ბარსელონა-ოსასუნა – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ოსასუნა – მატჩისწინა მიმოხილვა

“ბარსელონა”, ხვალ, 16 ივლისს, ლა ლიგის 37-ე ტურში, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ოსასუნას” უმასპინძლებს.

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურიღა დარჩა. პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილის ლიდერი “რეალი” მეორეადგილოსან “ბარსაზე” 4 ქულით წინ იმყოფება. კატალონიელები, დიდი ალბათობით, თავიანთ შეხვედრას მოიგებენ, თუმცა იმისათვის, რომ მათ საჩემპიონო შანსები დარჩეთ, მადრიდელებმა მინიმუმ ფრედ უნდა ითამაშონ.

სათამაშო ფორმა

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ “ბარსელონამ” 9 თამაში ჩაატარა. “ბლაუგრანას” არცერთი შეხვედრა არ წაუგია, თუმცა 3 თამაშში დაფისქირებულმა ფრემ მადრიდის “რეალი” გაალიდერა.

“ოსასუნას” 29-ე ტურში “ატლეტიკოსთან” 0-5 განადგურებამ დაღი დაასვა, თუმცა ბოლო დროს გუნდი არც ისე ცუდად გამოიყურება. პამპლონელებმა ბოლო 6 თამაშიდან 4 მოიგეს, 1 წააგეს, 1 კი ფრედ ითამაშეს.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს 45-ჯერ შეხვედრიან. აქედან “ბარსელონამ” 29 მატჩი მოიგო, 5 წააგო, 11 კი ფრედ ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” ბოლოს “ოსასუნასთან”, ლა ლიგის პირველ წრეში, სტუმრად ფრედ 2-2 ითამაშა. კატალონიელთა მხრიდან გოლები ანსუ ფატიმ და არტურმა გაიტანეს.

დანაკლისი

“ბარსელონას” ფრენკი დე იონგი და არტური დაუბრუნდნენ, თუმცა გუნდს, ტრადიციულად, კვლავ უსმან დემბელე და სამუელ უმტიტი არ ეყოლება.

“ბარსელონას” განაცხადი.

რაც შეეხება “ოსასუნას”, პამპლონელებს ჩიმი ავილა, მარკ კარდონა, რობერტ იბანიესი, უნაი გარსია და რუბენ გარსია დააკლდებათ.

სტატისტიკა

  • “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 25 საშიანო მატჩიდან 23 მოიგო;
  • “ბლაუგრანამ” “ოსასუნას” უკანასკნელ თითოეულ 5 საშინაო თამაშში მინიმუმ 4 გოლი გაუტანა;
  • კატალონიელებმა პამპლონელები “კამპ ნოუზე” უახლოეს 7 თამაშში დაამარცხეს;
  • “ბარსამ” “ოსასუნას” უკანასკნელ 6 საშინაო შეხვედრაში პირველი ტაიმიც მოუგო და სრული მატჩიც:
  • “ბარსელონასა” და “ოსასუნას” ბოლო 11 მატჩიდან 10-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა;
  • კატალონიურმა გუნდმა პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი 6 მატჩიდან “კამპ ნოუზე” 5-ში კარი მშრალად შეინახა.

არბიტრი

მატჩს 36 წლის არბიტრი ხოსე მარია სანჩესი განსჯის.

სანჩესს ლა ლიგაში “ბარსელონას” სულ 14 თამაშში უმსაჯია. აქედან კატალონიელებმა 11 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს, 1 კი წააგეს. არბიტრმა “ბლაუგრანას” 22 ყვითელი (საშუალოდ 1.57) და 1 წითელი ბარათი (საშუალოდ 0.07) უჩვენა.

“ოსასუნას” ლა ლიგაში სანჩესის მსაჯობით 3-ჯერ უთამაშია. იაგობო არასატეს გუნდმა აქედან 1 მატჩი მოიგო, 2 კი წააგო. სანჩესმა პამპლონელებს 10 ყვითელი (საშუალოდ 3.33) და 0 წითელი ბარათი უჩვენა.

ხოსე სანჩესმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სულ 101 ყვითელი (საშუალოდ 5.61) და 5 წითელი (საშუალოდ 0.28) ბარათი აჩვენა.

