ეს სტატია პირველად წინა წლის 14 აგვისტოს გამოქვეყნდა, როცა გაირკვა, რომ ნიკო უილიამსი “ბილბაოში” გააგრძელებდა კარიერას, ჰოდა, ასეთი დე ჟა ვუ გვაქვს, სტატია გამახსენდა და კარგი იქნება თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ. ისე კი, არ ღირს იმ ფეხბურთელთან მიბრუნება, რომელიც ერთხელ უკვე მოგექცა ცუდად.
როგორც დაიწერა ნიკო უილიამსი “ბილბაოში” დარჩება და 10 ნომრით გააგრძელებს თამაშს. ლაპორტას კითხვა დაუსვეს მის შესახებ და თქვა რომ “ბარსა” უკვე კარგად არის დაკომპლექტებული – ასე დაადასტურა ეს ცუდი ამბავი. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო რჩება, მაგრამ არა მგონია ამ საქმიდან რამე გამოვიდეს. ისიც იწერება, რომ “ბარსა” სხვა ვარიანტებზე გადაერთო – ასახელებენ კომანსა და პერიშიჩს. არ დაგიმალავთ და არც ერთი მომწონს და არც მეორე, მაგრამ “ბარსა” აღარ არის იმ მდგომარეობაში თავისი გემოვნებით ააწყოს კლუბი.
გვახსოვს მბაპეს, ჰოლანდისა და სხვა ვარსკვლავების გადმოყვანის შესაძლებლობაც, ასეთი ამბები, ასეთი ტრანსფერები როგორც წესი, მთელ საფეხბურთო მდინარებას ცვლის, ერთი გადაწყვეტილება თავდაყირა აყენებს ყველაფერს. ბოლო წლებში ბევრი ასეთი შემთხვევა იყო, მაგრამ მაინც იმ პერიოდს გავიხსენებ, როცა ნელ-ნელა იხსნებოდა შეზღუდვები ლეგიონერებზე და სატრანსფერო ბუმიც დაიწყო.
ეგ არ ქნა დენის
დიახ დიახ, ჩვენს სიაში პირველი დენის ბერხკამპია. “აიაქსის” სკოლის გამორჩეული წევრი და დიდი ტრადიციის გამგრძელებელი. იოჰანმა დაიწყო, მარკომ გააგრძელა და დენისმა დაასრულა. მას მერე ნიდერლანდებს ასეთი გამორჩეული არავინ ჰყოლიათ. დენისს სამი ოქროს ბურთი არ მოუგია იმ ორი დიდი კაცისგან განსხვავებით, მაგრამ მაინც ძალიან დიდი სახელი დატოვა.
გამორჩეული ინტელექტისა და ტექნიკის მქონე ფეხბურთელი იყო. არც მანამდე და არც მას მერე მისი მსგავსი “პირველი შეხება”, არავის ჰქონია. ზოგადად, ნიდერლანდელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ამ უნარით, მაგრამ დენისმა სულ სხვა დონეზე აიყვანა ეს სათამაშო კომპონენტი.
90-იანების დასაწყისია, ერედივიზიონი ალბათ ტოპ ხუთ ლიგაში შედის. მას შემდეგ რაც ვან ბასტენი ოთხჯერ ზედიზედ გახდა ჩემპიონატის ბომბარდირი და “მილანში” გადავიდა, ლიგაში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა, ოღონდ პსვ-ში, ტანმორჩილი ბრაზილიელი შემოვარდა ევროპულ ფეხბურთში თავისი მაგიით და სამჯერ ზედიზედ გახდა ბომბარიდირი, აი, ამის მერე კი დენისის ჯერი მოვიდა, რომელიც ასევე სამჯერ ზედიზედ გახდა საუკეთესო მეგოლე, მაგრამ ბერხკამპის თამაშში მთავარი არ იყო რამდენი გაჰქონდა, მთავარი იყო თუ როგორ გაჰქონდა – ზღაპრულად!
