ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო ალჟირის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ლიონელ მესის მიერ შესრულებულ ბრწყინვალე ჰეთ თრიქს გამოეხმაურა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ფენომენმა” არგენტინელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ის კიდევ ერთხელ მოიხსენია ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ.
“დროა, მსოფლიომ თვალებზე ხელის აფარება შეწყვიტოს და აღიაროს ფაქტი, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ის აგრძელებს უმაღლეს დონეზე თამაშს ყოველ სეზონში და მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს ნამდვილად დაუვიწყარი და ისტორიული ღამეა”, – განაცხადა რონალდომ.
ბრაზილიელმა ლეგენდამ ასევე ისაუბრა მესის მიერ დამყარებულ მორიგ მიღწევებზე და დასძინა:
“რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ დაემხოს და ფეხბურთის არცერთი ნამდვილი გულშემატკივრისთვის გასაკვირი აღარ არის ის, თუ ვინ ამხობს ამ რეკორდებს.”
თქვა ამანაც რამე ახალი რაა😂😂
რა აქამდე არ ვიცოდით? მესი რო ყველა დროის საუკეთესოა ეგ ისედაც დიდიხანია ცნობილია საფეხბურთო სამყაროსთვის, რონალდოს დაბოღმილ და სექტანტ ფანებს თუ არ ჩავთვლით. მარადონაო, მარადონა 38 წლის ასაკში შეძლებდა ამ დონეზე თამაშს? ან სად იყო ლეოსნაირი სტაბილური? ის ხელით გატანილი გოლი რო არა, გმირის მაგიერ ანტიგმირი იქნებოდა ვაფშემც.