“ბართომეუმ სიტყვა არ შეასრულა” – ლიონელ მესის ექსკლუზიური ინტერვიუ

“ბართომეუმ სიტყვა არ შეასრულა” – ლიონელ მესის ექსკლუზიური ინტერვიუ

ლიონელ მესიმ Goal.com-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. 

“მე “ბარსელონაში” ვრჩები და ჩემი მიდგომა არ შეიცვლება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად მინდოდა წასვლა. 

მე კლუბს, პრეზიდენტს ვუთხარი, რომ წასვლა მსურდა. ამას მთელი წლის განმავლობაში ვაკეთებდი. 

ვფიქრობდი, რომ “ბარსელონაში” ჩემი დრო, სამწუხაროდ, დასრულებული იყო – ყოველთვის მინდოდა, რომ კარიერა აქ დამესრულებინა…

ძალიან რთული წელი იყო. მიჭირდა ვარჯიშების დროს, თამაშებზე და გასახდელში. პრეზიდენტი სულ ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს შემეძლო, გადამეწყვიტა, წავიდოდი თუ არა. მან სიტყვა არ შეასრულა. თქვა, რომ 700 მილიონი ევრო უნდა მიეღო, ეს კი შეუძლებელი იყო. 

ახლა ხელმძღვანელობა იმ ფაქტს ეჭიდება, რომ 10 ივნისამდე უნდა მესაუბრა, არადა ამ დროს შუა პანდემიაში ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოდით. 

მე ტიტულების მოგება და “ბარსელონას” ლეგენდის გაგრძელება მინდოდა. კლუბის ხელმძღვანელობა, რომელსაც ბართომეუ მეთაურობს, კატასტროფაა. სპორტული პროექტი არ არსებობს. ისინი მხოლოდ ხვრელებს ავსებენ, რომლებიც პერიოდულად ჩნდება. ჩემი ცხოვრების კლუბს ომს არ გამოვუცხადებ – დარჩენა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. 

ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება, წააგო, ასეთები ხდება, მაგრამ სხვებისთვის კონკურენციის გაწევა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეძლო. ის, რაც რომში, ლივერპულში და ლისაბონში მოხდა, ნორმალური არაა. “ბარსას” დატოვების გადაწყვეტილებამდე ამ ყველაფერზე ფიქრის შედეგად მივედი. 

ჩემმა გადაწყვეტილებამ დრამა გამოიწვია. ოჯახის წევრებმა ტირილი დაიწყეს, ბავშვებს ბარსელონადან წასვლა არ უნდოდათ.

ბევრი ადამიანის რეალური სახე დავინახე. ძალიან ბევრი მათგანი ყალბი ადამიანი აღმოჩნდა. გულშემატკივრების და ჟურნალისტების სიტყვები ძალიან მეტკინა, ისინი კლუბის მიმართ ჩემს ერთგულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ. “ბარსელონასადმი” ჩემი სიყვარული არასდროს შეიცვლება”. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (104)

  • gveshvelebaramee
    04 სექ 2020, 22:36

    ზოგ ზოგი ერთები რატო აღარ ლანძღავთ. უნდა წასულიყო ზუსტად იმიტომ რომ კაცობრიობა საერთოდ დაუნახავია ნებისმიერ სიტუაციაში

  • Alien messi
    04 სექ 2020, 22:28

    ციტატა: GIo-GxP-FCB
    შე კაი ადამიანო გამოსულიყავი თავიდანვე და გეთქვა თუ ხედავ რო ანგრევს კლუბს თან ასე გიყვარს ბარცელონა შარშან შარშანწინ ან წელს რატო გაწელე ასე? 4 წელია ის უკვე პრეზიდენტი აქამდე რატო არ ამოიღე ხმა?არ გამოვიდა უფასოდ წასვლა? ეეჰ მესსი მაინც ვეღარ გაფასებ ისე როგორც ადრე მაგრამ რათქმაუნდა გამეხარდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დარჩენა ჩემ საყვარელ.კლუბში


    აქამდე გამოსულიყო და ეთქვა ადვილი სათქმელია არ მახსოვს ფეხბურთში რო რომელიმე კლუბის მოთამაშე გამოსულიყოს და ასეთი ნეგატივი ებაზროს პრეზიდენტზე ღმერთი კი არაა მართლა ჩვეულებრივი მოთამაშეა და იგივე უფლებები აქვს გუნდში რაც თუნდაც ფატის და დემბელეს ეხლაც მაგრა გამიკვირდა რო ესე კრისტალად იბაზრა რასაც ფიქრობდა ხელმძღვანელობაზე და ამის შემდეგ ათმაგად დავაფასე ეს კაცი.

