workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Cadena SER: სასამართლომ “ბარსელონა” და ემილი რუსო გამოიძახა

Cadena SER: სასამართლომ “ბარსელონა” და ემილი რუსო გამოიძახა

“ბარსელონას” პირველი ინსტანციის სასამართლომ “ბარსელონა” და კლუბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ემილი რუსო, შერიგების მიზნით, იხმო, იტყობინება Cadena SER.

“ბარსელონამ” რუსოს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც მან კლუბში არსებული კორუფციის შესახებ ისაუბრა. ხელმძღვანელობამ რუსოს ბრალდებების საპასუხოდ, გამოძიების მიზნით, აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers (PwC) დაიქირავა. აუდიტის პასუხი ცნობილი ორი კვირის წინ გახდა, რომელშიც ნათქვამია, ვერ მოიძებნა მტკიცებულება, რომელიც “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს რომელიმე წევრის I3 Ventures-სთან კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობას ადგენს. 

აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით, ემილი რუსოს კომენტარი აპრილის შემდეგ არ გაუკეთებია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward