მესიმ “პიჩიჩი” მეშვიდედ მოიგო და ტელმო სარას გადაასწრო, რომელსაც აღნიშნული ჯილდო ექვსჯერ აქვს მოგებული.
ლეომ ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა, ეს მისთვის განსაკუთრებული შედეგი არ არის, თუმცა, ბომბარდირობისთვის მაინც საკმარისი გამოდგა, მეორე ადგილოსანმა ქარიმ ბენზემამ 21 გოლით დაასრულა ჩემპიონატი.
მესი, დი სტეფანოსა და უგო სანჩესის შემდეგ, გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც “პიჩიჩი” ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა.
არგენტინელის საუკეთესო მაჩვენებელი 2011/12 წლების სეზონში ფიქსირდება, როდესაც ჩემპიონატში 50 გოლი გაიტანა, რაც სრულიად წარმოუდგენელი შედეგია, მომდევნო წელს კი 46 გოლი შეაგდო და რომ არა მცირე ტრავმა სეზონის მიწურულს, სავარაუდოდ 50 გოლიან ნიშნულს კვლავ მიაღწევდა.
ასეთი დაბალი მაჩვენებელით, “პიჩიჩი” ბოლოს რუუდ ვან ნისტერლოიმ დაისაკუთრა, ასევე 25 გოლით, 2006/07 წლების სეზონში.
თუ ჩემპიონთა ლიგაზე კლუბმა წარმატებას ვერ მიაღწია, მესის “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლა ძალიან გაუჭირდება, რადგან უკვე სამი ტიტული დათმო, ესპანეთის თასზე “ბილბაოსთან” დამარცხდა, სუპერ თასზე “ატლეტიკოსთან”, ხოლო ლა ლიგაში “რეალთან”.
“ინდივიდუალური ჯილდოები მეორეხარისხოვანია, მეშვიდე “პიჩიჩის” მოგება ძალიან მიახრია, მაგრამ მერჩივნა, რომ ამას ლა ლიგის ტიტული მოჰყოლოდა.” – აღნიშნა მესიმ თამაშის შემდეგ.
“პიჩიჩი” “ბარსელონას” კიდევ 9 ფეხბურთელს აქვს მოგებული, ესენი არიან: სესარ როდრიგესი, კაიტანო რე, კარლეს რეშაკი, კრონკელი, კინი (ორჯერ), რომარიო, რონალდო, სამუელ ეტო’ო და ლუის სუარესი.
ახლა პესეჟემ რო მოიგოს ლიგა ეკუთვნის მბაპეს ან ნეიმარს ოქროს ბურთი? არ შეიძლება ასე. ინდივიდუალურ სეზონთან ტიტულები არაფერ შუაშია. თუ ერთი დონის ორი ფეხბურთელია წარდგენილი მაშინ ტიტულები ერთვება საქმეში
მიდი ლომო მე-8 პიჩიჩი უნდა დადო მომავალ სეზონში პრინციპში დადებს კიდეც ძაან მეეჭვება აზარმა კონკურენცია გაუწიოს და ამ ბენზემასაც აღარ გაუვარდება ამდენი გოლი
ლევანდოვსკი და დე ბრუინი. მბაპეც დაემატებათ, ფლეი ოფებში ისეთი მეტოქეები შეხვდა მაგრად გაილაღებს.
ეგ სამია მთავარი ფავორიტი, მაგრამ ბარსამ თუ ბაიერნი გააგდო, ყველაფერი თავდაყირა დადგება.
ლიგა თუ დავდეთ რაც ძნელად წარმოსადგენია შეიძლება გავიწიოთ ოქროს ბურთზეც ჯერჯერობით ფავორიტი ლევანდოვსკი მგონია