    ციტატა: Pavlika
    "მე "ბარსელონაში" ვრჩები და ჩემი მიდგომა არ შეიცვლება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად მინდოდა წასვლა.
    ანუ რა გამოდის რო მაინც წასვლა უნდა და მომავალ წელს მაინც დაგვტოვებს?
    იქნებ მომავალ წელს ნეიმარი მოიყვანონ და აღარ წავიდეს 🥺


    ნეიმარი კი არა გინდა ინიესტა და ჩავი დავაბრუნოთ ამ კაცს მომავალ წელს ვერავინ დაიჭერს თუ “ფეხბურთს” არ ვითამაშებთ!

  • davidus2020
    04 სექ 2020, 22:22

    უბრალოდ ჯიგარი ხარ,ლეგენდა!!!!!

  • Pavlika
    04 სექ 2020, 22:20

    "მე "ბარსელონაში" ვრჩები და ჩემი მიდგომა არ შეიცვლება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად მინდოდა წასვლა.
    ანუ რა გამოდის რო მაინც წასვლა უნდა და მომავალ წელს მაინც დაგვტოვებს?
    იქნებ მომავალ წელს ნეიმარი მოიყვანონ და აღარ წავიდეს 🥺

  • GIo-GxP-FCB
    04 სექ 2020, 22:17

    შე კაი ადამიანო გამოსულიყავი თავიდანვე და გეთქვა თუ ხედავ რო ანგრევს კლუბს თან ასე გიყვარს ბარცელონა შარშან შარშანწინ ან წელს რატო გაწელე ასე? 4 წელია ის უკვე პრეზიდენტი აქამდე რატო არ ამოიღე ხმა?არ გამოვიდა უფასოდ წასვლა? ეეჰ მესსი მაინც ვეღარ გაფასებ ისე როგორც ადრე მაგრამ რათქმაუნდა გამეხარდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დარჩენა ჩემ საყვარელ.კლუბში

  • kendricklamar
    04 სექ 2020, 22:15

    თქვენი კომენტარები როგორ უსვამს ხაზს თქვენ პიროვნებას ხო აზრზე არ ხართ 🙂 მესი ხო ამხელა მწვერვალზე ხარ და ამხელა ფული და ყველაფერი გაქ მარა მაინც მეცოდები ამ დაუნახავი ხალხის ხელში ))

  • Alien messi
    04 სექ 2020, 22:13

    ციტატა: Justin Kluivert
    და მაინც ჩვენი ლეგენდა კლუბში რჩება,მაგრამ ის რომც წასულიყო მე მას უხეში სიტყვებით არასდროს შევამკობდი განსხვავებით რამოდენიმე ფანისგან და ახლა სად ხართ? რა აზრზე ხართ? რა თქვა ლეგენდამ არასწორი?


    გენაცვალე ძმა

  • Geo_Barca
    04 სექ 2020, 22:12

    Justin Kluivert,

    არა რა ხდება იცი, პატარები არიან ესენი და ამათ მარტო ბოლო 3-4 წლის თამაშები ახსოვთ მესის თორე მანამდე ვინ იყო და რას თამაშობდა ეგ მარტო გადმოცემით იციან

  • Justin Kluivert
    04 სექ 2020, 22:09

    და მაინც ჩვენი ლეგენდა კლუბში რჩება,მაგრამ ის რომც წასულიყო მე მას უხეში სიტყვებით არასდროს შევამკობდი განსხვავებით რამოდენიმე ფანისგან და ახლა სად ხართ? რა აზრზე ხართ? რა თქვა ლეგენდამ არასწორი?

  • Geo_Barca
    04 სექ 2020, 22:08

    აქ ზოგიერთის ლოგიკა გალაქტიკას ცდება. რეებს წერთ დაუკვირდით მაინც, მის ადგილას წარმოიდგინეთ თავი კაცი ასაკში შწდიხარ წლები გემატება და გინდა სანამ კარიერას დაასრულებ მეტი ტიტული მოიგო თან ისეთ გუნდში თამაშობ როგორიც ბარსაა წნორის მილანი ხოარა და ბოლო 5 წელია ლა ლიგას მიაცივდენ მარტო რომელიც ისედაც ყელშია

  • Cule Is Always Elegant
    04 სექ 2020, 22:06

    ციტატა: Serenity.

