მარიანო რახოი: "რეალის" მომავალი მესიზეა დამოკიდებული

ესპანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი მარიანო რახოი მიიჩნევს, რომ "რეალის" მომავალი წარმატებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს ითამაშებს ლიონელ მესი "ბარსელონაში".
EFE-ს კითხვაზე, დაეხმარება თუ არა "რეალს" კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერი, რახოიმ ასე უპასუხა: "რეალის" მომავალი მბაპეზეა დამოკიდებული? სინამდვილეში, "რეალის" მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის დატოვებს მესი "ბარსას" და სათამაშოდ ავსტრალიაში წავა."
ცნობისთვის, მარიანო რახოი "რეალის" გულშემატკივარია და ის მადრიდული გუნდის სეზონურ აბონემენტს 1986 წლიდან მოყოლებული ფლობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]