workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალავესთან თამაშის განაცხადი – ანდრეას კრისტენსენი დაბრუნდა

ალავესთან თამაშის განაცხადი – ანდრეას კრისტენსენი დაბრუნდა

calendar_month მატჩის დრო: --:--

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “ალავესთან” სტუმრად გასამართი მატჩისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა.

კარგი ამბავია ანდრეას კრისტენსენის დაბრუნება, რომელმაც გამოჯანმრთელების შემდეგ ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო. დანიელი ცენტრალური მცველი 143 დღის უქმობის შემდეგ განაცხადში პირველად მოხვდა.

განაცხადს მიღმა დარჩნენ რაფინია, იამალი, ფერმინი და დე იონგი.

“ბარსას” სრული 23-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება: კანსელუ, ბალდე, არაუხო, კუბარსი, გავი, ტორესი, პედრი, ლევანდოვსკი, ჟოან გარსია, რაშფორდი, კრისტენსენი, კასადო, მარტინი, ბარდჯი, ოლმო, ბერნალი, კუნდე, ერიკ გარსია, შჩესნი, ალერი, კორტესი, ესპარტი, ტომი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 13 მაი 2026, 21:14
    #9

    ვერმალენი გახდა ტიპი, თითქმის 5 თვეა არ უთამაშია. პრინციპში სეზონის ბოლომდე კიდევ მოასწრებს ტრავმას.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 13 მაი 2026, 17:04
    #7

    კიდე კარგი რომ კრისტო დაბრუნდა თორემ ალავესთან რა უნდა გვექნა არც ვიცი

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 13 მაი 2026, 15:32
    #5

    კრისტენსენი დაბრუნდა სეზონის მთავარ მონაკვეთში დაცვის პრობლემების აღმოსაფხვრელად 😀

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 13 მაი 2026, 14:13
    #3

    და ვინც მეთანხმებით დაწერეთ თქვენც, ყველამ დააფიქსირეთ აზრი, მომხმარებლების პოზიციას წესით ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, რაც ახალი დიზაინია რამდენი ძველი აღარ წერს არაფერს ისიც ფაქტია და როგორ მოიკლო საიტზე აქტიურობამ.

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      schedule 13 მაი 2026, 14:36
      #4

      მე პირადად ძალიან არ მომწონს კომენტარის ჩასწორების ან წაშლის ფუნქცია რომ არაა. მოუხერხებელია ასე წერა..
      ასევე ძალიან არ მომწონს ძველი კომენტარები და შეფასებები რომ ისე წაიშალა თითქოს არც ვარსებულვართ.. ამჟამინდელი პროფილი ძალიან ერთფეროვანი და ბავშვურია..
      არც ყოველ შემოსვლაზე ავტორიზაციის გავლა მსიამოვნებს და არც ეს ახალი დიზაინია რაღაც ძაან გადამრიე, რომ ამდენი პრობლემა შექმნილიყო.
      ზოგადად მესმის რომ ხალხისთვის ძალიან რთულია ახალთან შეგუება, მაგრამ ეს რაც ჩამოვწერე ისეთი პროგრამული ხარვეზებია, რაც ნამდვილად არ მეტყველებს იმაზე რომ მომხმარებლის საკეთილდღეოდაა განხორციელებული.. ხოდა თუკი საიტის დახვეწაზე ვინმე მუშაობს, დიდი იმედი მაქვს ამ ელემენტარულებს გაითვალსიწინებს.

      ხოლო რაც შეეხება ციტირებებს, ეს ფორმატი ძალიან მომწონს. რადგან ადრე კომენტარების საკითხავად სულ ბოლოში მიწევდა ჩასვლა და ამოყოლა, ახლა კი ცალკეულად ხედავ ვინ რასთან დაკავშირებით დაწერა და რაზე უპასუხეს, ანუ რაღაცნაირად გამოყოფილია ეს საუბარი და ცალკე გაქ კომუნიკაცია ერთ თემაზე, ადრე კი ციტირება თავში ამოდიოდა მაგრამ წინანდელი კომენტარები ქვევით ისევ რჩებოდა.
      ჩემი აზრით თუკი შესაძლებელი იქნება.. ეგრე გაკეთდეს რომ ბოლოს დაკომენტარებულები თავში ექცეოდეს, ოღონდ ამჟამინდელი პრინციპი შენარჩუნებული იყოს, რომ საუბარი ქვევით კი აღარ რჩებოდეს, არამედ პირდაპირ ზევით ამოდიოდეს..
      ასევე ძალიან მაგარი იქნება თუკი ისეთ ფუნქციას დაამატებენ რომ ნოთიფიქეიშენი ეხატებოდეს პროფილის ლოგოსთან, როცა ვიღაცა რაღაც დაგიკომენტარებს, აი როგორც ფბზეა ეგრე.
      და კიდევ ძალიან მაგარი იქნებოდა კომენტირებისას ფოტოს, გიფის ან ეგეთების გაგზავნა რომ შეიძლებოდეს. ასე უფრო მოსახერხებელი და გასართობი იქნება აქ შემოსვლა..

