workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესი “ბარსელონას” მე-3 საუკეთესო გოლეადორის ამპლუაში დატოვებს | MD

ლუის სუარესი “ბარსელონას” მე-3 საუკეთესო გოლეადორის ამპლუაში დატოვებს | MD

მოგეხსენებათ, ლუის სუარესი, დიდი ალბათობით, “ბარსელონას” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს, ვინაიდან, იგი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის.

როგორც ჩანს, “ელ პისტოლეროსთვის” მიუნხენის “ბაიერნთან” ჩატარებული მტკივნეული მატჩი ბოლო იყო, სადაც ურუგვაელმა შესანიშნავი ქმედებისა და დარტყის შემდეგ მანუელ ნოიერს გაუტანა და პრესტიჟის ბურთი შეაგდო.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 33 წლის თავდამსხმელი “ბარსას” ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირია – მის წინ მხოლოდ ლიონელ მესი და სესარ როდრიგესი იმყოფებიან.

ლუისმა კატალონიელთა რიგებში 283 მატჩში 198 გოლი მიითვალა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი “ბლაუგრანამ” 2014 წელს, “ლივერპულიდან” 81 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა. მსოფლიო ჩემპიონატზე ჯორჯო კიელინისთან მომხდარი ინციდენტის გამო, სუარესმა 4-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რის გამოც მისი დებიუტი 25 ოქტომბრამდე გადაიდო (აღნიშნულ დღეს მან “ელ კლასიკოში” ლურჯ-ბროეულისფერი მაისური პირველად მოირგო).

ერთი თვის შემდეგ, 25 ნოემბერს, ურუგვაელმა პირველი გოლიც გაიტანა – მისი მსხვერპლი კვიპროსული “აპოელი” აღმოჩნდა (4-0).

პრიმერა დივიზიონის ეგიდით კი ლუისმა სადებიუტო ბურთი “კორდობას” კარში შეაგდო (5-0).

მიმდინარე სეზონში “ელ პისტოლერომ” 36 დაპირსპირებაში (28 – ლა ლიგაში, 7- ჩემპიონთა ლიგაზე, 1 – ესპანეთის სუპერ თასზე) თავი 18 გოლით გამოიჩინა (16 – პრიმერაში).

თანაც, ეს იმის ფონზე, რომ სუარესს მუხლზე ჩატარებული ოპერაციის გამო საკმაო დრო გაუცდა. მიუხედავად ამისა, 16 გოლით, ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მან მესამე ადგილი დაიკავა. გთავაზობთ სუარესის სტატისტიკას სეზონების მიხედვით (“ბარსელონაში”):

  • 2014-2015 – 43 მატჩი, 25 გოლი, 23 ასისტი;
  • 2015-2016 – 53 მატჩი, 59 გოლი, 24 ასისტი;
  • 2016-2017 – 51 მატჩი, 37 გოლი, 18 ასისტი;
  • 2017-2018 – 51 მატჩი, 31 გოლი, 19 ასისტი;
  • 2018-2019 – 49 მატჩი, 25 გოლი, 13 ასისტი;
  • 2019-2020 – 36 მატჩი, 21 გოლი, 12 ასისტი;

ჯამში – 283 მატჩი, 198 გოლი, 109 ასისტი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Kaifarik02
    schedule 25 აგვ 2020, 09:14
    #10

    დდდეეედდდააას შშშეეევვვვეეეცცციიი ეს თუ გაუშვეს. იძახეთ ახლა და დატკბით ზოგიერთებმა მძორს რომ ეძახოდით და მოაშორეთ აქედანო აი აგისრულდებათ ნატვრა.

  • B.A.r.c.A
    schedule 25 აგვ 2020, 03:32
    #9

    სირცხვილია ბიჭო სირცვილი ვის უშვებენ ვინ მოყავთ ვის ტოვებენ კუმანმა ეს თუ გააკეთა უბრალოდ ხელფეხ შეკრული იქნება რაზეც ჰნდა დაჯდეს იმ ტოტს ჭრის ზუსტად

  • Ronaldinho.
    schedule 25 აგვ 2020, 02:04
    #8

    აუუ არ გაუშვაან რააააა!!
    აუცილებლად უნდა დარჩეს კიდ ე1
    წელი მაინც ისტორიაში საუკეთესო 9 იანი და ამაზე უკეთეს კი არა მიახლოებულიც ვერ გვეყოლება.
    ისეთი ზე დონის შემტევია რკ ეს კიდე ბევრ მაგარ გოლს და მომენტს გვაჩუქებს ლიჟბი დატოვონ რა!
    ამის გაშვება იქნებაუ უდიდესი შეცდომა ძალიან გული დამეყდება:(

  • M10 S9 D11
    schedule 25 აგვ 2020, 02:03
    #7

    არა რაა არა არ უნდა გავუშვათ

  • katalomia
    schedule 25 აგვ 2020, 00:56
    #6

    70 wlis adurizma wels daamtara kariera da jeka adurisisdensac ver izams?

  • davidus2020
    schedule 25 აგვ 2020, 00:18
    #5

    მე ვთვლი ეს ჟურნალისტების ჭორებია, ჯეკა ერთი წელი ბარსაში უნდა დარჩეს და მერე შეუძლია სადმე გადავიდეს,კაცური გაცილება როგოც ბარსას შეეფერება

  • Iniesta_8
    schedule 25 აგვ 2020, 00:16
    #4

    მორიგი შავი ლაქა ბარსას ისტორიაში. მეტი ვიდრე კლუბი არა *ლე. კუმანს რა ეტაკა რას ერჩის სუარესს. მესი კიდე თუ ასეთი ძმაკაცია ამისი თხოვოს რომ კიდე ერთი წლით დატოვონ არამგონია ვინმემ უარი უთხრას.

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 25 აგვ 2020, 00:09
    #3

    სამარცხვინო ხელმძღვანელობა!

  • Messi, Iniesta
    schedule 25 აგვ 2020, 00:05
    #2

    აუ არ გაუშვან რა!🥺

  • Serenity.
    schedule 24 აგვ 2020, 23:47
    #1

    ტეხს ესე მოქცევა რა, ბარსას ისედაც განულებული პრესტიჟი მინუსებში მიდის ასეთი საქციელებით. მესმის რო უნდა გაახალგაზრდავდეს კლუბი და 33 წლის ფეხბურთელი ვეღარ დაეხმარება გუნდს ისე, როგორც ახალგაზრდა, მარა ტიპს, რომელიც გუნდის ისტორიის ნაწილია ესე დამარცხვინოდ არ უნდა უშვებდე.