    ციტატა: basa7

    ციტატა: Cule Is Always Elegant

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    არ გამოგივიდა წასვლა და უკან წაიღე შენი სიტყვები ხოო? მარტო ერთ რამეში ხარ მართალი რომ ბართომეუ ნაბოსარია, დანარჩენში შენც მაგარი არასწორი ხარ


    რაც მესის წასვლაზე დაიწყო წერა, ვერანაირ ლოგიკაში ვერ ვსვამ ვერც ერთ შენს კომენტარს


    მეც სუ მაგას ვეუბნები, სხვებისგან არ გამკვირვებია, ამისგან და კიდევ რამოდენიმესგან კი არ დაგიმალავ და აი ძალიან გამიკვირდა რა. აქაურები ვინც არიან მართლა თორე ამ დღეებში იმდენი უცხო ნიკი გაიჩითა სულა გამოვრიცხავ ვიღაც სხვა გუნდების ფანებიც კაიფობდნენ


    რატო გაგიკვირდათ, სულ იმას გაიძახდა რონალდუ უფრო მაგარია ვიდრე მესიო, შტეგენს ჩინურ ნოიერს ეძახდა და ობლაკია ნომერ პირველი მეკარეო, და კიდევ ბევრი მარგალიტი მახსოვს ამ ნიკნეიმით დაწერილი😀


    აჰ, მაშინ არაუშავრს :დდდ რაღაცებში დავთანხმებივარ და ისინი უფრო მახსოვდა

  • Serenity.
    04 სექ 2020, 22:03

    ციტატა: basa7

    ციტატა: Cule Is Always Elegant

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    არ გამოგივიდა წასვლა და უკან წაიღე შენი სიტყვები ხოო? მარტო ერთ რამეში ხარ მართალი რომ ბართომეუ ნაბოსარია, დანარჩენში შენც მაგარი არასწორი ხარ


    რაც მესის წასვლაზე დაიწყო წერა, ვერანაირ ლოგიკაში ვერ ვსვამ ვერც ერთ შენს კომენტარს


    მეც სუ მაგას ვეუბნები, სხვებისგან არ გამკვირვებია, ამისგან და კიდევ რამოდენიმესგან კი არ დაგიმალავ და აი ძალიან გამიკვირდა რა. აქაურები ვინც არიან მართლა თორე ამ დღეებში იმდენი უცხო ნიკი გაიჩითა სულა გამოვრიცხავ ვიღაც სხვა გუნდების ფანებიც კაიფობდნენ


    რატო გაგიკვირდათ, სულ იმას გაიძახდა რონალდუ უფრო მაგარია ვიდრე მესიო, შტეგენს ჩინურ ნოიერს ეძახდა და ობლაკია ნომერ პირველი მეკარეო, და კიდევ ბევრი მარგალიტი მახსოვს ამ ნიკნეიმით დაწერილი😀

  • Wtf man
    04 სექ 2020, 22:01

    საღოლ ძმაო პირდაპირ ილაპარა. სიმართლე რომ ვთქვა არ მეგონა ესე თუ ილაპარაკებდა. პირდაპირ დაასხა ბართოს და ამით ბართოს სახე გამოაჩინა. თვითონაც არ იქცეოდა ლამაზად ამ გაჭირვებაში რო გვტოვებდა

  • Geo_Barca
    04 სექ 2020, 21:54

    გენაცვალე ლომო. პირდაპირ თქვა ყველაფერი რაც სიმართლე იყო. იმხელა შეუდო ამით ბართომეუს და ხელმძვანელობას სიცოცხლის ბოლომდე ვერ გამოიღებენ. რაც შეეხება წასვლას ვერც გაამტყუნებ 4 წელია ძლიერ გუნდებს კი არა უკვე საშუალო დონის გუნდებთან გვიჭირს თამაში. ახლა გულ დასაწყვეტი არაფერი არაა ვიცით რო ეს ბოლო სეზონი იქნება მისი ბარსაში და ისეთი გაცილებაც ექნება როგორსაც იმსახურებს. მისი ტიტულებით აივსება კამპ ნოუ.

  • Alien messi
    04 სექ 2020, 21:51

    რთულია იყო უდიდესი ფეხბურთელი მაგრამ ორმაგად რთულია იყო დიდი ადამიანი ამასთან ერთად ამ ინტერვიუთი კიდევ ერთხელ მივხვდი თუ რა ადამიანის ფანი ვარ😘 ეს კაცი ნ1-ია და მორჩა.

