workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონაში” ჩატარებული აუდიტის დასკვნა ცნობილია

“ბარსელონაში” ჩატარებული აუდიტის დასკვნა ცნობილია

“ბარსელონამ” გამოაქვეყნა იმ გარე აუდიტის დასკვნა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში კატალონიური კლუბის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხება.

მოკლედ რომ შეგახსენოთ – რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” თანამშრომლობდა კომპანია I3 Ventures-თან, ეს კომპანია კი, კატალონიური კლუბის ლეგენდებისა და ლიდერების “გაშავებით” იყო დაკავებული. “ბლაუგრანამ” I3 Ventures-სთან კონტრაქტი მალევე გაწყვიტა, მაგრამ ბუნებრივია, დარჩა ეჭვები, რომ ამ სკანდალში კლუბის ხელმძღვანელი პირებიც იყვნენ გარეულები.

“ბარსელონამ”, ამ სკანდალთან დაკავშირებით, გარე აუდიტი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კომპანია PricewaterhouseCoopers (PwC) დაავალა, რომლის საბოლოო დასკვნაც ცნობილი დღეს გახდა.

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი, PwC-ს დასკვნიდან, 5 მნიშვნელოვან პუნქტს გამოყოფს.

  1. ვერ მოიძებნა მტკიცებულება, რომელიც “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს წევრების კლუბის ლუდერებისა და ლეგენდების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან პირდაპირ კავშირს ადასტურებს;
  2. ვერ მოიძებნა მტკიცებულებები, რომლებიც “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს წევრების კორუფციულ სქემებში გარევასა და I3 Ventures-სთან გაფორმებული კონტრაქტიდან მატერიალური სარგებლის მიღებას ადასტურებს;
  3. “ბარსელონასა” და I3 Ventures-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება მსგავსი მომსახურების საბაზრო ღირებულებას შეესაბამება;
  4. I3 Ventures-სა და “ბარსელონას” შორის ურთიერთობა შიდა აუდიტს დადგენილი წესებით არ გადიოდა. თანამშრომლობის სათანადო წესით გაკონტროლება არ ხდებოდა, რამდენიმე შემთხვევაში კი, დირექტორთა საბჭოს წინაშე პრეზენტაცია მხოლოდ ფორმალურად წარადგინეს;
  5. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით I3 Ventures-ის მიერ აღებული ვალდებულება სრულად არ შესრულდა, ან “ბარსელონამ” შესრულება სრულად არ ჩაიბარა. გაწეული სამუშაოს მაქსიმალური წლიური ღირებულება 620 ათასი ევროა, “ბარსელონა” კი წელიწადში დაახლოებით მილიონ ევროს იხდიდა.

შეჯამება: დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუსა და დირექტორთა საბჭოს სხვა წევრებს ფეხბურთელების “გაშავებასთან” პირდაპირი კონტაქტი არ უმტკიცდებათ, მაგრამ დადასტურებულია, რომ “ბარსელონამ”, I3 Ventures-თან თანამშრომლობის არაეფექტიანად წარმართვის გამო, მიუღებელ მომსახურებაში, მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 07 ივლ 2020, 01:36
    #3

    როცა უნდოდათ მადრიდში, როსელი გაუშვეს ვირის აბანოში, მაგრამ ამ პერესის ლაქიას არ გაწირავენ. 1 წელი ექნება კიდევ მავნებლობისთვის.

  • Pablos ar abia
    schedule 07 ივლ 2020, 00:09
    #2

    PwC ისეთივე კომპეტენტურია როგორც NDI არ დაიჯერება მაგათი :დდ

  • Don_Andresito
    schedule 06 ივლ 2020, 23:54
    #1

    400 000 ით მეტია გადახდილი. ბართიმეუ პირდაპირ არ მიიტანდა მაგ ფულს და არც კონტრაქტში ჩაიდებოდა პუნკტი ფეხბურთელების გაშავებაზე. იასნია ამათი გაკეთებულია