინ სკამზე გადაჯდომით და ვინ ტრაკის განძრევით მოედანზე თორე მართლა რაღაც 2 – 3 წელი აქვს პროფ დონეზე სათამაშო დარჩენილი და რატო უნდა გალიოს გამუდმებულ პაზორში, გინდ მაგან, გინდ მთლიანად კლუბმა ბუსკეცის და პიკეს 2008წლის დამსახურების გამო? რა ლიგიკაა ეს არ მესმის


    არ ხდება მართლა ეგრე, წლების გაბმავლობაში სხვა ურთიერთობები ყალიბდება და არაა ეგ ეგრე ადვილი რა

    ციტატა: Serenity.

    ციტატა: basa7

    ციტატა: Cule Is Always Elegant

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    არ გამოგივიდა წასვლა და უკან წაიღე შენი სიტყვები ხოო? მარტო ერთ რამეში ხარ მართალი რომ ბართომეუ ნაბოსარია, დანარჩენში შენც მაგარი არასწორი ხარ


    რაც მესის წასვლაზე დაიწყო წერა, ვერანაირ ლოგიკაში ვერ ვსვამ ვერც ერთ შენს კომენტარს


    მეც სუ მაგას ვეუბნები, სხვებისგან არ გამკვირვებია, ამისგან და კიდევ რამოდენიმესგან კი არ დაგიმალავ და აი ძალიან გამიკვირდა რა. აქაურები ვინც არიან მართლა თორე ამ დღეებში იმდენი უცხო ნიკი გაიჩითა სულა გამოვრიცხავ ვიღაც სხვა გუნდების ფანებიც კაიფობდნენ


    რატო გაგიკვირდათ, სულ იმას გაიძახდა რონალდუ უფრო მაგარია ვიდრე მესიო, შტეგენს ჩინურ ნოიერს ეძახდა და ობლაკია ნომერ პირველი მეკარეო, და კიდევ ბევრი მარგალიტი მახსოვს ამ ნიკნეიმით დაწერილი😀


    არა გეშლება ეგ მალუმაა ჩინურ ნოიერს და მსგავს რამეებს რო წერს. ეს დემბელეს ვერ იტანს მაგრამ ბარსას ნამდვილი ფანია ნამდვილად

  • Messi30
    04 სექ 2020, 22:44

    მე მეგონა აიწყვიტავდა ტოო 😂 რა აზრი აქვს აწი ამის ყოლას კიდევ ერთი სამარცხვინო სეზონი აღარ უნდოდა და მაგიტომ გარბოდა , კარიერულად კი რონი ბოლო წლებში ძალიან დაჩრდილა

  • getsby
    04 სექ 2020, 22:40

    ყველაფერი სწორად თქვა მაგრამ ტეხავს ამის მერე კიდე დარჩენა და თამაში, როგორ ჩერდება ასეთუ პრეზიდენტი გუნდში თავმოყვარეობა არ აქვს ტიპს იმენა ჩამერგილია მართლა და ბოლომდე გამოაცალა გუნდს ყველაფერი კარგი/ როგორ არუნდა აგინო მე მაგის..

  • barca is my life
    04 სექ 2020, 22:37

    ამ ინტერვიუს შემდეგ მეც ცრემლები წამომივიდა. მესი გენაცვალე, რა რომ ასე დაგვამშვიდე და არ გვიღალატე რა!! მაგრამ ეს ადრე უნდა გეთქვა!