ლიონელ მესიმ Goal.com-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
“მე “ბარსელონაში” ვრჩები და ჩემი მიდგომა არ შეიცვლება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად მინდოდა წასვლა.
მე კლუბს, პრეზიდენტს ვუთხარი, რომ წასვლა მსურდა. ამას მთელი წლის განმავლობაში ვაკეთებდი.
ვფიქრობდი, რომ “ბარსელონაში” ჩემი დრო, სამწუხაროდ, დასრულებული იყო – ყოველთვის მინდოდა, რომ კარიერა აქ დამესრულებინა…
ძალიან რთული წელი იყო. მიჭირდა ვარჯიშების დროს, თამაშებზე და გასახდელში. პრეზიდენტი სულ ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს შემეძლო, გადამეწყვიტა, წავიდოდი თუ არა. მან სიტყვა არ შეასრულა. თქვა, რომ 700 მილიონი ევრო უნდა მიეღო, ეს კი შეუძლებელი იყო.
ახლა ხელმძღვანელობა იმ ფაქტს ეჭიდება, რომ 10 ივნისამდე უნდა მესაუბრა, არადა ამ დროს შუა პანდემიაში ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოდით.
მე ტიტულების მოგება და “ბარსელონას” ლეგენდის გაგრძელება მინდოდა. კლუბის ხელმძღვანელობა, რომელსაც ბართომეუ მეთაურობს, კატასტროფაა. სპორტული პროექტი არ არსებობს. ისინი მხოლოდ ხვრელებს ავსებენ, რომლებიც პერიოდულად ჩნდება. ჩემი ცხოვრების კლუბს ომს არ გამოვუცხადებ – დარჩენა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე.
ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება, წააგო, ასეთები ხდება, მაგრამ სხვებისთვის კონკურენციის გაწევა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეძლო. ის, რაც რომში, ლივერპულში და ლისაბონში მოხდა, ნორმალური არაა. “ბარსას” დატოვების გადაწყვეტილებამდე ამ ყველაფერზე ფიქრის შედეგად მივედი.
ჩემმა გადაწყვეტილებამ დრამა გამოიწვია. ოჯახის წევრებმა ტირილი დაიწყეს, ბავშვებს ბარსელონადან წასვლა არ უნდოდათ.
ბევრი ადამიანის რეალური სახე დავინახე. ძალიან ბევრი მათგანი ყალბი ადამიანი აღმოჩნდა. გულშემატკივრების და ჟურნალისტების სიტყვები ძალიან მეტკინა, ისინი კლუბის მიმართ ჩემს ერთგულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ. “ბარსელონასადმი” ჩემი სიყვარული არასდროს შეიცვლება”.
როცა წასვლის სურვილი ჩემს ოჯახს და შვილებს გამოვუთქვი, საშინელი დრამა დატრიალდა. მთელმა ოჯახმა ტირილი დაიწყო, ბავშვებს არც ბარსელონას დატოვება სურდათ და არც სკოლის დატოვება.
თუმცა, მე უფრო წინ ვიყურებოდი, უმაღლეს დონეზე მინდა ბრძოლა, ტიტულებისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. შეიძლება მოიგო ან წააგო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, კონკურენცია უნდა გაუწიო.
ყოველ შემთხვევაში, კონკურენცია მაინც იქონიო და ისე არ ჩავარდე, როგორც ეს რომში, ლივერპულში და ლისაბონში მოხდა. ამ ყველაფერმა დამაფიქრა იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის შესრულებაც მსურდა.
ვფიქრობდი და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ წასვლა თავისუფლად შემიძლია, პრეზიდენტი სულ იმეორებდა, რომ სეზონის ბოლოს თავად გადავწყვეტ, დავრჩე თუ წავიდე.
ახლა კი, ისინი ეჭიდებიან იმას, რომ მე მათ წასვლის სურვილი 10 ივნისამდე არ გამოვუთქვი. როცა რეალურად, 10 ივნისს ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოდით, კორონავირუსი მძვინვარებდა და პანდემიამ მთელი სეზონი შეცვალა. კლუბის მენეჯმეტი, ბართომეუს ხელმძღვანელობით სრული კატასტროფაა.
სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც, კლუბში ვრჩები. ამ გუნდში ვრჩები იმიტომ, რომ პრეზიდენტმა მითხრა, ერთადერთი წასვლის შანსი ის არის, რომ რომელიმე კლუბმა ჩემი გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს – 700 მილიონი ევრო, რაც შეუძლებელია.
წასვლის მხოლოდ ერთი გზა იყო – სასამართლოში წასვლა. მე კი, „ბარსელონას“ წინააღმდეგ სასამართლოში არასდროს წავიდოდი, რადგან ეს არის კლუბი, რომელიც მიყვარს და რომელმაც ყველაფერი მომცა მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი.
