workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის კომენტარი ოსასუნათან მატჩის შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი ოსასუნათან მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში (2-0) “ოსასუნას” დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ვდომინირებდით და ვფიქრობ, დინამიურად ვთამაშობდით. პირველ ტაიმში ბურთს საჭირო დონეზე ვერ ვფლობდით,

თამაშის მეორე ნახევარი კი ბევრად უკეთესი იყო. ბედნიერი ვარ, რადგან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება იყო.

“ლა მასიას” ვულოცავ. ეს მოთამაშეები ამტკიცებენ, რომ “ბარსას” აკადემია ფანტასტიკურია.

ვფიქრობ, კუბარსი ფანტასტიკურ დონეზეა. ეს მისი მესამე სეზონია. პაუ საოცარია.

პედრი ფანტასტიკური, უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. რისი თქმა შემიძლია მასზე? ის აბსოლუტურად საოცარი მოთამაშეა.

რაფინია ყოველთვის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია.

კარის მშრალად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია. ერიკ გარსია უკანა ხაზში სტაბილურობის გარანტია. ის კვლავ შესანიშნავი იყო.

შჩესნის კუჭის პრობლემები ჰქონდა. დღეს ის სწორედ ამიტომ არ იყო.

ბურთის დაახლოებით 80%-იანი ფლობა გვქონდა. ზოგჯერ, როდესაც თამაშში დომინირებ, მეტოქე კონტრშეტევებს მიმართავს და თავის დაცვა ყოველთვის იოლი არაა, მაგრამ ამ კომპონენტში ძალიან კარგები ვიყავით.

ითამაშებს თუ არა ტერ შტეგენი ესპანეთის თასზე? ჯერ არ ვიცით, ამას ხვალ ან ორშაბათს გადავწყვეტთ. საკმარისი დრო გვაქვს. ახლა მთავარი მატჩისშემდგომი აღდგენაა, შემდეგ კი ვნახავთ, ვინ ითამაშებს სამშაბათს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 14 დეკ 2025, 20:58
    #4

    ცოდოა ტერ შტეგენი, არ იმსახურებს ასე გაგდებას.

  • nika 54
    schedule 14 დეკ 2025, 16:57
    #3

    თუ შტეგენის გაყიდვა უნდათ, მაშინ თასზე აუცილებლად ათამაშონ მითუმეტეს მანდედან დაიწყო და ლიგაც კი დადო როცა ბრავოს სათადარიგო იყო. ფასიც შესაბამისად აიწევა.

  • MESSI 2017
    schedule 14 დეკ 2025, 15:45
    #2

    შტეგენი თუ მიდის კამპოუნზე 1 თამაში აუცილებლად უნდა ჩაატაროს შტეგენისთვის 8-2ის 4-0ის და ლიგის თამაშების დაბრალება იგივეა ეაცა ჟოან გარსიას დააბრლაო ყველა გოლი რაც გავუშვით ახლა იაზრებს მეტა ხალხი რომ ყველაფერი შტეგენის ბრალი არ იყო?😀 თუ მომავალში გარსიას ბრალიც იქნება გამოდგება მერე ვინმე პიკესნაირი <<ცენზურის დარღვევა>> და გარსიას დააბრალებს