მოვიდა კლუბის გამოცვლის დრო და დიდი იოჰანი თავის მემკვიდრეს დაუკავშირდა. როგორც დენისი იხსენებს ბევრი არ გვილაპარაკია, მაგრამ “ბარსაში” გადასვლა მთხოვა და სერიოზულადაც დამაფიქრა ამაზეო. იფიქრა იფიქრა და რაღაც ძალიან ცუდი მოიფიქრა, თავად კი წლების შემდეგ ასე ახსნა ეს ამბავი FourFourTwo-სთან ინტერვიუში:
“ყოველთვის მსურდა იტალიაში თამაში, იმ დროისთვის საუკეთესო ლიგა იყო მსოფლიოში. “მილანი” გამოვრიცხე, რადგან იქ უკვე თამაშობდა სამი ლეგონერი, სამი ნიდერლანდელი – ბან ბასტენი, ხულიტი და რაიკაარდი, ამიტომ, ორი არჩევანი დამრჩა – “ინტერი” და “იუვენტუსი“.
დენისმა “ინტერი” აირჩია, ეს კიდევ ის კლუბია, სადაც ძალიან იშვიათად ამართლებს ვინმე – “ინტერი” უფრო მეტს დამპირდა, როგორც სპორტული, ისე სხვა თვალსაზრისითაც, მოგვიანებით ვნახე რომ მათ ეს პირობები შეასრულეს, ოღონდ, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში. დამპირდნენ რომ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებდით, ასეც მოხდა, მაგრამ მხოლოდ ერთი თვით”.
საბოლოოდ, ბერხკამპს ბევრი პრობლემა შეექმნა პრესასთან და კლუბის წარმომადგენლებთან. “ბარსაში” გადასვლა კი დააგვიანა, რადგან იოჰან კრუიფმა რომარიო შეიძინა. ახლა რთულია იმის თქმა რომელი აჯობებდა, სეზონნახევრით გაბრწყინებული რომარიო თუ გაცილებით პროფესიონალი ბერხკამპი, რომელსაც ფრენის ეშინოდა და ჩემპიონთა ლიგაზე მაინცდამაინც გამოსადეგი ვერ იქნებოდა.
“ინტერს” მაინც დააღწია თავი და “არსენალის” ლეგენდაც გახდა.
დიდი მადლობა, ბოს
“ბორდოს” ფეხბურთელს ეკუთვნის ეს სიტყვები. იმ კაცს უთხრა, რომელსაც ამსგავსებდნენ კიდეც სათამაშო სტილით, ტექნიკით, ელეგანტურობით. ამ ფეხბურთელის ოცნება იყო კრუიფთან ეთამაშა და მფრინავი ნიდერლანდელიც ხედავდა მასში ძალიან დიდ პოტენციალს.
თავად კრუიფი, ასე იხსენებდა ამ ამბავს კატალონიის რადიოსთან ინტერვიუში:
“მასთან პირად შეთანხმებას იანვარში თუ თებერვალში მივაღწიე, მოლაპარაკებებს თავად ვაწარმოებდი, რადგან ბორდის წევრებს რომ ამის შესახებ შეეტყოთ მომდევნო დღით მთელი პრესა ამაზე დაწერდა. იმედი მქონდა რომ ჩემს ბოლო სეზონში ამ სურვილს ავისრულებდი”.
“როდესაც კლუბმა გამათავისუფლა მას დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი, ჩვენი შეთანხმება ძალაში აღარ იყო. მიუხედავად ამ იმედგაცრუებისა, მან დიდი მადლობა გადამიხადა და თბილად დამემშვიდობა”.
საბოლოოდ, ეს ფრანგიც იტალიაში წავიდა, ოღონდ, “იუვენტუსში”. ნელ-ნელა ჯერ იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა, მერე მსოფლიო დონის მასშტაბს გადასწვდა და ბოლოს “მადრიდმა” რეკორდიც მოხსნა მისი ტრანსფერით. ასე აღმოჩნდა ზინედინ ზიდანი მტრის ბანაკში.
კრუიფმა კი იცოდა რასაც ითამაშებდა, იოჰანი გაცილებით ადრე ხედავდა იმას, რაც მოგვიანებით ყველასთვის ნათელი იყო.
