სამუელ უმტიტი: კარიერის დასრულება "ბარსელონაში" მსურს, მაგრამ...
სამუელ უმტიტიმ განაცხადა, რომ მას კარიერის დასრულება კატალონიურ კლუბში სურს, თუმცა, ამასთანავე, მას სათამაშო დრო და ტიტულები სჭირდება.
"არასდროს იცი რა მოხდება მომავალში. დიდი სიამოვნებით დავასრულებდი კარიერას "ბარსელონაში", მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ვარ. მაქვს დრო, რომ კიდევ ბევრი ვითამაშო და ტიტულები მოვიგო." - ციტირებს ფრანგის სიტყვებს Sport.
სამუელ უმტიტი ტრავმების გამო საკმაო ხნის განმავლობაში ვერ ვხდებოდა ძირითად შემადგენლობაში და მისი პოზიცია კლემან ლანგლემ დაიკავა.
ფრანგი მცველი "ბარსელონამ" "ლიონიდან" შეიძინა 2016 წელს და ამ პერიოდიდან მოყოლებული უმტიტი კლუბისთვის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. თუმცა, ტრავმების გამო, წინა სეზონში მხოლოდ 15 შეხვედრაში შეძლო მონაწილეობის მიღება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]