რუნი ბარდგჯი (არ ვარ დარწმუნებული, რომ მის სახელს სწორად წარმოვთქვამ) “ბარსელონაში” ითამაშებს, ამ კაცს ურჩევნია უბრალოდ რუნი დაუძახონ და გაახაროს ღმერთმა, მეც ასე ვამჯობინებ. წარმოშობით ქუვეითელია, შვედეთში დაიბადა და მათ ასაკობრივ ნაკრებშიც თამაშობს, ბოლოს დანიურ “კოპენჰაგენში” იყო, ამჟამად 19 წლისაა, ცაცია, კარგი დრიბლინგით და კარგი დარტყმით. პირველად ყურადღება 2023 წელს მიიპყრო, როცა “მანჩესტერს” გამარჯვების გოლი შეუგდო ბოლო წუთებზე, დანიელებმა 4:3 დაამარცხეს იუნაიტედი.
ჰოდა, გადავხედოთ აბა ვინ არის, საიდან მოვიდა.
ვინ არის რუნი
რუნი ქვია და მესი შეარქვეს. სასაცილოა. ჩვენს დროში ყველა ცაცია ტანმორჩილ გარემარბს მესის ადარებენ, მაგრამ ახალი მესი ჯერ არ გვინახავს და ალბათ ვეღარც ვნახავთ. რუნის მშობლები ერთმანეთს ალეპოში შეხვდნენ, იქვე შეიქმნა მათი ოჯახიც, მაგრამ რუნი უკვე ქუვეითში დაიბადა, სადაც მამამისი სამუშაოდ გადავიდა. ქუვეითის კლუბებში არასდროს უთამაშია, მთელი ეს ხანი მხოლოდ ეზოში აგორებდა ბურთს. რუნის მამა გაგიკვირდებათ და “მანჩესტერის” ქომაგია, თუმცა, “კოპენჰაგენის” აკადემიაში პატარა რუნი “ბარსელონას” ფორმით გამოცხადდა. 2024 წლის ინტერბიუში ბარდგჯი ამბობს – “სახელი უეინ რუნის საპატივცემულოდ არ დაურქმევიათ, ეს უბრალოდ იღბლიანი სახელია, რომელიც დედამ დამარქვა”. აბა რა, აბა რა.. მამის აზრის მოსმენაც საინტერესო იქნებოდა.
რუნი დედასთან და პატარა ძმასთან ერთად გადავიდა შვედეთში, ახლა მისი ძმა რაიანიც “კოპენჰაგენის” აკადემიაშია. (მის ძმას სავარაუდოდ დააჯერეს, რომ სახელი გიგზის საპატივცემულოდ არ დაურქმევიათ) რუნი ოთხ ენაზე საუბრობს – შვედურად, დანიურად, არაბულად და ინგლისურად. ჯერ “კალინჯეში” დაიწყო თამაში, მერე “როდებიში” გადავიდა, მცირე ხნით “ტოტენჰემს” ათხოვეს, მერე იყო “მალმიო” და ბოლოს “კოპენჰაგენი”. იამალივით 15 წლისა ვერ გამოჩნდა, რადგან ლიგის კანონი კრძალავდა 16 წლამდე თამაშს, მერე კი შედგა მისი დებიუტი და ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტთან ერთად, ყველაზე ახალგაზრდა გამტანიც გახდა. მას მერე რუნიმ 84 შეხვედრა ჩაატარა “კოპენჰაგენში” და 15 გოლი შეაგდო. მათ შორის საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, “მანჩესტერის” კარში იყო. მამას გაუხარდებოდა.
