workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი “ნაპოლის” წინააღმდეგ ახალი დიზაინის ბუცებით წარსდგება [ფოტო]

ლეო მესი “ნაპოლის” წინააღმდეგ ახალი დიზაინის ბუცებით წარსდგება [ფოტო]

კატალონიის “ბარსელონა” 8 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში “ნაპოლის” დაუპირისპირდება.

Marca-ს ინფორმაციით, “კამპ ნოუზე” “ბლაუგრანას” არგენტინელი ლიდერი, ლიონელ მესი ახალ ბუცებს დატესტავს.

Adidas Nemeziz Messi Silver Metallic 19.1-ი, “ბარსას” კაპიტნის ჯადოსნური ფეხების ახალი შემმოსველი ფეხსაცმელი, განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა.

მასზე როსარიოსა და ბარსელონასათვის დამახასიათებელი დეტალებია დატანილი, რადგან არგენტინელის საფეხბურთო წარმატება სწორედ ხსენებულ ორ ქალაქს უკავშირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 29 ივლ 2020, 13:23
    #4

    კაროჩე რაა, რა დროს ბუცების დატესტვაა, რომელიც უფრო კარგადაა აქვს მორგებული თუ დაცდილი ის ჩაიცვას. თან რა ბოშური, აჭრელებულია. მახსოვს დინამომ რო უეფას თასი მოიგო 1981-ში, იმ თამაშის წინ ჩვენი მეკარის ოთარ გაბელიას ჩემოდანი დაიკარგა აეროპორტში, და მასთან ერთად ბუცებიც. მაშინ არ იყო ესეთი რეზერვები როგორც დღესაა, ყველა თავის ფორმაზე აგებდა პასუხს. გაბელიას ბუცები ადგილობრივმა გერმანელმა ფეხბურთელმა შესთავაზა. მოგების შემდეგ როგორც გაბელია ყვებოდა ინტერვიუში: ის ბუცები აღარ გაუხდია, ყველა ოფიციალურ თამაშებზე მათ იცვავდა. ეგ კი არა რო ცვდებოდა ფეხსაცმლის ნაცნობ ხელოსანთან(საპოჟნიკთან) დამქონდა-ო და მირემონტებდა-ო.

  • M10 S9 D11
    schedule 29 ივლ 2020, 12:37
    #3

    დაზიანება წავიკითხე და გული გამისკდა

    მშვენიერი ბუცებია მაგ ბუცებით უნდა ამოტენოს ნაპოლი

  • me da barca
    schedule 29 ივლ 2020, 10:26
    #2

    საინტერესოა რამდენი ცხენის ძალა აქვს.

  • პიკე81
    schedule 29 ივლ 2020, 09:00
    #1

    მშვენიერი დიზაინია