ვერ გამოდგა 100 ქულით ჩემპიონატის დახურვა კარგი სამოტივაციო. თავის მოტყუებას ჰგავს. აბა ვის რად უნდა ამდენი ქულა? რას ცვლის? სარეკორდო იქნებოდა? არა. წარსულში ბარსას და “მადრიდს” გაუხერხებიათ ეს ამბავი და ეგეც იმიტომ, რომ ერთმანეთის მდევრები იყვნენ. როცა არავინ მოგსდევს და უკვე ჩემპიონი ხარ, დიდად აღარ იკლავ თავს. ეგ კი არა, ისიც გვახსოვს, ბარსას შანსი ჰქონდა ჩემპიონატი წაუგებლად ჩაემთავრებინა და ვალვერდემ ეგ შანსიც ვერ შეირგო, მესიმ არ ითამაშა და ბარსა დამარცხდა.
სამაგიეროდ “ალავესს” ჰქონდა დიდი მოტივაცია, დასარჩენია გუნდი ლა ლიგაში, გაცხოველებული ბრძოლა მიდის თითოეული ქულისთვის და “ალავესმა” ბარსასთან სამი ქულა აიღო, ეს შესაძლოა გადამწყვეტი ქულებიც იყოს ლა ლიგაში დასარჩენად.
ბარსას ფეხბურთელებს კი სულ სხვა მოტივაცია აქვთ, მთავარია ჯანმრთელად იყვნენ და დასვენება მოასწრონ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატამდე სულ ცოტა დრო რჩება, ეგ კიდევ ამ დამქანცველი სეზონის მერე კიდევ უფრო მეტად დამღლელი იქნება. რა თქმა უნდა, კომფორტს შეუქმნიან ფეხბურთელებს, მაგრამ მანძილს ვერავინ შეამოკლებს, დიდი გზაა ამერიკამდე და მერე მატჩიდან მატჩამდეც დიდი მანძილი ექნებათ გასავლელი. ამას დაუმატეთ დაანონსებული ჯოჯოხეთური სიცხე და ჰმ… არ იქნება მარტივი სათამაშო და ალბათ არც საცქერად ივარგებს.
ბარსამ ძალდატანებით ითამაშა და “ალავესთან” დამარცხდა. მომწონდა ეს გუნდი ყოველთვის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათი ფორმა “ბოკას” ფორმას წააგავს და აქვს ამას თავისი ხიბლი, მერე კიდევ ის ზღაპრული ფინალი მახსოვს “ლივერპულთან”, სადაც ბარსას ყოფილებმა შეყარეს გოლები – ხავი მორენომ და ჟორდი კრუიფმა.
ფლიკმა კორტესი აქო
ტანმაღალი მცველი ძალიან ცნობილი გვარით. ალვარო კორტესმა 90 წუთი ითამაშა “ალავესთან”. ცუდი არ იყო. არც რაიმე განსაკუთრებული გვინახავს, ფლიკმა კიდევ მაგრად შეაგულიანა. ქებად დაიღვარა და ჩვენც გვაგრძნობინა, რომ მომავალ სეზონში ამ ბიჭს მეტი დრო ექნება. ცენტრალურ ზონაში ხომ ვერ არის საქმე დიდად კარგად და აი გასაღებიც – ალვარო კორტესი ცაციაა!! ვაშა! სათამაშო სტილით უფრო კუბარსისკენ იხრება, ვიდრე არაუხოსკენ. რბილი შეხება აქვს ბურთთან და მოკლე პასიც კარგად გამოსდის. თამაში “სარაგოსაში” დაიწყო, ბარსამ მალევე შეამჩნია და ლა მასიაში გადმოიყვანეს. ფლიკს თუ დავუჯერებთ სწრაფად პროგრესირებდა და ახლა თავისი შანსიც მიიღო. ვნახოთ რას იზამს, კარგი მასალაა ვარსკვლავობისთვის.
ითამაშეს ბერნალმა და კასადომ. ამ სეზონში კასადო თითქმის არ ჩანდა, ბერნალს კი ჰქონდა გაელვებები, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათგან მაინც უფრო მეტს ველოდი. სეზონის საერთო შეჯამებას კი თვის ბოლოსკენ გადავდებ, როცა ლა ლიგაც დასრულდება.
