ნიდერლანდელი ლეგენდა, მარკო ვან ბასტენი თანამემამულეზე, მატიას დე ლიხტზე საუბრობს, რომლის შეძენაც “ბარსელონას” სურდა, თუმცა მან “იუვენტუსში” გადაბარგება არჩია.
“არ ვთვლი, რომ დე ლიხტმა “იუვეში” იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ბოლო სეზონში, “აიაქსში” ყოფნისას.
ვფიქრობ, მატიასი “ბარსელონაში”, “რეალში” ან “მანჩესტერ სიტიში” ბევრად მეტს ისწავლიდა. ასევე, ამ შემთხვევაში, ნიდერლანდელი უფრო საინტერესო ლიგაში იასპარეზებდა – სერია A კი კონკურენტუნარიანი არაა”, – ციტირებს ვან ბასტენის სიტყვებს Ziggo Sport.
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 20 წლის ცენტრალური მცველი “ბებერ ქალბატონს” 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა გაცემულ ავანსებს, ჯერჯერობით, ვერ ამართლებს.
ფულს დახამებული!
მართალია ძაან დიდი შეცდომა დაუშვა ბარსაში უფრო განვითარდებოდა ვიდრე იუვეში
ვეთანხმები