მწვრთნელების კომენტარები

კიკე სეტიენი: “ესპანეთის ჩემპიონატში დარჩენილი ორივე თამაშის მოგებას შევეცდებით. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ესაა”. სეტიენის სრული კომენტარი.

იაგობო არასატე: “ბარსასთან” თამაშს მოუთმენლად ველი. დარწმუნებული ვარ, კატალონიელებს სურთ, რომ მატჩის დასაწყისშივე გაიტანონ, რათა მადრიდის “რეალზე” ზეწოლა მოახდინონ. კარგ “ბარსელონას” ველოდები”.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-1-2): ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ს. რობერტო, ვიდალი, მესი, სუარესი.

ოსასუნა (3-4-3): ერერა, გარსია, ნავასი, ერნანდესი, ვიდალი, მონკაიოლა, მერიდა, ლატო, არნაისი, გალიეგო, ბარხა.

პროგნოზი

Whoscored: 2-1

Sportsmole: 2-0

90min: 2-0

Sporskeeda: 3-1

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (11)

  • nika 54
    13 მარ 2022, 14:51

    თამაში 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.
    აგრეთვე აზერბაიჯანული SBS sport-ი. ყველას ვისაც იდმანი აქვთ ესეც ექნებათ.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    13 მარ 2022, 13:45

    ციტატა: Griezzy7
    დღეს ვიგებთ heart_eyes ეს შემადგენლობა უნდა დააყენოს რა, არანაირი ტორესები და დემბელეები.

    დეპაი-ობამეიანგი-ადამა
    დე იონგი-ბუსკეცი-პედრი
    ალბა-გარსია-არაუხო-ალვეში
    ტერ შტეგენი


    მოიცა ძმა რა არაუხო, ყვითელი რომ აიღოს მერე რეალთან ლენგლე უნდა დადგეს? ან ამ პედრის დასვენება არ უნდა?

  • serafime
    13 მარ 2022, 13:33

    Ხასიათისთვის მნიშვნელოვანია 2-3 ბურთის სხვაობით მოგება.

  • GioKakiashvili
    29 ნოე 2020, 14:55

    ვინც კოუ დააყენოს ფლანგზე ის იყოს "მაგარი" აბა წარმატებები კუმან!❤️

  • El pistolero 9
    29 ნოე 2020, 14:32

    ველოდები ლამაზ,შემტევ და ხარისხიან თამაშს.ასევე ბევრ გოლს ოსასუნას კარში.მიდით ბიჭებო.დროა წინ წავიწიოთ ცხრილში.ჩემი აზრით ფრენკი ნახ დაცვაში ჯობია და ლენგლეს მინგესა შეუწყვილდეს

  • nikusha
    29 ნოე 2020, 13:40

    ტერ შტეგენი
    დესტი-მინგესა-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-დე იონგი
    გრიზმანი-კოუტინიო-დემბელე
    მესი

    გრიზმანი-ტრინკაო
    პიანიჩი-ალენია
    დემბელე-პედრი
    კოუტინიო-ბრაითვაიტი
    დე იონგი-ბუსკეტსი

  • M10 S9 D11
    29 ნოე 2020, 13:14

    კოუტინიოს მაგივრად ბრაიტვაიტი და ეგაა ერთხელ მაინც ცადოს მესი გრიზმანი დემბელე ბრაიტვაიტი წინ

  • სტუმარი გიორგი
    29 ნოე 2020, 12:34

    ოსასუნასთან არის ლა ლიგის ფინალი და საერთოდ დარჩენილი ყველა თამაში ფანალია უკვე ამ ტურნირზე. დიდი ანგარიშით უნდა გადახსნან უსასუნა 🙂

  • nika 54
    16 ივლ 2020, 13:14

    კატალონიელებმა პამპლონელები "კამპ ნოუზე" უახლოეს 😛 7 თამაშში დაამარცხეს;

  • El pistolero 9
    16 ივლ 2020, 08:42

    ციტატა: Griezzy7
    ამათ კი გადავახევთ ბურთს თავზეე. მარა არამგონია რეალმა ვილიარეალთან ქულები დათმოსს 🙄


    არადა უხერხული მეტოქეა ერთერთი.მემგონია რო მინიმუმ წააგებს რეალი.გრანადასთანაც მაგრად გადარჩნენ ბოლოს თორე ფრე ხელში ეჭირათ

  • me da barca
    16 ივლ 2020, 01:06

    ბოლო ტურს აზრი ეკარგება.