Onda Cero-ს ინფორმაციით, გერმანული “ლაიფციგი” “ბარსელონას” 17 წლის ტალანტის, ილაიშ მორიბას შეძენას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
წყაროს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა “ლაიფციგს” იმედისმომცემი ფეხბურთელის ტრანსფერზე უარი უთხრა. “ბლაუგრანას” სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, გერმანულ კლუბს აცნობა, რომ მიმდინარე ზაფხულში პერსპექტიული ნახევარმცველის “ბარსელონადან” წასვლა გამორიცხულია.
მორიბას “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ივნისში ეწურება. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა სეგუნდა B დივიზიონის მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრა ჩაატარა.
ერთი ცხოველი ნახევარმცველი კი გვჭირდება სამომავლოდ და იმედია გაამართლებს ეს
ისე მისცენ ამასაც შანსი არიქნება ურიგო
მაგარი ბიჭი გვეზრდება ძმებო
მაგრად ველოდები ამის დებიუტს
პოგბას ჰგავს სტილით 😀 ძაააააან ჯანზეა ბავშვი :დ დაკუჭავს და დადებს ბარეულს