ტაიმის ბოლოს დიაბეტმა, დიაბიტემ, თუ დიაბატემ ანგარიში გახსნა და ერთადერთი გოლი გამოდგა.
წინ რა გველის
წინ გველის კიდევ ორი მოსაწყენი და არაფრის მომცემი მატჩი – “ბეტისთან” 17 მაისს, და “ვალენსიასთან” 23 მაისს.
კაი, ქვეყანა არ დაქცეულა
ხო კიდევ, რო დაიდო ეს განახლების სტატია ხალხი შევარდა უცბად, დარწმუნებული ვარ უცბად შეხედეს და დაიწყეს რა მაგარი დიზაინია, ყოჩაღ და.შ. კი, მარა რა ნახეთ ამ დიზიანში მაგარი და თანამედროვე მართლა მაინტერესებს, ის ხომ არა ყოველშემოსვლა ავტორიზაციის გავლა როა საჭირო? და მაგის იქეთაც რითია უკეთესი ვერცერთ არგუმენტს ვერ მომიყვნათ. ამ სტატიაზე არავის მოწონს, აქტიურობა მოკლებულია და საერთოდ გულწრფელად თუ ვინმეს მოსწონს ეს დიზაინი არ ვიცი მე.
საიტი შეუცვლიათ რა დასანანია წინა ჯობდა ბევრად.
ტრანსფერების შესახებ რამე ისმის თუნდაც ჭორები თუ ჯერ ადრეა მსოფლიოს მერე იქნება?
ალვარესი მიდის პსჟ-ში და ბარსაა ჩელსის სტრაიკერი ჟოაუ პედროთი არი დაინტერესებული…სხვა არაფერი ვიცი კიდე ჩაბი ალონსო დაინიშნა ჩელსის მწვრთვნელად, ფაბრიციო რომანოს ედო ვიდეო დადასტურებულია, კიდე არნე სლოტი რჩება ლივერპულში შემდეგ სეზონშიც, დანარჩენი მეც არ ვიცი ✊
Aba ra
ჟოაო პედროვო ბიჭო🤦🏻♂️🤦🏻♂️ჟოაო პედრო🤦🏻♂️კაროჩე მე ამ გუნდის იმედი აღარ მაქ რა,,
კორტესი უნდა ამოწიონ ოფიციალურად! კოჭებში ეტყობა რომ ბარსას იგროკია არც ღელავდა ძალიან მშვიდად თამაშობდა თან ძაან ჯანზეა✊🏻
ალვარეზი წავიდა პსჟში გითხარით მე თქვენ მოათრევენ ბოლოს გონსალუ რამოშსთქო და არ დაიჯერეთ ჟორჟი და ვლაჰოვიჩი მაინც მოიყვანონ იმ სურ ოსიმენს და ჟოაო პედროს
ესეიგი მგონი რო 90% ზე მეტს არ მოწონს ეს დიზაინი, ვინც დაწერეს თავიდან მგონი იმათ ვერ შეამჩნიეს ეს ხარვეზები თორე დარწმუნებული ვარ არ დაწერდნენ.
ყველგან იწერება
ბარსა ალვარესზე დანებდაო🥹😆 ერთი თვე გაქაჩა ლაპოს გაგდებულმა ბლეფმა. ახლა ერთი თვე ჟოა პედრო იქნება თემაში. მგონი ოსიმენი მესამე ბოლი იქნება და ბოლოს ვლაჰოვიჩს რომ ვიყიდით უფასოდ კიდეც მოვა ახალი სეზონი😁 ახლა დაცვის ბოლის გაფანტვას ველოდები. სავარაუდოთ იტალიაში როგორც კი დასრულდება სეზონი დეკო ბასტონიდან გადაერთვება ვანდერვენზე ან ვუსკოვიჩზე. ბოლოს მოიყვანენ ორმოც მილონად მემარჯვენე რომეროს რომელიც არაუხოზე ცოოოტა უკეთესი ქაჯია. მერე რა რომ მემარცხენე მცველი არ გვყავს?😕 იზავს ფლიკი რამეს😕 შენ დაუკარ ლაპო😆🖕🏿
ვალოჰოვიჩი ყველა ვარიანტში მოსაყვანია 1 დაბალ ხელფასზე შეიძლება დათანხმება 2.უფასოა 3.სკამზე თავისუფლად დაჯდება 4.ფიორენტინაში რასაც თამაშობდა ბარსას სტილი იყო
