ჟოზეპ მარია ბართომეუ: ყალბი ანგარიშების შესახებ არაფერი ვიცოდი

ჟოზეპ მარია ბართომეუ: ყალბი ანგარიშების შესახებ არაფერი ვიცოდი

Cadena SER “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს, მიერ რამდენიმე დღის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლისათვის მიცემული ჩვენების ნაწყვეტს აუდიოჩანაწერის სახით ასაჯაროვებს.

ბართომეუმ მის მიმართ არსებული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ I3 Ventures-ს მიერ სოციალურ ქსელებში “ბარსას” ლეგენდების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

ბატონ იბანიესს (კარლოს იბანიესი, I3 Ventures-ს მესაკუთრე) 2017 წლის ოქტომბერში შევხვდი. 2016 წელს, ნეიმართან სასამართლო დავა დაიწყო, მე კი გადავწყვიტე, რომ გამერკვია, თუ რა ინფორმაცია ვრცელდებოდა სოციალურ მედიაში სასამართლო დავასთან დაკავშირებით. 

კლუბის კომუნიკაციების დეპარტამენტის მეშვეობით, ვიცოდით, თუ რა ინფორმაცია ვრცელდებოდა ტრადიციულ მედიაში – რადიოში, პრესასა და ტელევიზიაში. ჩვენ სოციალურ მედიაში არსებული ვითარების შესწავლა გვჭირდებოდა. რამდენიმე ადამიანმა ბატონ იბანიესთან დამაკავშირა.

ერთ დღეს, იგი ოფისში მოვიდა და მე, ბატონ გრაუსა (“ბარსელონას” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) და ბატონ მასფერერს (“ბარსელონას” პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ბართომეუს მარჯვენა ხელი) წარმოგვიდგინა პრეზენტაცია მისი კომპანიისა და სერვისების შესახებ, თუ როგორ აპირებდა ჩვენი აღნიშნული სამუშაოს შესრულებას და მე მისი დაქირავება გადავწყვიტე.

ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მე ბატონ იბანიესს შევხვდი. აქედან მოყოლებული, კომპანიასთან ურთიერთობას კლუბი, დირექტორები და კომუნიკაციის დეპარტამენტი უძღვებოდა. მე მას არც შევხვედრივარ და არც სხვა სახის კონტაქტი არ მქონია. იმ საქმიანობის შესახებ, რასაც ეს ანგარიშები ახორციელებდნენ, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, შესაბამისად, არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინსტრუქციები გამიცია.

– თქვა მან.

ბართომეუს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ბიზნესმენმა ჟაუმე როურესმა შეიტანა. როურესი კომპანია Mediapro-ს 12%-იანი წილის მესაკუთრე და აღმასრულებელი დირექტორია (Mediapro არის ლა ლიგის წარმდგენი კომპანია). ყალბი ანგარიშების ერთ-ერთი სამიზნე ჟაუმე როურესიც გახლდათ. 

ამავე პროცესზე დაიკითხა ხაუმე მასფერერი, რომელმაც I3 Ventures-ს მიერ რეალურად განხორციელებული საქმიანობის ცოდნა უარყო, თუმცა განაცხადა, რომ როურესის წინააღმდეგ მიმართული ყალბი ანგარიშების არსებობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    07 ოქტ 2021, 17:51

    არაფერი არ ვიცოდიო პრეზზიდენტი ამბობს? აბა ბოტები რო დაიქირავე არც ის გეხსომება.

  • me da barca
    06 ოქტ 2021, 14:30

    ეს კრისტალივით სუფთა კაცი რა შუაშია. მე დავიქირავე და ახლა ვნანობ, გთხოვთ მაპატიოთ, მეტჯერ არ ვიზამ.

  • Gigi
    06 ოქტ 2021, 14:10

    რას ბლეფაობ შე ახვარო შენი ქვეშევრდომები ისე მოქმედებდნენ შენ არაფერი იცოდი მთელმა მსოფლიომ შეიტყო ტროლებს ჯუჯებს და დედააფეთქებულებს შეეკრა ბართუშაო ყველგან ამაზე იწერებოდა მაგ პერიოდში ბარსამანიაზეც დაიდო მსგავსი ინფოები მახსოვს ბართომ მილიონები გადაიხადა რომ ინფორმაციული ომი მოეგო და სოციალურ ქსელებში მცდარი ინფორმაცია გაევრცელებინაო ახლა წადი და ეგ წითელქუდა ციხის უფროსს მოუყევი შე პიტალო

  • azulgerana
    06 ოქტ 2021, 13:28

    აბა ვინაა დამნაშავე