გახდი “ბარსელონას” რევოლუციონერი და მოიგე ახალი სეზონის მაისური!

გახდი “ბარსელონას” რევოლუციონერი და მოიგე ახალი სეზონის მაისური!

კატალონიის “ბარსელონამ” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სეზონი ეს-ესაა დაასრულა. შედეგი გვაჩვენებს, რომ კლუბში ბევრი საკადრო ცვლილებაა გასახორციელებელი. 

მაშ ასე, Barcamania.ge გაძლევს შანსს, გახდე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რევოლუციონერი – აუცილებლად გამოიყენე ქვემოთ მოცემული კითხვები და თავად დაწერე შენი საყვარელი კლუბის მომავალი:

  • ვინ უნდა დაიკავოს პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის პოსტები და რატომ, რა უპირატესობა ექნებათ მათ ამ პასუხისმგებლობის აღებისას?

  • ვინ უნდა დატოვოს კლუბი და რატომ?

  • ვინ უნდა შეიძინოს “ბარსელონამ”?

  • ვინ უნდა დაწინაურდეს “ბარსა ბდან”?

  • როგორი უნდა იყოს გუნდის სასტარტო შემადგენლობა?

  • როგორ უნდა დაიბრუნოს კლუბმა ძველი სათამაშო ფილოსოფია და დიდება.

გაითვალისწინე, რომ შენ მიერ განხილული ყველა ნაბიჯი მაქსიმალურად რეალურად უნდა ჟღერდეს.

კონკურსში მონაწილეობა საიტზე რეგისტრირებულ ყველა მომხარებელს შეუძლია. ამისათვის, თქვენი გეგმა “ბარსამანიას” ფორუმზე უნდა გამოაქვეყნოთ (დააჭირეთ აქ)

გეგმის გამოქვეყნების შესაძლებლობა გექნებათ ამ წუთიდან – 18 სექტემბრის ჩათვლით. შემდეგ, თქვენს მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის 5 საუკეთესოს ბარსამანიას მომხმარებლები გამოავლენენ, მათგან ერთ საუკეთესოს კი – საიტის მწერლები.

გამარჯვებულის გამოვლენის დროს მხედველობაში მიიღება რამდენიმე კრიტერიუმი: გეგმის რეალურობა; გუნდში არსებული პრობლემების აღმოფხვრის ხარისხი; ორიგინალურობა

გამარჯვებულს ჩვენი საიტი საჩუქრად “ბარსელონას” 2020/21 წლების სეზონის მაისურს გადასცემს

გისურვებთ წარმატებებს და გმადლობთ, რომ ჩვენს გვერდით ხართ!

როგორ მოხდება საუკეთესო ხუთეულის გამოვლენა?

ფორუმის ყველა პოსტის ბოლოს არის მოწონების ღილაკი, მის გვერდზე კი წერია მოწონენების რაოდენობა. საუკეთესო ხუთეული სწორედ მოწონებების მიხედვით გამოვლინდება. იმ შემთხვევაში, თუ რაოდენობა თანაბარი იქნება, ფინალურ ეტაპზე გადავა მე-5 ადგილთან თანაბარი მოწონებების მქონე ყველა მონაწილე.
ხმის მიცემა გაგრძელდება 25 სექტემბრის ჩათვლით.
გაითვალისწინეთ: დაუშვებელია საიტზე ან საიტს გარეთ თქვენი პროექტისთვის ხმის ბრმად მიცემის თხოვნა. დაშვებულია მოწოდება, რომ გაეცნონ თქვენს პროექტს და სურვილის შემთხვევაში მოიწონონ ის.

* ფორუმზე ხსენებული სტატიის დასაწერი ლინკი (დააჭირეთ აქ).

** ფორუმზე სხვების ნაწერის სანახავი ლინკი (დააჭირეთ აქ). 

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 10 სექ 2020, 23:40

    შესანიშნავი საიტის შესანიშნავი სიახლე! დარწმუნებული ვარ, ეს კონკურსი ბევრ მომხმარებელს გაახარებს და ბარსამანიას კიდევ უფრო შეაყვარებს. მადლობა ამ იდეის ავტორს.

  • Gio Mzarelua
    schedule 09 სექ 2020, 15:19

    ეს შემადგენლობა მინდა
    შტეგენი
    დესტი-გარსია-ლენგლე-ტეო ერნანდესი
    ტიაგო-ფრენკი
    მესი-კოუ-ფატი
    გრიზი

  • Tsitsi
    schedule 08 სექ 2020, 17:48

    ციტატა: basa7

    ციტატა: Tsitsi
    მეგობრებო, ვინც ფორუმს ვერ პოულობდა, სტატიის ბოლოში ჩავამატე ლინკები და იმით ისარგებლეთ..

    ისე, მომდევნო-წინა მატჩის და რეკლამის ბოლოს გამოტანილია ფორუმზე გამოქვეყნებული სტატიების სათაურები და იქიდანაც შეგიძლიათ იპოვოთ..
    გისურვებთ წარმატებებს <3. კითხვების შემთხვევაში მომწერეთ, აგიხსნით ყველაფერს.