მას მერე ამ ბიჭის სახელი აღარ ისმოდა, რადგან მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი დროც გაუცდა. თითქმის ერთი წელი. თუმცა, მოედანს დაუბრუნდა თუ არა გამოჩნდა, რომ ფორმა აღიდგინა და კვლავ განაგრძობს განვითარებას. მანამდე კი ხასიათიც გამოავლინა, ტრავმამდე ცხრაჯერ ითამაშა შვედეთის 21-წლამდელებში და ყველა შეხვედრაში საუკეთესო იყო, აქტუალური გახდა საუბარი მის ეროვნულ გუნდში გამოძახებაზე, მთავარმა მწვრთნელმა იანი ანდერსონმა კომენტარი გააკეთა – “მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, რათა საბოლოო ნაბიჯი გადავდგათ”. ამას კი რუნის პასუხიც მოჰყვა – “მეტი რაღა უნდა გავაკეთო 17 წლის ასაკში?!” – ხალხს მოეწონა მისი პასუხი, იანის ალბათ არ მოსწონებია, მერე ტრავმა იყო და ეს თემაც მიწყნარდა.
რად უნდა “ბარსას” რუნი?
“ბარსასთვის” ტრანსფერების გაკეთება მარტივი არ არის, ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ დეკუმ ეს ტრანსფერი მარტივად დახურა. მანამდე ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა სურდა, მაგრამ არდა გიულერი “მადრიდში” გადავიდა, ბერგვეილი “ტოტენჰემში”. ამის მერე იქცა რუნი დეკუს პრიორიტეტად. რუნი “ბარსასთან” ერთად გაივლის წინასასეზონი მზადებას, მერე კი ფლიკი გადაწყვეტს დარჩება კლუბში თუ გაანათხოვრებენ. შესაძლოა, “ბარსა ბ-შიც” განაგრძოს თამაში და ჯერ იქ მოუწიოს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება. ეს ახალგაზრდები ხომ ზვიგენებივით არიან, პირველი გუნდის სუნს იგრძნობენ თუ არა ცხოველური კონკურენცია იწყება.
შესაძლოა, ეს სულაც მცირე ბიზნესი იყოს. რუნიში 2 მილიონი ევრო გადაიხადეს. “ბარსას” როგორც მინიმუმ იმედი აქვს, რომ რუნის ფასი გაიზრდება და თუ გაყიდვა დასჭირდათ მინიმუმ ორმაგ ფასად მაინც გაყიდიან.
რა ფეხბურთს თამაშობს ეს კაცი?
შვედი მესი ტყუილად არ შეარქვეს, რუნის უნდა რომ მესის ჰგავდეს, მაგრამ ახალგაზრდა მესის მსგავსი სისწრაფე არ აქვს, არც მასსავით ფეთქებადია, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, უბრალოდ კარგი დრიბლინგი აქვს და მარჯვნიდან უყვარს ხოლმე შეტევა.
“დიდად ათლეტური არ არის, მაგრამ 4-3-3 სისტემაში შეუძლია თავი იპოვოს“, – წერდნენ 2024 წელს სკაუტები. იამალს კიდევ შემცვლელი სჭირდება, გასულ სეზონში თითქმის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დასვენების საშუალება არ ჰქონია, ახლა ზაფხულში ისე აღნიშნა დაბადების დღე, მე მგონი, უფრო მეტად გადაიღალა. სამწუხაროდ, თავის კუმირს ემსგავსება, უფრო ნეიმარის საფეხურებს მიჰყვება, ვიდრე მესის, ან, რონალდუს.
რას ამბობს საკუთარ თავზე?
“მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გავხდე”, – გილოცავ შვილო, სწორ ადგილზე ხარ, აწი თავად გვაჩვენე რა შეგიძლია, – “ეზოში სულ მესი ვიყავი, ყველაზე მეტად მიყვარს, სულ ვცდილობდი ის გამეკეთებინა, რასაც მესი აკეთებდა მოედანზე”.
“მანჩესტერთან” გოლი ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში, თუმცა, ყველაფერი წინ არის. ოცნებებს ლიმიტი არ სჭირდება”.