კი ბრატ ვლაჰოვიჩი უფასოდ და ვინმე მცველი უფასოდ და ერთი მარცხენა შემტევი უფასოდ. ვსიო ლიგა ჩვენია. პორტომ რომ მოიგო იმის შემდეგ ლიგებს სულ ის გუნდები იგებენ ვისაც სამ ოთხ პოზიციაზე კადრები აკლიათ და უფასო ტრანსფერებს აკეთებენ აბა რა😁 ფლიკი ჯადოქარია მოიგებს უფასო ხალხით ლიგას. მარა ინტრიგისთვის და იმის გამოცდისთვის სანამ ეყოფა გერმანელს თავმოყვარეობა მე ერთ ძირითადის კაცს გავუყიდიდი. ნუ იამალი ჯერ ადრეა. აი შარშან ხომ დაცვაში გამოუსვეს ცელი. წელს ცადონ და რაფინია გავყიდოთ 90 მილიონად და ლამასიადან ამოვწიოთ ვინმე. ის ოთხმოცი ვალებში წავა და ნაკლები ვალი ექნება კლუბს, მეტი შემოსავალი პრეზიდენტს, ბორდს, ბორდში დასაქმებულ ნათესავებს ( სხვათა შორის ბარსელონას კადრების რაოდენობით არის პირველ ან მეორე ადგილზე ზუსტად არ მახსოვს) მგონი სიტის ყავს მარტო ჩვენზე მეტი კადრი. მაგარია ხო?😁 ხალხი არ გვყავს მინდორზე ზატო ოფისები სავსე გვაქვს შინაურებით😁 მართლა გენიოსია ეს პატარა მსუქანი კაცი, საღოლ ძმაო ასე ამდენი ხალხი დააბოლო პლანეტაზე, თან ნეიტრალურ ხალხზე ხომ არ ვამბობ😁 იმინა ადამიანებს კლუბი უყვარდეთ და თან ლაპორტა რავი ფული აკლია ამ ჩემისას და მართლა მაგარი პრეზიდენტი იქნებ. იმინა დაბოლების მეფეა ტიპი🥹
გუნდს სიღრმე არ აქ სკამის ფ3ხბურთელები რომ უფასოდ მივიდნენ არაფერს აფუჭებს 😀 არსად არ მითქვამს რომ ვალჰოვიჩი ძირითადის კაცად უნდა მოიყვანონ და არც რომელიმე მცველზე მითქვამს რომ უფასოდ მოიყვანონ სკამის ფეხბურთელი რომ უფასოდ მოვიდეს რომელიც გამოცდილია მაგაში ცუდი არაფერი არ არის არა როკესნაირ სირში უნდ აგადავიხადოთ 60 მილიონი ისევ სკამის ფორვარდად 😀 არასწორ ადამიანს უკომენტრებ მაგას ამ სიატზე ლაპორტა ჩემზე მეტად არავის ეზიზღება 😀
ბაზარი არ არის უფასოდ არ იქნება ვლაჰოვიჩი ცუდი. პროსტა უფასოდ მოსული დიდ ხელფასს მოითხოვს და სერია აში, ფარჩაკ იუვეში რომ თავდამსხმელი ძირითადში ვერ ხვდება იმან კლუბი, რომელსაც ლიგის მოგების ამბიცის აქვს თითქოს, როგორ და რითი უნდა გააძლიეროს ვერ ვხვდები. როკეს ტრანსფერი კიდევ ერთი დიდი მტკიცებულებაა იმის რომ ჩვენ ტრანსფერებს, და სპორტულ ასპექტებს მართავს ყ ლ ე. ეგ მე ისედაც ვიცოდი ბრატ. პროსტა ხალხის რწმენა მაკლევებს რა🥺 მართლა ვაბშე არ არის გასაკვირი ბიძინას 60 პროცენტიანი რეიტინგი. ტიპი კატალონიიდსნ აბოლებს საქართველოს კულეების 90 % და ბიძომ თბილისიდან 60% დააბოლოს რა გასაკვირია😆
აჰა, ერთი კომენტარი სტატიაზე, ამდენს ვწერთ ხალხი რო ხარვეზები გამოსწორდეს ფა რეაგირება არის ნული, საწყენია ძალიან. ზოგადად თუ ცვლილებები იგეგმებოდა, რატო არ მოხდა შეთანხმება მომხმარებლებთან წინასწარ და რატო არ იქნა ჩვენი აზრი გათვალისწინებელი? ერთ რამეს ვერ ვიტყვი რაც უკეთესია აქ, არადა გაუმჯობესებული და მოქნილი ვერსიაო ასე იყო დასათაურებული, რანაირადაა ეს ყველაფერი გაუმჯობესებული? გაუმჯობესებული კი არა, გაუარესებული ნამდვილადაა, ჰოდა თუ დროზე არ გამოსწორდა აღნიშნული აქ შემომსვლელი აღარავინ აღარ იქნება. რავიცი, ამაზე უკეთ როგორ დავწერო არ ვიცი, უბრალოდ რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფრის გაკეთებას თუ გაუარესდებოდა სიტუაცია არ ვიცი. ან ადამიანს 4 წუთის იქეთ რო არ შეუძლია საკუთარი კომენტარის დარედაქტირება, ეგ ვის მოუვიდა თავში აზრად? არ ვიცი, გაოგნებული ვარ პირდაპირ.