რონალდო მაინც მიყიდეთ
ეს უკვე სერ ბობის ამბავია. წავიდა კრუიფი, მოვიდა ბობი რობსონი და მოითხოვა მსოფლიო დონის ფორვარდი, რადგან რომარიო “ბარსაში” ვერავინ შეცვალა, უბრალოდ არავინ იყო გოლის გამტანი. “ბარსას” მაშინ ნამდვილად არ ჰქონია ფინანსური პრობლემები, ამიტომ, ნუნიესმა სატრანსფერო რეკორდის მოხსნა გადაწყვიტა. არჩევანი კი ორი იყო – ან “ბლექბერნის” ფორვარდი ალან შირერი, რომელიც სერ ბობის პირველი არჩევანი გახლდათ, ან პსვ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდო, რომელმაც მუხლის მყესები გაიწყვიტა და არავინ იცოდა რა ფორმაში დაუბრუნდებოდა მოედანს.
საბოლოოდ, არჩევანი რონალდოზე შეჩერდა. რისკი მეტი იყო, მაგრამ პოტენციალიც გაცილებით დიდი ჩანდა. ამ შემთხვევაშიც ძალიან რთულია იმის თქმა რა აჯობებდა, რონალდო ხომ მხოლოდ ერთი სეზონით გაჩერდა “ბარსაში”, თუმცა, ისეთი სეზონი იყო, ალბათ მაინც ღირდა.
ალან შირერმა კი ინგლისური ფეხბურთის რეკორდი მოხსნა და იმ კლუბში გადავიდა, რომელსაც მთელი ბავშვობა ქომაგობდა. რობსონი ერთი წლის მერე გაათავისუფლეს “ბარსელონადან”, წავიდა ისიც “ნიუკასლში”, აიხდინა შირერთან მუშაობის ოცნება და გაიყვანეს კიდეც “კაჭკაჭები” ჩემპიონთა ლიგაზე. (თემურ ქეცბაიას გადამწყვეტი გოლით).
არც ისე ახლოს
მერამდენე ცხოვრებას იწყებდა მაგიური ცხენისკუდა? “ფიორენტინაში” ისე ითამაშა უკვე საუბრობდნენ რომ ისტორიაში საუკეთესო იტალიელთან ჰქონდათ საქმე, “იუვეში” გადასვლის მერე იუდა ეძახეს და მოკვლით ემუქრებოდნენ, მაგრამ მაინც სწორი ნაბიჯი გამოდგა, ოქროს ბურთიც დამსახურებულად აიღო და კლუბის ლეგენდაც გახდა, მაგრამ ნაადრევად გაწიეს გვერდზე, მისივე სტილის, მისივე პოზიციის კიდევ ერთი მაგიური ათიანი გამოჩნდა “იუვეში” და მასზე გაკეთდა აქცენტი, ბაჯოს დრო წავიდაო – ასე ითქვა და გაუშვეს “მილანში”. ყველაზე ნაკლებად კი “მილანში” მომწონდა მისი თამაში. არ იყო ეს მისი კლუბი.
წავიდა “მილანიდან” გაცილებით დაბლა, “ბოლონიაში”, ისევ დაიწყო მაგიური თამაში, გოლებიც ბლომად შეყარა და ისევ გამოჩნდა გრანდი – ამჯერად “ინტერი”, მაგრამ ხომ ვახსენეთ ზემოთ? ძალიან იშვიათია, მსოფლიო ვარსკვლავმა “ინტერში” გაიხაროს. თუმცა, ჰქონდა გამორჩეული თამაშები, მათ შორის, “მადრიდთან”, ჩემპიონთა ლიგაზე, ფაქტობრივად, მარტომ მოიგო ეს მატჩი და “ბარსას” ფანებსაც მაგრად ეამათ.
მორიგი ტრანსფერის ჯერი რომ მოვიდა, სწორედ ამ დროს გაკეთდა შეთავაზებაც, 2000 წლის აგვისტოა, ბაჯოს დიდების დრო წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ჯიუტად სურდა 2002 წლის მუნდიალზე წასვლა და კარგ კლუბს ეძებდა ამისთვის.
“ბაჯოს თვალი ესპანეთისკენ აქვს და ესპანეთიც აკვირდება მას“, – თქვა მარკასთან საუბარში ვიტორიო პეტრონემ, რობერტო ბაჯოს აგენტმა, – “ვხედავთ რომ ესპანურ ფეხბურთს შესამჩნევი პროგრესი აქვს, გვსურს რომ ბაჯო ამ პროგრესის ნაწილი გახდეს. შეთავაზება გააკეთა “ბარსელონამ”, აქტიურობს “დეპორტივოც”.