  • Bakero
    04 სექ 2020, 21:49

    " კლუბის ხელმძღვანელობა, რომელსაც ბართომეუ მეთაურობს, კატასტროფაა. სპორტული პროექტი არ არსებობს. ისინი მხოლოდ ხვრელებს ავსებენ, რომლებიც პერიოდულად ჩნდება. " ……ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც უნდოდა წასვლა ! ……ბართომეუ წარმატებით ბოლო წუთამდე გააგრძელებს კლუბის ნგრევას არაფერი შეიცვლება ბართომეუს წასვლამდე გინდათ დარჩეს მესი და გინდათ წავიდეს !

  • Arctic Wolf
    04 სექ 2020, 21:48

    ასეთ სულისკვეთებასა და მოტივაციაზე დარჩენას მერჩივნა წასულიყო, პირდაპირ ვამბობ. 🙂 ფაქტობრივად თქვა, რომ სხვა გზა არ მაქვს და მაგიტომ ვრჩები, თორემ წავიდოდიო. 🙂 განა ის, რომ ჩემი სურვილით ვრჩები, მინდა ბარსას დავეხმარო, რომ ისევ მწვერვალზე მოვექცეთ და ა.შ. და ა.შ. მაგრამ საერთოდ არ ვამტყუნებ, ოდნავადაც კი არ ვამტყუნებ, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი დამოკიდებულებითა და ხალისითა და მოტივაციით დარჩენას, მერჩივნა, რომ წასულიყო, ისევ მისთვის და მის სასიკეთოდ და ზუსტად იმიტომ, რომ უდიდეს პატივს ვცემ.

  • Messi, Iniesta
    04 სექ 2020, 21:36

    წელს მესის იმედები უნდა გაამართლოს მწვრთნელმა და სტაფმა, ბართომეუ უნდა წავიდეს და ლაპორტა მოვიდეს თორემ მესი წავა… ხომ ხედავთ მას აქ უნდა(უნდოდა) კარიერის დასრულება! ოჯახსაც არ უნდა ბარსელონადან წასვლა, ამიტომ მესიმ კარიერა აქ ბედნიერმა უნდა დაამთავროს! თუ წელს ტიტულებს და მათ შორის ჩ. ლიგას ვერ მოვიგებთ მაშინ ლეო სიტიში უნდა წავიდეს, რაშიც მე პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ! მადლობა ღმერთს რომ წელს რჩება! დანარჩენს დრო გვიჩვენებს…❤️

  • Clever liar
    04 სექ 2020, 21:34

    ციტატა: basa7
    ნუ ახლა არც პიკე, არც ბუსი და არც ალბა არ იმსახურებენ რომ მესიმ თქვას რამე, სხვა თუ არაფერი უტაქტობა და არაკოლეგიალობაა, ტან ამ ხალხს ძალიან დიდი, ვეებერთელა ღვაწლი აქვთ მესისთან ერთად


    არ მაქვს მხედველობაში რომ ინტერვიუები ჟურნალგაზეთებში არიგოს, რადგან უკვე ყველამ გაიგო მესის და მის აუარებელ გულშემატკივრებს რა სურთ, მაგრამ თავად ვერ ხვდებიან რომ ამ ყველაფერში ლომის წილი დანაშაული მათ მძორაობას მიუძღვის, სწორედ მესი უნდა იყოს კუმანთან ერთად გასახდელში ის კაცი ვინც ამ ყველაფერს ხმამაღლა იტყვის და ყველას მისი წილი ჩასვრილის გამოსწორებისაკენ მიუთეთიებს, ვინ წასვლით, ვინ სკამზე გადაჯდომით და ვინ ტრაკის განძრევით მოედანზე თორე მართლა რაღაც 2 – 3 წელი აქვს პროფ დონეზე სათამაშო დარჩენილი და რატო უნდა გალიოს გამუდმებულ პაზორში, გინდ მაგან, გინდ მთლიანად კლუბმა ბუსკეცის და პიკეს 2008წლის დამსახურების გამო? რა ლიგიკაა ეს არ მესმის

  • duggu
    04 სექ 2020, 21:34

    ფუ, რა ამაზრზენია ძუკნაა ეს ბართომეუ, როდის წახვალ შენი სული მო…ან მე