ივან რაკიტიჩი: "სევილიას" მაისურით კვლავ თამაშზე ვოცნებობ

"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, მორიგ კომენტარს აკეთებს. 31 წლის ფეხბურთელი არც მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლას გამორიცხავს და არც "სევილიაში" დაბრუნებას.
"სევილიაში" დაბრუნება? ვნახოთ. თუ მოლაპარაკების დრო მოვა, ყველამ იცის, რომ ამით კმაყოფილი ვიქნები. ამ გადმოსახედიდან, ეს საამაყო და სასიამოვნოა. ჩემი კარიერის გარკვეულ ეტაპზე "სევილიას" მაისურის კვლავ მორგებაზე ვოცნებობ.
"ატლეტიკო"? ვნახოთ, რა მოხდება. საუბარი დიდებულ გუნდზე გვაქვს, რომელიც ყველა ტიტულისთვის იბრძვის. ჩემი მიზანიც ყველაფრის მოგებისთვის ბრძოლაა." - ციტირებს ივან რაკიტიჩის სიტყვებს As.
ივან რაკიტიჩი "სევილიაში" 2011-2014 წლებში, "ბარსელონაში" გადმოსვლამდე თამაშობდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]