workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალიადოლიდი-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

ვალიადოლიდი-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

ლა ლიგის 2019/20 წლების გათამაშების დასრულებამდე 3 ტურიღაა დარჩენილი და “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონობისთვის, ფორმალურად, ჯერ კიდევ იბრძვის.

იმისათვის, რომ “ბლაუგრანამ” ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნების ისედაც მიზერული შანსები შეინარჩუნოს, კიკე სეტიენის გუნდმა, 36-ე ტურში, “ვალიადოლიდი” სტუმრად აუცილებლად უნდა დაამარცხოს. იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე უმოტივაციოდაა დარჩენილი, “ბარსას” 3 ქულის აღება, თითქოს, არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, როგორ უჭირს სეტიენის გუნდს მოგება.

სათამაშო ფორმა

“ვალიადოლიდს”, ბოლო 5 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული, მაგრამ მხოლოდ ამდენივე წაგებული.

“ბარსელონას” 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ სეზონის განახლების შემდეგ, კატალონიელებმა ქულები 3 მატჩში დაკარგეს, ბოლო 3 გასვლითი შეხვედრიდან კი მხოლოდ 1 მოიგეს.

დანაკლისი

“ბარსელონას”, ტრადიციულად ლაზარეთში მყოფი დემბელესა და უმტიტის გარდა, ასევე ტრავმირებული დე იონგი და არტური არ ეყოლება. სამგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ჟუნიორ ფირპო.

“ბარსელონას” განაცხადი.

მასპინძლებს სალისუ, მიჩელი, ბენ არფა და პედრო პორო არ ეყოლებათ. განსაკუთრებით პირველი 2 მათგანის არყოფნაა აღსანიშნავი – მასპინძელთა დამრიგებელი სერხიო გონსალესი, დაცვაში ყველაზე მეტად სალისუს, ხოლო ნახევარდაცვაში მიჩელს ენდობა.

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს 94-ედ შეხვდებიან. წინა 93 დაპირისპირებიდან “ბარსამ” 61 მოიგო, 16 ფრედ ითამაშა, ხოლო ამდენივე წააგო, გაიტანა 217 და გაუშვა 81 გოლი, მიიღო 100 ყვითელი და 7 წითელი ბარათი.

აღსანიშნავია, რომ “ვალიადოლიდთან” გამართულ ბოლო 12 თამაშში “ბარსელონამ” 11 მოიგო და 1 წააგო.

არბიტრი

შეხვედრის მთავარი მსაჯი საყოველთაოდ ცნობილი ანტონიო მატეუ ლაოსია.

ლაოსის მსაჯობით ჩატარებული 38 თამაშიდან “ბარსამ” 26 მოიგო (68%), 8 ფრედ დაასრულა (21%) და 4 წააგო (11%), მიიღო 85 ყვითელი (თამაშში საშუალოდ 2.2) და 6 წითელი ბარათი.

“ვალიადოლიდის” მონაგარი ასეთია: 22 თამაში, 10 მოგება (45%), 7 ფრე (32%) და 5 წაგება (23%), მიღებული 57 ყვითელი (თამაშში საშუალოდ 2.6) და 4 წითელი ბარათი.

რაც შეეხება ლაოსის ზოგად სტატისტიკას – ლა ლიგაში, ის, საშუალოდ, 5 ყვითელ და 0.25 წითელ ბარათს აჩვენებს. კონკრეტულად მიმდინარე სეზონში მისი სტატისტიკა ასეთია – საშუალოდ 5.5 ყვითელი და 0.27 წითელი ბარათი.

სტატისტიკა

  • “ვალიადოლიდის” ბოლო 20 საშინაო თამაშიდან 16-ში 2.5 გოლზე ნაკლები გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 12 დაპირისპირებიდან 11 “ბარსელონამ” მოიგო;
  • “ბარსელონას”, ლა ლიგაში, 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

მწვრთნელების კომენტარები

კიკე სეტიენი: “გუნდი კარგადაა. არსებული დაკვირვებით, გუნდი გადაღლილი არ არის, თუმცა “ესპანიოლთან” მეორე ტაიმში შეიძლება გეფიქრა, რომ, ამ მხრივ, პრობლემა გვქონდა”. სეტიენის სრული კომენტარი.

სერხიო გონსალესი: “სიტყვა, რომლითაც “ბარსას” საუკეთესოდ დახასიათებას შევძლებთ არის – გუნდი უამრავი ტალანტით”. სერხიო გონსალესის კომენტარი.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალიადოლიდი (4-2-3-1): მასიპი, მოიანო, ფერნანდესი, სანჩესი, გარსია, ალკარასი, ემეტერიო, ერვიასი, პლანიო, ვილია, გვარდიოლა.

ბარსელონა (4-3-1-2): ტერ შტეგენი, ს. რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, ვიდალი, პუჩი, მესი, გრიზმანი, სუარესი.

პროგნოზი

Whoscored: 1-2

Sportsmole: 0-2

Sportskeeda: 0-2

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და www.silksport.ge (უფასოდ) წარმოგიდგენთ

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • მიქატაძე ვაკო
    schedule 22 დეკ 2020, 23:03
    #14

    უმტიტი და არაუხო დააყენოს რა <3

  • celeeop
    schedule 22 დეკ 2020, 19:14
    #13

    თამაშები როდის არის დადეთ რიცხვი და დრო საიტმა

  • Albicelecte
    schedule 22 დეკ 2020, 15:50
    #12

    ანუ ახლაგაზრდბი თU არ მოსინჯა, სხვანაირად აზრიარ აქვს, ეს სეზონი ახალი გუნდისექმნის წინაპირობა უნდა იყოს +ლიგა

  • GioKakiashvili
    schedule 22 დეკ 2020, 15:19
    #11

    ნეტა შავ ფირმას რატო არ იცვამენ რა ვარდისფერი დდდ

  • გოგიბერიძე
    schedule 22 დეკ 2020, 15:06
    #10

    შავით რომ ითამაშოთ არა? smiley

  • saba17
    schedule 22 დეკ 2020, 14:46
    #9

    ციტატა: El pistolero 9
    4-3-3და ასეთი შემადგენლობის ხილვა კარგი იქნებოდა:
    შტეგენი
    დესტი-არაუხო-მინგესა-ალბა
    პუჩი-დეიონგი-პედრი
    გრიზმანი-მესი-ბრეიტვეიტი.
    ცვლილებები
    ალბა-ფირპო
    დეიონგი-პიანიჩი
    პედრი-კოუტინიო
    გრიზმანი-ტრინკაო
    პუჩი-ალენია.


    უკვე ბევრს ითხოვ.კუმანისგან 4-3-3 როგორ უნდა მიიღო.გადამკვდარია თავის ტაქტიკას

  • El pistolero 9
    schedule 22 დეკ 2020, 14:24
    #8

    4-3-3და ასეთი შემადგენლობის ხილვა კარგი იქნებოდა:
    შტეგენი
    დესტი-არაუხო-მინგესა-ალბა
    პუჩი-დეიონგი-პედრი
    გრიზმანი-მესი-ბრეიტვეიტი.
    ცვლილებები
    ალბა-ფირპო
    დეიონგი-პიანიჩი
    პედრი-კოუტინიო
    გრიზმანი-ტრინკაო
    პუჩი-ალენია.

  • BARCELONA FOREVER
    schedule 22 დეკ 2020, 13:37
    #7

    OLD,
    კი დღესაა ღამის 1 საათზე იმედია ამას მაინც მოიგებენ დიდი შოტით:დ

  • OLD
    schedule 22 დეკ 2020, 13:21
    #6

    დღეს ხოარი ეს თამაში გვიან??

  • me da barca
    schedule 22 დეკ 2020, 13:19
    #5

    ორ ბურთიანი უპირატესობით როდის მოვიგეთ არ მახსოვს.

  • AGU3RO
    schedule 22 დეკ 2020, 13:19
    #4

    აქმაინც ათამაშოს პუჩი

  • Gaucho24
    schedule 22 დეკ 2020, 13:10
    #3

    ტერ შტეგენი
    დესტ არაუხო უმტიტი ალბა
    დე იონგი
    პიანიჩი პუჩი
    პედრი
    მესი გრიზმანი
    საინტერესო იქნება..

  • nika 54
    schedule 11 ივლ 2020, 10:37
    #2

    ეს 14 ადგილზეა, ფაქტიურად დაკარგული აქვს შანსები ევროთასების ზონაში მოსახვედრად. არც გავარდნა არ აშინებს იქაც ფაქტიურად 2 ქულა უნდა რო მათემატიკურად გაინაღდოს დარჩენა, ისიც იმ შემთხვევაში თუ მალიორკა სამივე დარჩენილ შეხვედრას მოიგებს. და ახლა თუ ამან ომი გაგვიმართა, მართლა ცირკი იქნება. მე მახსოვს 4-5 წლის წინ როცა ბარსა რეალი ქულა ქულაში მიდიოდნენ და ბარსას მინიმუმ ერთი ქულა უნდა დაეკარგა რეალის გაჩემპიონებისათვის. პერესმა ჩვენ მეტოქეს დიდი პრემია შესთავაზა თუ არ წააგებდნენ ბარსასთან. მე ისიც გამიკვირდა რო პრესაშიც და ტელევიზიაშიც ამას მოქრთამვას არ ეძახდნენ, ეს უბრალოდ წახალისებაა კარგი თამაშისთვის-ო

  • gurgenidze
    schedule 11 ივლ 2020, 08:24
    #1

    Tamashia dasalagebeli.. barcam am.bolo 4 tamashshi unda achvenos.ragac imedis momcemi da daalagos tamashi..