იტალიურ პრესაში კი იწერებოდა 33 წლის ბაჯოს მომავალი კლუბი “უდინეზე” იქნება, მისი კერპი ზიკო ამ კლუბში თამაშობდაო. საბოლოოდ, ბაჯო “ბრეშაში” გადავიდა. ძალიან დაწყდა გული პეპ გვარდიოლას, რომ მაგიური ცხენისკუდა “ბარსას” წევრი არ გახდა, სამაგიეროდ, გავიდა მცირე ხანი და თავად წავიდა “ბრეშაში”. სწორედ ბაჯოსთან ერთად თამაშის სურვილის გამო.
დაეჯერება ახლა ამას?
ეს უკვე ჟოან ლაპორტას პრეზიდენტობის ხანაა, 2003 წელს დიდი ამბები დაატრიალა. ბექემზე ჭორები თავად ააგორა, პინი ზაჰავიც გარია ამ ამბავში, ავანტიურისტულად იმოქმედეს და საბოლოოდ რონალდინიო ჩაიგდეს ხელში. ზაჰავის გარდა ლაპორტას კიდევ ერთ სპორტულ აგენტთან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ეს ჟორჟე მენდეშია. მასთან დეკუს თაობაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, თუმცა, მოურინიუ არ უშვებდა, უარზე იყო. თუ დეკუს გაუშვებთ მეც წავალო და ერთი წლით გადაიდო ეს ტრანსფერი. სამაგიეროდ, მენდეშმა ლაპორტას ორი ფეხბურთელი შესთავაზა – რიკარდო კუარეჟმა და კრიშტიანუ რონალდუ.
“ჩვენ კლუბის შეცვლა გვსურდა, ახალი ფეხბურთელები გვჭირდებოდა, ახალგაზრდა და ძლიერი ფეხბურთელები. მენდეშმა მითხრა რომ “სპორტინგს” უკვე ჰქონდა “მანჩესტერისგან” 19 მილიონი ევროს შეთავაზება, ჩვენ კი მხოლოდ 17 შევთავაზეთ. ახლა არ ვნანობ, რადგან სულ მალე “ბარსელონაში” მესი გამოჩნდა, ის კი ისტორიაში საუკეთესოა“, – გაიხსენა ჟოან ლაპორტამ 2016 წელს.
არც ლაპორტას უნანია, რომ ბექემის ნაცვლად რონალდინიო იყიდა, არც “იუნაიტედმა” ინანა, რომ რონალდინიოს ნაცვლად რონალდუ ჩაიგდეს ხელში.
ასეთია ფეხბურთი. ერთი გადაწყვეტილება მთელ საფეხბურთო ისტორიას თავდაყირა აყენებს. ჰოდა, რა იქნება უილიამსის შემთხვევაში? კიდევ ექნება შანსი “ბარსაში” გადავიდეს? იქნებ უკვე ჩაიარა ამ მატარებელმა? იქნებ ეს საბედისწერო შეცდომაც კი იყო..
პ.ს: ნიკოს კიდევ ჰქონდა შანსი და კიდევ ერთხელ გაუშვა ხელიდან



ეს სტატია პირველად წინა წლის 14 აგვისტოს გამოქვეყნდა
მეც არ გამიკვირდა ეხლა შემოვედი და კომენტარი დადებული როგორ დამხვდა თქო.
ნიკო რიგითი უტვინო ზანგია, რომელმაც ჭამა ბებიამისისა.
მაგან დალია ჩაილურის წყალი.
გაასხას ყველამ ვისაც ბარსა არ სჭირდება
ეს ნუნეზი ბართომეუს მამაა თუ ბაბუა? რონალდო მარადონა და რომარიო გაუშვა ტიპმა აღარ მიკვირს რატო სძულდა კრუიფს ის
ზიდანმა და პეძიკმა რამდენი რამე შეცვალეს🤦🏻♂️🤦🏻♂️ორივე ჩვენი უნდა ყოფილიყო ამის დედაც
ნიკო ვილიამსი ამხელა ხალხთან მოსაყვანი არ იყო ფეოლა.
