workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ შეიცვალა “ბარსას” ახალგაზრდა ვარსკვლავების ღირებულება

როგორ შეიცვალა “ბარსას” ახალგაზრდა ვარსკვლავების ღირებულება

Diario Sport-ის ინფორმაციით, სეზონის განმავლობაში განცდილი პროგრესის მეშვეობით, “ბარსელონას” 6 ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ საგრძნობლად იმატა, მათი საერთო ფასი კი 112.7 მილიონ ევროს შეადგენს.

ხსენებულ მოთამაშეებს შორის ის ახალგაზრდებიც არიან, რომლებიც კლუბს მომავალ სეზონში შეუერთდებიან.

ანსუ ფატი – წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ტალანტი ამჟამად 50 მილიონი ევრო ღირს, 2019 წლის სექტემბერში კი მისი ფასი ორჯერ ნაკლებს (25 მილიონი) შეადგენდა;

რიკი პუჩი – კატალონიელის ამჟამინდელი ღირებულება 25 მილიონი ევროა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში 9 მილიონი გახლდათ;

რონალდ არაუხო – ურუგვაელის ფასი, გასული წლის სექტემბრის შემდეგ, 2 მილიონდან 10-მდე გაიზარდა;

ფრანსიშკუ ტრინკაუ – “ბრაგას” აწ უკვე ყოფილი მოთამაშე 2019 წლის დეკემბერში 6 მილიონ ევრო ღირდა, რომელმაც 10 მილიონით მოიმატა და ამჟამად 16 მილიონს შეადგენს;

პედრი – ესპანელი ტალანტის ამჟამინდელი ღირებულება 7.2 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც გასულ წლის სექტემბერთან შედარებით (5 მილონი) 2.2-ით გაიზარდა;

ალექს კოლიადო – “ლა მასიელის” სატრანსფერო ფასი 4.5 მილიონი ევროა, ხოლო 2019 წლის სექტემბერში 1 მილიონს შეადგენდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nikusha
    schedule 27 ივლ 2020, 11:06
    #6

    ალენიას ფასი 38-40 მლნ და თქვენი ნაქები პუჩის რა დაბალია

  • me da barca
    schedule 27 ივლ 2020, 10:43
    #5

    ანუ ტრინკაუ, როცა 6 მილიონი ღირდა ბართომ 31 გადაიხადა?

  • Messi messi
    schedule 27 ივლ 2020, 10:05
    #4

    arc ronaldo aigebs oqros burts arc levana zustad ase mawyobda:დ

    ბურთს კიარა ბუცს

  • ferreira10
    schedule 27 ივლ 2020, 01:14
    #3

    ისე მანჩესტერმა ბრუნო ბერნადეშის სახით სერიოზული ტრანსფერი დადო უკლასნეის იგროკია.

  • Don_Andresito
    schedule 27 ივლ 2020, 01:07
    #2

    Trincao kide moimatebs, jer ar yofila portugaliis update. Tore 25-30 ze ava

  • ferreira10
    schedule 27 ივლ 2020, 01:01
    #1

    იმობილემ ჩაულაღლაღა ნარცისას:)))