დონი ვან დე ბეკი ამსტერდამის “აიაქსის” მომდევნო მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვან დე ბეკს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და ეს გადაწყვეტილება ტრანსფერთანაა დაკავშირებული.
ვან დე ბეკი “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, მაგრამ ბოლო საათებში კლუბის მხრიდან განსაკუთრებული აქტიურობა არ შეიმჩნეოდა. კატალონიელების კონკურენტი “მანჩესტერ იუნაიტედია”.
“აიაქსი” დღეს ფრანკფურტის “აინტრახთან” ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ჩემპიონატის დაწყებამდე კი კიდევ ერთ გერმანულ გუნდს, “უნიონ ბერლინს” შეხვდება.
პრემიერლიგა უნდა ამას და რატომ წერენ ტყუილად არვიცი,ყველას და ყველაფერს ბარსას უკავშირებენ უკვე
ეს თუ ჩვენთან მოვიდა ძაან მაგარი მახ- დაცვა გვეყოლება…. ეს დეიონგი პუჩი კანფეტ🙈🙈🙈
M O I Y V A N E T