დღეს რა ვქნათ დღეს???
კაი სტატიია ავტორ მადლობა @ფეოლა
უხერხულია მაგრამ კატალონია როგორ ითმენს მსგავსი ხელმძღვანელების გადაწყვეტილებებს, მაგრამ მესის გუნდიდან გაგდების შემდეგ აღარაფერი მიკვირს და არც მაოცებს… ვისკა ბარსა ვისკა კატალუნია!
ნეტა მეორე დიდი გუნდი თუ არსებობს დედამიწაზე ვინც იმ სეზონის შემდეგ რონალდოს გაყიდიდა??? მგონი პირველ სეზონშივე 38 გოლი გაიტანა მხოლოდ ჩემპიონატში და თითონ როგორც იხსენებს ( მოსმენილი მაქვს ინტერვიუ) მზად იყო სამუდამო კონტრაქტი გაეფორმებინა🙂 ამათმა კი გაყიდეს😆 მართველობა ბარსას ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა მაგრამ ბართლომეომ ჩაჯმის ახალ სიმაღლეებს მიაღწია. სამწუხაროდ ლაპორტაც ღირსეულად აგრძლებს წინაპრების საქმეს🤮
ერთი სეზონი ითამაშა და 47 ! გოლი გაიტანა
ნეტა მეორე დიდი გუნდი თუ არსებობს დედამიწაზე ვინც იმ სეზონის შემდეგ რონალდოს გაყიდიდა??? მგონი პირველ სეზონშივე 38 გოლი გაიტანა მხოლოდ ჩემპიონატში და თითონ როგორც იხსენებს ( მოსმენილი მაქვს ინტერვიუ) მზად იყო სამუდამო კონტრაქტი გაეფორმებინა🙂 ამათმა კი გაყიდეს😆 მართველობა ბარსას ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა მაგრამ ბართლომეომ ჩაჯმის ახალ სიმაღლეებს მიაღწია. სამწუხაროდ ლაპორტაც ღირსეულად აგრძლებს წინაპრების საქმეს🤮
უილიამსი კი არა მბაპე მოვინელეთ დემბელე რომ მოვიყვანეთ მის ნაცვლად, ჰალანდი მოვინელეთ ბრეიტა რომ დავიმატეთ იმ 20 მილიონად, ალვარესი მოვინელეთ ბებერი ლევანა რომ ვამჯობინეთ, აგერ ეჩევერი, მესინიო, ბერგვალი და რამდენი ტალანტი დავკარგეთ და რის გამო? თან ეს ყველაფერი ბოლო 6 წელში რამაც განაპირობა ბარსას კოლაფსი. თორე თქვენ წარმოგიდგენიათ მაშინ რომ მბაპე აქ გადმოსულიყო დემბელეს ნაცვლად რა მოხდებოდა? ან ჰოლანდი რომ გადმოსულიყო ბრეიტას ნაცვლად..აი ეგ იქნებოდა ღირსეული ეპოქის გაგრძელება და არა ეს *ლეობა რასაც წლებია ვუყურებთ.
2019ში ლიგას მოვიგებდით, მბაპე იფრენდა და ფულს დაწერდა, მესის აღარ მოუწევდა წასვლა და ამ ფინანსურ ქაქშიც აღარ გავეხვეოდით.
სრულიად ჩაიჯვა მენეჯმენტმა, დღემდე არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, უნამუსოდ ყველაფერს ყიდიან და არასწორ ტრანსფერებს აკეთებენ, საბოლოოდ კიდე გვრჩება გაყიდული ქონება, წურბელა უმაქნისი ფეხბურთელები მრავალმილიონიანი ხელფასებით, 0 პროგრესი ყველგან, იმიჯის შელახვა და ათასი რამ.
აი ესაა დღეს ბარსა რომელიც განადგურდა და ნადგურდება შიგნიდან და რა უილიამსზე საუბარი როცა ამდენი რაღაც გვაქვს გადაყლაპული და უფრო და უფრო მივდივართ წუმპისკენ.
მაგ ჩამონათვალში კიჭა რონალდოზე მწყდება გული ყველაზე მაგრად
მხოლოდ ერთი სეზონი იყო 1996/1997 და 49 თამაშში 47 გოლი გაიტანა