    დამიბლოკა და შემდეგ ვერაფერი ვერ დავამატე


    არ დაგბლოკათ. ისეა პროგრამულად დაყენებული, რომ სტატიის დაწერა 1 საათის ინტერვალით შეგიძლიათ… ანუ ძველი რომ დაწერეთ, ახალს 1 საათის შემდეგ დაწერდით

  • basa7
    schedule 08 სექ 2020, 16:31

    ციტატა: Tsitsi
    მეგობრებო, ვინც ფორუმს ვერ პოულობდა, სტატიის ბოლოში ჩავამატე ლინკები და იმით ისარგებლეთ..

    ისე, მომდევნო-წინა მატჩის და რეკლამის ბოლოს გამოტანილია ფორუმზე გამოქვეყნებული სტატიების სათაურები და იქიდანაც შეგიძლიათ იპოვოთ..
    გისურვებთ წარმატებებს <3. კითხვების შემთხვევაში მომწერეთ, აგიხსნით ყველაფერს.


    დამიბლოკა და შემდეგ ვერაფერი ვერ დავამატე

  • saba17
    schedule 08 სექ 2020, 11:40

    გამარჯობა ახალი ვარ.ვისკა ბარსა!

  • Tsitsi
    schedule 08 სექ 2020, 00:05

    მეგობრებო, ვინც ფორუმს ვერ პოულობდა, სტატიის ბოლოში ჩავამატე ლინკები და იმით ისარგებლეთ..

    ისე, მომდევნო-წინა მატჩის და რეკლამის ბოლოს გამოტანილია ფორუმზე გამოქვეყნებული სტატიების სათაურები და იქიდანაც შეგიძლიათ იპოვოთ..
    გისურვებთ წარმატებებს <3. კითხვების შემთხვევაში მომწერეთ, აგიხსნით ყველაფერს.

  • DyBaLa21
    schedule 07 სექ 2020, 22:59

    კარგი ინიციატივაა, უფრკ დავაფასე ეს საიტი. წარმატებები კონკირსანტებს

  • kortoxa23
    schedule 07 სექ 2020, 22:06

    ძალიან კარგი ინიციატივაა, იმედია ბებრი გულლით მოეკიდება ამ კონკურს და მთელი გულითა და აზრით ჩამოაყალიბებს მის აზრს, ბევრი მოაზროვნის შეხედულება გამოჩნდება ფეხბურთისადმი თუ რა დონით ესმის მას ფებურთის და როგორ შეძლია ეს ყველაფერი გადმოგვცეს, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ყველას მოსაზრებას, აქ გამარჯვებულმა უნდა იამაყოს, წარმატებები ყველას

  • AloyRookie
    schedule 07 სექ 2020, 21:58

    ბარსამანიას ფორუმი ვერ ვნახე სადაა

  • Amirani
    schedule 07 სექ 2020, 21:33

    Ronaldinho..,am saitze unda chamovayalibot jveni xedvebi tu sxva gafemoebashi

  • Tsitsi
    schedule 07 სექ 2020, 21:18

    ციტატა: KING_BARCA
    მადლობა ადმინისტრაციას, ყოველთვის კარგია როცა ფორუმზე საკონკურსო ფორმით ყველა იუზერს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი აზრის გამოხატვის, და საყვარელი გუნდის მაისურის მოგების შესაძლებლობა, ეს საიტისთვის აქტიურობის კუთხით ძალიან კარგია,და თავის მხრივ ჩვენთვის იუზერებისთვის სასიამოვნო სიახლე და სამოტივაციო კონკურსია,წარმატებებს გისურვებთ ყველას,კარგი იქნება თუ მსგავს კონკურსებს სისტემატიური სახე ექნება…


    აუცილებლად!! მადლობა, რომ ჩვენს საიტზე ეცნობით საყვარელი გუნდის სიახლეებს 😍

  • Ronaldinho..
    schedule 07 სექ 2020, 21:18

    ძაან მაგრა მეზარება მაგეების წერა ,მარა საინტერესო იქნება სხვების,იმედია გამოაქვეყნებთ საუკეთესო 5 ს
    ყველას წარმატებები🙌🏻

  • KING_BARCA
    schedule 07 სექ 2020, 21:15

    მადლობა ადმინისტრაციას, ყოველთვის კარგია როცა ფორუმზე საკონკურსო ფორმით ყველა იუზერს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი აზრის გამოხატვის, და საყვარელი გუნდის მაისურის მოგების შესაძლებლობა, ეს საიტისთვის აქტიურობის კუთხით ძალიან კარგია,და თავის მხრივ ჩვენთვის იუზერებისთვის სასიამოვნო სიახლე და სამოტივაციო კონკურსია,წარმატებებს გისურვებთ ყველას,კარგი იქნება თუ მსგავს კონკურსებს სისტემატიური სახე ექნება…

  • Tsitsi
    schedule 07 სექ 2020, 21:05

    ციტატა: basa7
    ვერ გავიგე როგორ დავწერო


    მოგესალმებით. არსი ვერ გაიგეთ, თუ ფორუმზე დაწერის ნაწილი?

  • basa7
    schedule 07 სექ 2020, 20:58

    ვერ გავიგე როგორ დავწერო