ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, დანიელე დე როსიმ, რომელმაც კარიერა “ბოკა ხუნიორსში” დაასრულა, არგენტინაში ლეო მესის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
36 წლის ფეხბურთელი, The Nation-თან საუბრის დროს, გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო, რომ ლეოს არგენტინაში აკრიტიკებენ.
“როგორ შეიძლება მესიზე თქვა, რომ მას კვერცხები არ აქვს? ვინც ამას ეკრანის მიღმა ამბობს, მას საიმისო კვერცხები არ აქვს, რომ ცოლს ტელევიზორის პულტი გამოართვას.
მესიმ კოპა ამერიკის 2 ფინალი თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო, მე კი მსოფლიო ჩემპიონატი თერთეტმეტრიანების სერიაში მოვიგე. ლეოს არგენტინაში აკრიტიკებენ, მე კი იტალიაში გმირი ვარ. და რა არის განსხვავება? 5 სანტიმეტრი?
მინდა ხალხს შევახსენო, თუ რამდენჯერ ატარა მესიმ მთელი გუნდი საკუთარი ზურგით.
მესის აღსაწერად ეპითეტები აღარ არსებობს. სიტყვები უკვე გამოლეულია. არსებობენ დიდი ფეხბურთელები, მაგალითად კრიშტიანუ, რომელსაც შეუძლია მესის ტიტულებით, რიცხვებითა და სტატისტიკით შეედაროს… მაგრამ როდესაც საქმე ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებაზე მიდგება, მე ლეოს ყურებას ვამჯობინებ.”
ვააა,რა მაგარი ტიპი ყოფილა დანიელა😂
martalii
ა ძმაო კაცი