workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდ ვილია სექსუალურ სკანდალში გაეხვა

დავიდ ვილია სექსუალურ სკანდალში გაეხვა

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილი ვარსკვლავი, დავიდ ვილია, სექსუალურ სკანდალში გაეხვა. ცოტა ხნის წინ, “ტვიტერის” გვერდზე ერთ-ერთმა იუზერმა და ამერიკული კლუბის ყოფილმა სტაჟიორმა (სახელად Skyler) განაცხადა, რომ “ნიუ-იორკ სიტიში” თამაშის დროს, ვილია მას სექსუალურად ავიწროებდა. 

ესპანელის ყოფილმა კლუბმა უკვე დაადასტურა, რომ გამოძიება დაწყებულია. თავად ვილიამ კი აღნიშნული ინფორმაცია Marca-სთან ინტერვიუში კატეგორიულად უარყო. 

“ეს ბრალდებები სრული სიცრუეა და მე ამას გამოვრიცხავ.” – ვილიამ ასევე განაცხადა, რომ სქაილერ ბ კლუბში სტაჟიორად მაშინ მოვიდა, როდესაც ფეხბურთელმა “ნიუ-იორკ სიტი” დატოვა. 

ეგონა, რომ ცხოვრების შანსი მივიღე, როცა სტაჟირებაზე მიმიღეს. მაგრამ იქ გადავაწყდი დავიდ ვილიას, რომელიც ყოველდღე ხელით მეხებოდა. ჩემი ბოსები კი ფიქრობდნენ, რომ ეს ძალიან სასაცილო იყო. სპორტსმენთან წრეში ყოფნა მაშინებს. მთლიანად შევცვალე ჩემი კარიერა, რადგან იმ ყველაფერმა, რაც გადამხდა თავს, ოცნებები დამინგრია.” – ნათქვამია გოგონას განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ვილია “ბარსელონას” ღირსებას 2010-2013 წლებში იცავდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Datobioshock
    schedule 25 ივლ 2020, 02:52
    #2

    ტრუხა ბაზარი, ვიღაც ფულზე დახამებული ნაბიჭვარი იქნება

  • Clever liar
    schedule 25 ივლ 2020, 01:03
    #1

    მეტის ღირსი ხარ ვილია, ქალს მარტო ხელით თუ ეხებოდი გიჩივლებდა აბა რას იზამდა :F