ლა ლიგის დასკვნით ტურში კიკე სეტიენის “ბარსელონამ” “ალავესი” გაანადგურა და სეზონი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა.
მატჩის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან უშუალოდ შეხვედრასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
“ჩვენ საკმარისი დრო გვქონდა იმის გასააზრებლად, რომ ლა ლიგის პოზიტიურ ნოტაზე დასრულება აუცილებელი იყო. ეს ანგარიში ჩვენი შრომის შედეგია. ამისათვის დიდი შემართებით ვემზადებოდით.”
“რიკი, ფატი და არაუხო კლუბის მომავალი არიან.”
“როგორც წესი, მესი თავად წყვეტს, თუ სად სურს თამაში. იმ შემთხვევაში, თუ კართან ახლოსაა, უკეთესია, რადგან მიზნის მისაღწევად ნაკლები ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ხშირად მის გარშემო ბევრი მცველია და ბურთის მისაღებად უკან დახევა უწევს.”
“საკუთარ მომავალზე დიდად არ ვნერვიულობ. მხოლოდ კლუბისა და გუნდის მომავალი მადარდებს. მე მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი ვარ და ჩემი ფეხბურთელების გაუმჯობესებისთვის მუდმივად ვმუშაობ.”
“ლანგლე მხოლოდ მცირე დისკომფორტმა შეაწუხა. მოედნის დატოვება გადაწყვიტა და ამ მხრივ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. არ მგონია, რომ საქმე რაიმე სერიოზულ ტრავმასთან გვქონდეს.”
“ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ სიტუაცია სწორად გავაანალიზეთ, ბევრ არსებულ საკითხზე სწორი დასკვნა გამოვიტანეთ და ჩემპიონთა ლიგისთვის უკვე ჩამოყალიბებულები და თავდაჯერებულნი ვართ. დღეს ამისათვის განსაკუთრებული დღე იყო.”
“რა თქმა უნდა, მე მესისა და სრული გუნდისაგან მხარდაჭერას ვგრძნობ. როდესაც უამრავი გადაწყვეტილების მიღება გიწევს, შეუძლებელია, რომ ყველაფერი სწორად გააკეთო.”
“ლეოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო გახსნილები და კომუნიკაბელურები არიან.”
“უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას, არსებობს ეპიზოდები, როდესაც ნაკლებად ორგანიზებულნი ვართ, თუმცა, ამაზე ვმუშაობთ და ვეცდებით უკეთესები გავხდეთ.”
ჩვენ საკმარისი დრო გვქონდა იმის გასააზრებლად, რომ ლა ლიგის პოზიტიურ ნოტაზე დასრულება აუცილებელი იყო. ეს ანგარიში ჩვენი შრომის შედეგია. ამისათვის დიდი შემართებით ვემზადებოდით." – აი მარტო ეს ფრაზა რო შეაფასო ამის ჩაძაღლება მოგინდება. ერთ თამაშზე ააწყო ცხოვრება.გასაანალიზებლად ბევრი დრო გვქონდაო, პოზიტიურად დასრულებაო, ტრიუმფით დასრულებისთვის ცოტა დრო გქონდა შე პიტალო? ცოტა შეცდომა გქონდა რო გესწავლათ? თავმოყვარეობა სად გქონდათ როცა მახინჯი ვინისიუსი, დირკა კურტუა და ბოტოქსა შუბლიანი ზიდანი ლა ლიგის მოგებას აანონსებდნენ? ჩვენი შრომის შედეგიო, თქვენი შრომის შედეგი ოსასუნასთან წაგება მესის სამარცხვინოდ ჩაქიმვა და ეს ყველაფერია. 0 გუნდი. იმ თაობის დაშლის მერე გაქრა ყველაფერი. ჯერ ჩავის, მერე დანის და ბოლოს ინის წასვლას მოყვა გუნდის გათახსირება. მესი რო წავა ბორდალასი მოიყვანეთ და ხეტაფე გადავირქვათ
წადი შენი ! შენი მომთრევისაც!