ეს ჩემი ცხოვრების კლუბია, რომელმაც მეც ყველაფერი დავუთმე. ზუსტად ვიცოდი, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ სასამართლოში არასდროს წავიდოდი.“
„მატეო ჯერ ძალიან პატარაა და ვერ ხვდება, თუ როგორია, სხვაგან გადაცხოვრდე და სულ სხვა ადგილას მოეწყო. ტიაგო შედარებით დიდია, მან ტელევიზორში რაღაც მოისმინა და მკითხა, თუ რა ხდება.
არ მინდოდა, რომ მას რაღაც გაეგო. რომ ის იძულებული ხდებოდა, ახალ სკოლაში გადასულიყო და ახალი მეგობრები გაეჩინა. ამის გამო, მან დამიყვირა: „მოდი, არ წავიდეთ.“ ვიმეორებ, ეს ძალიან რთულია. თუმცა გასაგებია.
„ბარსელონა“ მიყვარს და ამაზე უკეთეს ადგილს ვერასდროს ვნახავ. თუმცა, მაქვს უფლება, თავად გადავწყვიტო. მე ახალი გამოწვევებისა და მიზნების ძიებას ვაპირებდი. ხვალ კი, იქნებ დავბრუნებულიყავი კიდეც, რადგან აქ, ბარსელონაში, ყველაფერი გამაჩნია.
ჩემი შვილები, ოჯახი, ყველა აქ გაიზარდა და აქედან არიან. თუმცა, არაფერია იმაში ცუდი, რომ წასვლა გინდოდეს. მე ეს მჭირდებოდა, კლუბსაც ეს სჭირდებოდა და ყველასთვის კარგი გამოსავალი იყო.“
„ჩემი მეუღლე, უდიდესი სულისტკივილის მიუხედავად, ბოლომდე მხარს მიჭერდა და გვერდში მედგა.
თამაშს გავაგრძელებ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი. ჩემი მიდგომა არ შეიცვლება. კლუბისთვის და გასახდელისთვის ყოველთვის საუკეთესო მინდა.
ბიუროფაქსი იყო ოფიციალური დოკუმენტი იმისა, თუ რა მსურდა. მინდა, ახალი გამოწვევები და ოცნებები მივიღო.
ყველაფრის მიზეზი მხოლოდ „ბაიერნთან“ წაგება არყოფილა. ეს დიდი ხნის მანძილზე მიგროვდებოდა. გარდა ამისა, ოჯახზეც უნდა ვიფიქრო. ბართომეუ მპირდებოდა, რომ ჩემი მომავლის გადაწყვეტა თავად შემიძლია, ყველა სეზონის ბოლოს. თუმცა, სიტყვა არ შეასრულა.
რეალურად, ამ კლუბში არანაირი პროექტი არ არსებობს. ხელმძღვანელობა უბრალოდ ხვრელებს ავსებს, როცა რაღაც ხდება.“
„წასვლა იმიტომ მინდოდა, რომ საფეხბურთო ცხოვრების ბოლო წლების ბედნიერად გატარების სურვილი მქონდა. ამ კლუბში, ბოლო წლების მანძილზე, მსგავსი არაფერი განმიცდია. – ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Goal.com.
სიტყვებს დაუკვირდით თქვე დაუნახავებო ,ამდენი ხნის განმავლობაშ , რომ ლანძღავდით ამ კაცს რასაც იძახის.დაუკვირდით კარგად და გააცნობიერეთ რამდენად არასწორად იქცეოდით ამ დროის მანძილზე. ბართოემიუზე ხმას არ იღებდით და მესის ლანძღავდით. ფუ როგორი ვიწრო აზროვნების ხართ ეგეთები.. უმადურების ხროვები.
მიუხევად ამისა, გუნდში ვრჩები, რათა საქმე არ აღიძრას.
მენეჯმენტი, რომელიც კლუბს ბართომეუს თაოსნობით მართავს, სრული კატასტროფაა.
ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სეზონის ბოლოს ჩემი მომავლის გადაწყვეტა შემეძლო, მაგრამ სიტყვა გატეხა. ახლა ამბობს, რომ 10 ივნისამდე უნდა დავკავშირებოდი. მაშინ ჩვენ პანდემიის შუაგულში ვიყავით და ლა ლიგისთვის ვიბრძოდით.
მე გუნდში იმიტომ დავრჩი, რომ "ბარსას" ყოველთვის საკუთარ თავზე წინ ვაყენებდი.
"ბარსელონამ" ყველაფერი მომცა და მეც ყველაფერი მივეცი. თავშიც კი არ მომსვლია, რომ კლუბისთვის მეჩივლა." – განაცხადა მესიმ.
ის ბოტების საქმე თუ გაუსკდა მაგ ოთხთვალას როსელის ბედი არ აცდება როგორ შეულახა სახელი მესის მაგ ნაბოთლარმა
"მე ბედნიერი არ ვიყავი და წასვლა მინდოდა, თუმცა ამის უფლება არ მომეცა.