      • LEVANII
        LEVANII გულშემატკივარი
        schedule 13 მაი 2026, 15:35
        #6

        Ვისთვის როგორ შეიძლება მე ჩემი დაწერილი კომენტარისთვის ქვემოთ ჩასვლა დამეზაროს იმის სანახავად ვინმემ დამიციტირა თუ არა და გამოვტოვო ვინმემ მართლა თუ დამიციტირა და დარწმუნებული ვარ ჩემსავით ბევრია აქ. Თავშივე რომ ჩნდება უფრო ნახულობ შენც და სხვებიც რაც მეტ აქტიურობას უწყოფს ხელს

        • Barca for life
          Barca for life ვეტერანი
          schedule 13 მაი 2026, 19:09
          #8

          მეც მაგას ვიძახი რომ კომენტარზე ჯერ ნოთიფიქიეშენი უნდა მოგდიოდეს როცა საიტზე შემოდიხარ რო ვიღაცამ დაგიკომენტარა და როგორც კი დაკლიკავ პირდაპირ უნდა გადაყავდე ამ კომენტარის ბმულზე. და ასევე საბოლოო დაკომენტარებული რაცაა პოსტზე, ეგ თავშივე უნდა ექცეოდეს როგორც ადრე, მაგრამ ადრინდელში მე რაც არ მომწონდა ისაა რომ ქვევით ძველი კომენტარები მაინც რჩებოდა, მიუხედავად ახალი კომენტარების დამატებისა და ეგ არ უნდა იყოს და ერთ სვეტში უნდა იყოს მოქცეული, როგორც ახლაა თქო.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 14 მაი 2026, 13:04
      #10

      ნამდვილად გაჭირდა, ენის გადაყვანა ქართულზე, ყოველდღე მთხოვს ავტორიზაციას, არ ჩანს პოსტები 3-4 გარდა და ზედმეტი კლიკი უნდა სხვების სამახავად. მოკლედ ჯერ ვერ მივეჩვიე.

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 13 მაი 2026, 13:56
    #1

    ძაან აურიეთ საიტი იმ ძველი ნიკით ვერ შემოვდივარ CHEPE პაროლიც შევცვალე მაგრამ არ შემოდის… ერთი კეთდება მეორე ფუჭდება რა არის დაუწერელი კანონია ცხოვრებში მართლა

    • Robert lewandovski
      Robert lewandovski კულე
      schedule 13 მაი 2026, 14:11
      #2

      არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მარა თუ გაკეთდა რისთვის გაკეთდა რო? ზოგადად ცვლილებები ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ როცა კეთდება იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის გაცილებით კომფორტული და სასიამოვნო იყოს საიტზე შემოსვვლა და ახლა რა ხდება? ყოველჯერზე ავტორიზაციის გავლა გვიწევს მომხმარებლებს, ციტირებაა და კონკრეტულ ტექსტზე ვერ უციტირებ მომხმარებელს, ლაიქის ფუნქციაც ის ჯობდა, მომხმარებელი საიტზე როცა იყო მწვანედ ჩანდა, ახალი კომემტარი რო იწერება და თუა ციტირება ქვემოთ უნდა ჩაყვე რო ნახო და ზემოთ არ ჯნდება, მოკლედ საშინელებაა ეს ახალი დიზაინი და მაგის გამო ხალხს არ უნდა შემოსვლა, რაღა აზრი აქვს ასეთ ცვლილებას? თუ პირიქით ხალხისთვის არაკომფოტული იქნება შემოსვლა? თუ სამართლიანობა არის ადმინისტრაციამ ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინოს და დააბრუნოს ძველი, თუ არადა ასე არაფერი გამოვა და უამრავ მომხმარებელს დაკარგავს საიტი.