“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, ცოტა ხნის წინ, Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილიც ანსუ ფატის კონტრაქტსა და მის მომავალს დაეთმო.
– ფატის ტრანსფერზე შეთავაზებები მიიღეთ?
– ფორმალური წინადადება არ მიგვიღია, თუმცა გარკვეული დაინტერესება იყო. “ბარსელონა” ყველას უარით ისტუმრებდა. ანსუ არ იყიდება. ის კლუბის მომავალია. ის “ლა მასიას” წარმოადგენს, მან აკადემია გამოიარა და პირველ გუნდამდე მიაღწია. ის “ჟუვენილიდან” პირდაპირ პირველ გუნდში გადახტა, რასაც ბევრი ფეხბურთელი ვერ ახერხებს. “ბარსელონა” ანსუს ვერ გაყიდის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გაყიდვა პანდემიით გამოწვეულ ზიანს აგვინაზღაურებს. მის გაშვებაზე არასდროს გვიფიქრია. პირიქით – გვინდა, მისი ჩვენთან ყოფნა იმდენად გავახანგრძლივოთ, რომ ფეხბურთელმა მთელი კარიერის განმავლობაში “ბარსელონაში” ითამაშოს.
– დეკემბერში, მან კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. კიდევ აპირებთ მისი ხელშეკრულების გაგრძელებას?
– მან კონტრაქტი გააფორმა, როგორც “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელმა, ახლა კი, მისი პირველ გუნდში დაწინაურების დრო მოვიდა. დეკემბერში გაფორმებული კონტრაქტი ამას ითვალისწინებდა. ის პირველ გუნდს შეუერთდება, რადგან მან ეს დაიმსახურა. რიკისთან და არაუხოსთან ერთად, ანსუ ამტკიცებს, რომ “ლა მასიას” ახალგაზრდა ტალანტების გამოშვება მაშინაც კი შეუძლია, როდესაც ხალხის აზრით, აკადემია ცუდად მუშაობს. ეს ყველა თაობაში ვერ ხერხდება, მაგრამ ახლა გვყავს 3 ფეხბურთელი, რომლებიც პირველ გუნდში რჩებიან.
– ესაუბრეთ ფატის პირადად და უთხარით, რომ ის არ იყიდება?
– პირადად მას არა, მის წარმომადგენლებს ვესაუბრე. მათ ვუთხარი, რომ მიღებული შემოთავაზების მიუხედავად, კლუბი მოლაპარაკებებს არ აპირებს.
– გახდება ის “ბარსელონას” კაპიტანი?
– ის 17 წლისაა და არ გვინდა მასზე ზეწოლა გავზარდოთ. ახლა, მას საუკეთესოებთან ერთად თამაში და ვარჯიში, ასევე ზოგიერთ შეხვედრაში გადამწყვეტი როლის აღება სჭირდება. თუმცა, ზეწოლის გარეშე. ის პირველ გუნდთან ადაპტაციას გადის და მისი როლი მაშინ შეიცვლება, როდესაც ამის დრო მოვა. ახლა, ამაზე საუბარი ადრეა.
– ხომ არ ნანობთ, რომ ანსუსა და რიკის ფლეი ოფის ფინალში “ბარსა ბ-ში” თამაშის უფლება არ მიეცით?
– არა, რადგან ვინც ითამაშა, ისინი იმ თამაშისთვის ყველაზე უკეთ იყვნენ მომზადებულები. მათ არაუხოც შეუერთდა, რადგან ამ წელს მას “ბარსა ბ-ში” ბევრი თამაში ჰქონდა ჩატარებული.
რაღაც ცუდად ბაზრობს ეს ძაღლის ნაშობი, ბავშვისგან ხელები შორს შე პერესის აგენტო.
აპპ, ცუდად არის საქმე :დ არტურზეც ასე იძახოდა:დ