გასაგებია ვალები და ფინანსური კრიზისი, გასაგებია ვერავის ვყიდულობთ და უკვე ნაყიდს ვერ ვარეგისტრირებთ, გასაგებია მატყუარები მართავენ კლუბს, მაგრამ ამას პლუს უცოდინრები და არაპროფესიონალები ეგ უკვე ნამეტანია მართლა. დაჟე აქ პროფესიონალიზმზე არაა ლაპარაკი. ადამიანურად არ შეუძლიათ აუხსნან 2-3 ფეხბურთელს რომ აღარ შედიან კლუბის ინტერესებში და უნდა წავიდენ, თუ ადამიანურად ვერ გაიგებენ როგორმე დააძალონ😒 ხელფასებს რატო შეარჩენენ კლუბსო აქ წერენ, მაგრამ გავიწყდებათ რომ აქ ორ მხრივ კომპრომისზეა ლაპარაკი, როცა შტეგენისნაირ ფეხბურთელს თხოვ კომპესაციის გარეშე გაგიწყვიტოს კონტრაქტი და აღარ აიღოს დარჩენილი ხელფასი , სამაგიეროდ უფასოდ ხომ უშვებ? პლუს მინუს მათემატიკაა ხო, ან კრისტენსენს რომელსაც გაისად უმთავრდება კონტრაქტი, ხომ ღირს 15 მილიონი მაინც? არ იღებს ერთი წლის ხელფასს სამაგიეროდ შენ არ ადებ ფასს და უშვებ უფასოდ და მაგ 15 მილიონს და უფრო მეტსაც აიღებს სადმე პრემიერლიგურ კლუბში სადაც გააფორმებს 3- წლიან კონტრაქტს და მიცემენ სიტყვაზე ამ სამ წელში 30 მილიონს ხელფასს რატო არ უნდა აწყობდეს? მაგრამ იმათმა რომ იცოდნენ, რომ თუ ამ პირობას არ დათანხმდებიან მომავალი კვირიდან ივარჯიშებენ და ითამაშებენ მესამე დივიზიონში ბარსა ატლეტიკში და იქ გაატარებენ მთელ ახალ სეზონს დავიჯერო დათანხმდებიან? აი ამის ახსნას, ამაზე დალაპარაკებას და ამის შესრულებას ჭირდება რომ მატეო ალემანი ან გალიანი იყო? არა ამისთვის საჭიროა რომ უბრალოდ ჩამოყალიბებული, ძარღვიანი კლე არ იყო. მაგრამ რას იზავ ფაქტია მარილიანი, ძარღვიანი კლეები მართავენ კლუბის საქმეებს და ამიტომაც ჭიანურდება ელემენტარული ფინანსური ოპერაციები🧐 და ასეთ რეალობაში თუ ინატრებ რომ კლუბი არა მატყუარა პრეზიდენტმა, უცოდინარმა სპორტულმა დირექტორმა და ცხრაჯერ გაყიდულმა <<ცენზურის დარღვევა>> ბირდმა კი არა, სიტყვაზე კატარულმა მილიარდიანმა კონსორციუმმა მართოს, ვინც ევროპელ ტოპ მემეჯერებს დაიქირავებს, ვალებს გაისტუმრებს, სუპერ სტადიონს ააშენებს, ვარსკვლავებს მოიყვანს და ამაში ითხოვს უბრალოდ ბარსელონას სახელს და იმ პრესტიჟს რაცას ბარსას ფლობა ქვია. აი ეგ ყველაფერი რომ ინატრო ამ საიტზე ისე ჩაგქოლავენ ქართველი კულეები თითქოს ამათი წინაპრების ცხრა თაობა ბებიები და ბაბუები იყვნენ ბარსელონას აქციონერები😝😝😝 ვაი თქვენს და ჩვენს პატრონს😕 გავა 2-3 წელი, ეს გუნდი ისევ ისეთ კრიზისში იქნება და როცა ოქროს ბურთის მფლობელ 21 წლის იამალს აგვახევს ვინმე მდიდარი კლუბი ( ეს 100% ასრ მოხდება) მაინტერესებს მერე თქვენი სახეების ნახვა😞
ეეჰ
მე თვითონ არვიცი რატომ მაგრამ იმედი მაქვს ეს ბიჭი ითამაშებს ფიზიკას ფლიკი მიხედავს აშკარად მოსამატებელი აქვს ტაქტიკურადაც ფლიკის იმედი მაქვს ჰენრიკ ლარსონი გვყავდა შვედი ბოლოს მგონი
La Pulga10,
არამარტო ლივერპული ასევე არსენალი სიტი იუვე ნაპოლი რეალი ჩელსიიი ბარსააზე კიდე დაიწერა დღეს ხავი სიმონსით ინტერესდებიანო
აუ ბიჭო ლივერპულიც როგორ გაძლიერდა. დეკუ შენ ყველაფერს შევთხარე, ალემანი დააბრუნოს ლაპორტამ როგორც უნდა.
