უმტიტი: ნეიმარის ტრანსფერში ჩართვა? სასაცილოა

უმტიტი: ნეიმარის ტრანსფერში ჩართვა? სასაცილოა

გასულ ზაფხულში გავრცელებული ჭორების მიხედვით, "ბარსელონა" პსჟ-სთან ნეიმარის თაობაზე არსებულ მოლაპარაკების პროცესში სამუელ უმტიტს ჩართვას აპირებდა. საბოლოოდ, ბრაზილიელი ფორვარდი "კამპ ნოუზე" არ დაბრუნებულა.

"ნეიმარის ტრანსფერში ჩართვა? მეცინება, ამ კითხვაზე პასუხიც კი არ გამაჩნია. რაც შეეხება "არსენალზე" გავრცელებულ ჭორებს. ერთ მშვენიერ საღამოს ჩემი მეგობრებისგან შეტყობინება მივიღე: "ანუ, ლონდონში მიდიხარ?". არა, მე "ბარსელონაში" ვრჩები.

კონტაქტი "მეთოფეებთან"? არ ვიცი, დაუკავშირდნენ თუ არა ისინი ჩემს აგენტს, რომელსაც ვუთხარი, რომ სატრანსფერო მოვლენები არ მანაღვლებდა. "ბარსელონაში" თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობ. გასული წელი ჩემთვის რთული იყო, განსაკუთრებით ტრავმების მხრივ."-ამბობს სამუელ უმტიტი Canal Football News-თან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Bulo
    სტუმარი [?]
    #2 9 სექტემბერი 2019 12:21
    0
    Cadi sheni zangi deda m.....n,sasacilo ra gaqvs,ramdenixania gadmoxvedi da debiuti gqonda saertod,egec mepiqreba,shenistana 100 gaushveb neimaris sanacvlod,amas exla ambob roca damtavrda yvelaperi manamde rato ar ambobdi,dzgneris suni agdioda da imito.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 სექტემბერი 2019 11:59
    1
    შენ ჯობია ტრამვას მიხედო სეზონში ორ იგრას რო თამაშობ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued