კატალონიის “ბარსელონას” თავკაცი, კიკე სეტიენი “ოსასუნასთან” დაპირისპირებამდე პრესკონფერენციას მართავს.
“შევეცდებით, რომ ხვალინდელი და კვირას გასამართი თამაში მოვიგოთ, ეს ჩვენი უმთავრესი მიზანია.
სუარესის განცხადება Sport-თან, რომ ლა ლიგა უკვე დაკარგულია? ეს ურუგვაელის აზრია, თუმცა ამ ჩემპიონატში დასრულებული ჯერ არაფერია. მართალია, რომ 3 მატჩის ფრედ დასრულებამ ასეთ რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდო. ისიც მართალია, რომ მადრიდელები ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ბოლომდე ბრძოლა აუცილებელია.
ვარ თუ არა კლუბის წარუმატებლობაზე პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებ, თუმცა არა სრულად.
ზოგიერთი ასპექტი კიდევ უფრო უნდა გაგვეუმჯობესებინა და მოედანზე ბევრად მშვიდად გამოვსულიყავით.
რა თქმა უნდა, ფრენკი დე იონგი ხვალ სათამაშოდ დროს მიიღებს. ის კარგ ფორმაშია და ჩვენთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს.
ცხადია, საკუთარ თავს მომავალ სეზონშიც “ბარსელონაში” ვხედავ. ამგვარი სიტუაცია სხვა დროსაც გამომიცდია. ბევრ მიზანს ვერ მივაღწიეთ, თუმცა ამ ყველაფერს მიღმა გაწეული ჯაფა უნდა დავინახოთ.
არტურო ვიდალი? მან მონაწილეობა უკვე ბევრ შეხვედრაში მიიღო, სადაც უამრავი ენერგია და ენთუზიაზმი დახარჯა. ჩილელი დავალებულ სამუშაოს თავს კარგად ართმევს – მის ანგარიშზე უკვე 8 გოლია”, – აცხადებს მწვრთნელი.
მთავარი პრობლემაა ბართომეუ!![/b] ეგ როგორმე უნდა გავისტუმროთ ჯანდაბაში!! უნდა მოშორდეს მისი ანტიბარსული პოლიტიკა!! კლუბი, კლუბს აღარ ჰგავს! დაანგრია და სრულიად გაანადგურა ვალვერდეს და კიკეს ხელში.
ბარსას ერთგულო გულშემატკივრებო, როგორმე ვადამდელი არჩევნები მოვითხოვოთ! მსოფლიოში ჩვენ კლუბს ათეული მილიონობით ფანი და მზარდამჭერი ჰყავს, ჩვენც საქართველოდან მივაწვდინოთ ჩვენი გულის ტკივილი. [b]
———————————————————————————-
ჟოან ლაპორტა იმედი მაქვს გაიმარჯვებს და ღირსეული კანდიდატიცაა. დიდი ალბათობით ამას მოჰყვება და დაგვიბრუნდება, მთავარ მწვრთნელად გვარგიოლა, ასისტენტად ხავი. პუიოლი ბარსას 1000% კულეები და არა პერესის მადრიდისტა ფესვის თესლები, რომლებიც მეცხვარე ფერმერ მებაღეებითაა მოვლენილი.
ბუზი არ შეგიფრინდეს მაგ ფერმაში დახურე