4 ენა სცოდნია, თუ ფეხბურთს ვერ ითამაშებს თარჯიმნად მაინც გამოგვადგება. მოურინიო სწორედ მაგ საქმისთვის არ გვყავდა გუნდში.
ბადრიჯანი გვაკლდა კიდე.😱😱😱😱😱
სატრანსფერო ბაზრის "მთავარი" ნიუსია აშკარად!!! ისევ ლა მასია თუ გადაარჩენს ამ უბედურებს და ფლიკი ისევ იძულებული იქნება საკუთარი შესაძლებლობის ზვარზე ამყოფოს როგორც გუნდი ისე საკუთარი თავი!!! იმედია კრუიფის სახელობის სავარჯიშო სტადიონზე არ ჩაატარებენ ლა ლიგის შეხვედრებს!!!
დრიბლინგი კარგი აქვს და სისწრაფეც კარგი აქვს,ზოგჯერ შემოიყვანს ფლიკი და სკამისთვის გამოდგება დაასვენებს ხოლმე რაფინიას მაგრამ დასვენება უფრო იამალს ჭირდება.იმედია ეს ბოლო ტრანსფერი არ იქნება ამ ზაფხულს და ვინმეს მოვიყვანთ ნორმალურს
ლილ ბარსას ზუსტად ის დაემართა, ჯერ გადახტო ჰოო მერე დაიძახეო 😂😂რაც ამათმა რეკლამებში ფული ხარჯებს არიქა 10 აგვისტოს კამპ ნოუზეო ვბრუნდებითო და კომისიამ ჩვენი #ეი ჩეიდეთო 😂შესაბამისად არ ეგ 1/1 წესი დაგვიბრუნდება როგორც ლაპორტა ხარობდა,ეგ წესი პირდაპირ მიბმულია ბარსას ვიპ ლოჟებზე და მისგან შემოსულ თანხებზე
“წყალ წაღებული ხავსს ეჭიდებოდა”-ო, ეგრეა ჩვენი საყვარელი კლუბის საქმე, ეს მცუანა საერთოდ ვინ არი საიდან მოჩხრიკეს, თან ისეთი ტრავმა გადაუტანია..🙄, ყოჩაღ დეკუს “გლიჯამს”, მაგის დედას შეეესო ვინისიუსი
Rick Sanchez, იმედია
ამისგან ციდან ვარსკვლავების წყვეტს არც არავინ ელის მარა ჯერ მისთვის კარგია ამდენ ვარსკვლავთან ერთდ გაზრდა და თან რაფინიას დაასვენებს ხოლმე
ვნახოთ რა გამოვა
დრიბლინგი მართლა კაი ქონია, მაგრამ მაშინ გამოჩნდება რა ბიჭი არის იუნაიტედს გოლს თუ გაუტანს? მამას უჯიგრებს და არ აღინიშნავს თუ კუთხურის ალამს მოგლიჯავს წიხლით? 2011 წლის ფინალი გაიხსენეთ 😏😏
იმედია ბოლო ტრანსფერი არ არის წელს.
იუთუბზე ყველა ფეხბურთელი კაია ვნახოთ რაიქნება თუმცა ნიჭი აშკარად აქვს ვნახოთ რას გამოთლის ფლიკი ამისგან
უბრალოდ მარტო ბარდაჯის ტრანსფერით წელსაც გამოგვაგდებს ვიღაცა ბოლოში ლიგაზედა უნდა ვაგინოთ მერე ლაპორტას და ვსო დაველოდებით კიდე მომავალ წელს