workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” და პსჟ ლუის ფელიპეს აკვირდებიან

“ბარსელონა” და პსჟ ლუის ფელიპეს აკვირდებიან

ჯანლუკა დი მარციო გვატყობინებს, რომ “ბარსელონა” და ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” “ლაციოს” ცენტრალური მცველის დამატებით ინტერესდებიან. 

“ბარსა” და პსჟ 23 წლის ლუის ფელიპეს უმიზნებენ, რომელიც “ლაციოს” წევრი 2016 წლიდანაა. გასულ სეზონში, მან გუნდთან ერთად 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და იტალიის ჩემპიონი “იუვენტუსისთვის” ტიტულისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენციის გაწევა მოახერხა. 

“ბარსელონას” მხირდან ბრაზილიელი მცველით დაინტერესების შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ დაიწერა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Pique_3
    schedule 27 აგვ 2020, 19:22
    #3

    მცველს რატო არავის ყიდულობენ არ მესმის😏😏გარსი გარსიაო რა გაიძახიან რა დაამტკიცა სიტიში?!პროსტა ოტამენდის და სტოუნსის ფონზე შედარებით კარგი მცველის ჩანს🙂გარსიას დონის ტოდიბოც გვყავს და ჯობია მაგ ბიჭს მიხედონ🙃ეს ფელიპი ძაან კაი მცველია,ლაცოს იგრებს ხშირად ვუყურებდი ხოლმე და ფაქტიურად შეცდომას არ უშვებს😊უპამეკანო ხო ვაფშე დონეეაა,იმენა მომავლის მცველია ტიპი😂❤❤პაუ ტორესიც უკვე გამოცდილია და ძაან კაი ბიჭია ეგეც😇ამ სამიდან რომელიმე უნდა დაითრიონ უეჭველიი,ლენგლე და უმტიტი ორივე გასაშვებია,მეორე გუნდიდან არაუხო დააწინაურონ და პიკე დატოვონ კიდე 1-2 სეზონით,გამოცდილია და დაეხმარება სასტავს❤იგივეს თქმა შეიძლება ბუსკეცზეც🙃არაა გასაშვები,დიონგი ძაან ბევრს ისწავლის ბუსისგან თან უკვე ისეთ ასაკშია რო არამგონია უარი თქვას ზამენაზე😐კოუტინიოს იმედია დააბრუნებენ და დეიონგი-პიანიჩი-კოუს ტრიო იქნება ნახ.დაცვაში ზამენაზე პედრი პუჩი ბუსკეცი🙃შეტევაში დემბელე-გრიზმანი და მარცხენა ვინგერი უეჭველი მოსაყვანიია🙃
    შტეგენი
    ალბა-უპამეკანო-ტოდიბო-სემედუ(დესტი)
    კოუტინიო-დეიონგი-პიანიჩი
    დემბელე-გრიზმანი-მანე(ძაან მცირე შანსია😂)
    იმედია ივარგებს კუმანი და დისციპლინურ და ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს ბარსას❤ლეო და სუა სავარაუდოდ წავლენ😑🥺არადა ნორმალური დაცვით და ერთი კაი შემტევით ლეო კიდე მოიგებდა ლიგას ბარსაში😶

  • nika 54
    schedule 27 აგვ 2020, 19:01
    #2

    ნეტა ამათ ჯერ მესის შემცვლელი ეძებონ, და მერე დაიწყონ ისევ ბოდიალი სატრანსფერო ბაზარზე.

  • ჩიკო
    schedule 27 აგვ 2020, 19:00
    #1

    ბარსელონაში“ სიტუაცია უკიდურესად იძაბება.

    ესპანური პრესა ერთხმად იუწყება, რომ კატალონიური გრანდის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

    კერძოდ, ის გუნდის არგენტინელ შემტევს, ლიონელ მესის სთხოვს, რომ ფეხბურთელმა ღია განცხადება გააკეთოს, რომელშიც იტყვის, რომ „ბარსელონას“ მთავარი პრობლემა ამჟამად პრეზიდენტშია და ბართომეუს გადადგომის შემთხვევაში, ის გუნდში დარჩება.

    თუ ფეხბურთელი ამას გააკეთებს, პრეზიდენტი მზადაა, დაუყონებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

    ჟურნალისტი ვერონიკა ბრუნატი კი აცხადებს, რომ ლიონელ მესი განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.

    თუმცა უცნობია, ბართომეუს სურვილს დააკმაყოფილებს, თუ წასვლის მიზეზებს განმარტავს.