არ არსებობს ამ ახალი საიტის 150 მინუსს ვერ ამჩნევდნენ😕 სავარაუდოთ ფული უკვე გადახდილია და შერჩათ ნაგავი. საქართველოა რა😕
წინასაც ჰქონდა მინუსები, მარა ამასთან შედარებით ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი იყო. ზოგადად რა არ მესმის, ცვლილება ხო ყველა შემთხვევაში იმისთვის უნდა გაკეთდეს რომ გაუმჯობესდეს და არა გაუარესდეს ხომ? აღნიშნულ შემთხვევაში მე ვერაფერს სიკეთეს ვერ ვატყობ ახალ დიზაინს, ვაფშე არ მომწონს არაფრით და უამრავი მინუსი აქვს, ჩამოთვლა მეზარება. სადამ დაიწყებდნენ მუშაობას ამ დიზაინზე, რო ჩაეტარებინათ გამოკითხვა და მომხმარებლების აზრი გაეთვალისწინებინათ არ ჯობდა? ახლა ბევრი თუ წავა საიტიდან და აღარ დაწერს არაფერს ვერც გაამტყუნებ, დაიღალნენ მომხმარებლები, ჯერ მარტო ყოველ შემოსვლაზე ავტორიზაციის გავლით და მაგას დამატებული კიდევ უამრავი პრობლემაა.
ერთერთ დიდ ფარმაცევტულ კომპანიაში ვმუშაობ. ახალ სამუშაო პროგრამაში დაიხარჯა 7 მილიონი ლარი და სამჯერ უარესია ვიდრე გვქონდა😆 ერთმა სამმა ოთხმა კაცმა ფული იშოვა, ისინი კი გაუშვეს სამსახურიდან მარა ახალ აშენებული სახლებიც წაიყოლეს, ჩვენ დაგვრჩა კლე პროგრამა წვალება და თან ის უნდა ვიძახოთ რომ მაგარი პროგრამაა, მოსახერხებელი😁😁😁 საქართველოა რა ხომ გეუბნები✌️
გულწრფელად მაინტერესებს, რისთვის განახლდა ეს დიზაინი თუ ხალხი აღარ და ვეღარ შემოვიდოდა საიტზე და აქტიურობა საერთოდ აღარ იქნებოდა? ნუთუ საიტის ადმიმისტრაცია ვერ ხედავს ამას რო აღარაა აქტიურობა და ასე თუ გაგრძელდა აქ შემოსვლის სურვილი აღარავის ექნება. გამოკითხვა ჩატარდეს, მომხმარებლების აზრი ხო უნდა გათვალისწინებული იქნეს, ასე არაფერი გამოვა.
არც მე მომწონს, ბევრათ ჩამორჩება წინას. ჯერ ერთი ქართული ენის დაყენება ყველა შემოსვლაზე რა უბედურებაა. ან ავტორიზაციას რატო ვერ იმახსოვრებს, ან 3-4 პოსტს რატო აჩვენებს მარტო დანარჩენები უნდა ვეძებოთ, კომენტარების რაოდენობა სად ვნახოთ. არვიცი, სმაილიკებს ვეღარ ვხედავ, ტექსტის გაფერადებაც არ ჩანს თუ არის სადმე. მოკლედ ახლოდ ვერ მივა ძველთან.