მიუხევად ამისა, გუნდში ვრჩები, რათა საქმე არ აღიძრას.
მენეჯმენტი, რომელიც კლუბს ბართომეუს თაოსნობით მართავს, სრული კატასტროფაა.
ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სეზონის ბოლოს ჩემი მომავლის გადაწყვეტა შემეძლო, მაგრამ სიტყვა გატეხა. ახლა ამბობს, რომ 10 ივნისამდე უნდა დავკავშირებოდი. მაშინ ჩვენ პანდემიის შუაგულში ვიყავით და ლა ლიგისთვის ვიბრძოდით.
მე გუნდში იმიტომ დავრჩი, რომ "ბარსას" ყოველთვის საკუთარ თავზე წინ ვაყენებდი.
"ბარსელონამ" ყველაფერი მომცა და მეც ყველაფერი მივეცი. თავშიც კი არ მომსვლია, რომ კლუბისთვის მეჩივლა." – განაცხადა მესიმ.
კოუ მაიმედებს.
დიდი ძალაა.
პიანიჩი – დიონგი – კოუტინიო
ძალიან კარგი ნახევარდაცვა გვყავს. ამას ზედ ბუსკეცი.
ჩავარდნილია ეს სეზონი ასე მგონი,იმედია ვცდები. აქეთ გაბუტული მესი როელიც ღიად უპირისპირდება პრეზიდენტს, იქეთ არც კუმანი და მისი პროექტი მოწონს, ეს ახალგაზრდა ბურთელებზეც იმოქმედებს, ისედაც ფსიქოლოგიურად ჩაჯმულები არიან, მოკლედ არ ვიცი კუმანმა უნდა მოხოდოს ახალგაზრები და მესისთანაც საერთო ენა გამონახოს, როგორც ენრიკემ გააკეთა თორე წლევანდელზე უკეთესი არც მომავალი სეზონი იქნება
ამიტომ ხარ ყველა დროის საუკეთესო
სულ რო არითამაშო ისეთი მონდომებით როგორც ადრე მაინც ვერავინ ვერაფერს იტყვის ♥️♥️♥️♥️♥️
ის ხალხი მაინც გინებას გააგრზელებს და ნუ გაგიკვირდება
"ჩემი ცხოვრების კლუბს ომს არ გამოვუცხადებ – დარჩენა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე"
შენ გენაცვალე ლომოოოოოო მიდი მოიხოდე ამ სეზონში ტრიპლეტი უნდა დადო
პ.ს. ბართომეუს დედა მივაცენზურე ეგ შაკალი კაცი ნეტა დაიჭირონ რაშიც ბრალს დებენ დაუმტკიცდეს
ეს არასრული ინტერვიუა ჯერ, სრულიც მალე დაიდება და არა ერთ ინტერვიუს ვიხილავთ ბიჭებო
აი ის ხალხი სადაა რო აგინებდა?
რასაც ვაკვირდები მედიამაც ისწავლა როგორ აკეთოს ფული )))) ნეტა მომავალ წელს რა ჯონგლიორობას მოიგონებენ. ნეიმარი და მესი ვნახეთ ახლა რაღა იქნება🧐🧐🤔🤔
Namusis pontshi mainc gadavdgebodi am sityvebis mere prezidentobis postidan
მოკლედ ბევრი რამე გაირკვევა ახლა ეს უეჭველი ალაპარაკდება და არა არტო ეს, სავარაუდოდ პიკე და ალბაც მიტო იყვნენ ჩუმად რომ ამას ელოდნენ და ისინიც მოაღებენ ახლა პირს. მოკლედ მაგარი ამბები გველის წინ ჩვენც და ბართომეუსაც
ჩემი ცხოვრების კლუბს ომს არ გამოვუცხადებ – დარჩენა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე
აქ ჩანს მისი სიყვარული კლუბისადმი
ბოლო წელი მესისთვის იმედია მაგრად დაგვირგვინდება
მესი დაუპირისპირდა საჯაროდ ბართუშას მაგრამ ის ისეთი არამზადაა არჩევნების ბოლო დღემდე დარჩება მაინც და არ გადადგება…
სად იყავი აქამდე.. აი იმენა პირში ატაკა სათქმელი ძმახარ ლეოო :დდდდდ
ლეოო ❤️🥺 არც სეზონის ბოლოს წავა ნახეთ გაასხავს ეს სიკო მოვა ფონტი ან ლაპორტა (იმედია კარგი პროექტით) ლეოც დარჩება თუ ჩემპიონთა ლიგა და მითუმეტეს ტრეპლი მოვიგეთ ხო საერთოდ არსად წასვლაზე იფიქრებს ❤️
სპორტული პროექტი კიარა ექიმი ვერ მეიყვანენ , დროშა ვერ დაკიდენ ვერაფერი ვერ ქნენ. პროექტიო ამან