workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ თქვა ბარსელონამ უარი იან დიომანდეს ტრანსფერზე

რატომ თქვა ბარსელონამ უარი იან დიომანდეს ტრანსფერზე

bolt მოკლედ
"ბარსელონამ" კოტ-დივუარელის დამატებაზე უარი მაღალი ფასის გამო თქვა და არჩევანი ენტონი გორდონზე შეაჩერა.

“რეალ მადრიდი” “ლაიფციგიდან” კოტ-დივუარელი გარემარბის, იან დიომანდეს ტრანსფერს ასრულებს. ესპანურმა კლუბმა გერმანელებთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის საერთო ღირებულებაც, შესაძლოა, 120 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. მოთამაშისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშა “პარი სენ-ჟერმენი”.

ესპანური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონამ” დიომანდეს სიტუაციის შესახებ რამდენიმე თვის წინ იკითხა, თუმცა მოგვიანებით გარიგებაზე უარი თქვა. კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა დანი ოლმოს ტრანსფერის შემდეგ “ლაიფციგთან” არსებული კარგი ურთიერთობა გამოიყენეს და მოთამაშის თაობაზე ინფორმაცია გერმანელთა ხელმძღვანელობას სთხოვეს.

“ლაიფციგის” პოზიცია და “ბარსელონას” ალტერნატივა

“ლაიფციგის” პოზიცია მაშინ მკაფიო იყო: მათ არ სურდათ ახალგაფორმებული ფეხბურთელის გაყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოლოსალურ შეთავაზებას მიიღებდნენ. გერმანული კლუბი დიომანდეს 100 მილიონ ევროზე მეტად აფასებდა – თანხად, რომლის განხილვასაც “ბარსელონა” არც კი აპირებდა. თუმცა, მოვლენები სწრაფად განვითარდა და “რეალ მადრიდი” მზად აღმოჩნდა გარიგების დასახურად უზარმაზარი თანხა გადაიხადოს.

ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეხვედრები აპრილსა და მაისში გაიმართა, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა გერმანიის ჩემპიონატში გამორჩეული სეზონი ჩაატარა (36 მატჩში 13 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა).

როდესაც “ბარსელონამ” გააცნობიერა, რომ “ლაიფციგი” პოზიციას არ დათმობდა, მარკუს რაშფორდის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, საბოლოოდ კი 70 მილიონ ევროდ (პლუს 10 მილიონი ბონუსების სახით) ენტონი გორდონის დამატებაზე შეაჩერა არჩევანი. აღსანიშნავია, რომ გორდონის ტრანსფერი ჰანსი ფლიკის ფავორიტი ვარიანტი იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 28 ივლ 2026, 19:00
    #4

    120 მილიონი ერთ მაღალი დონის სეზონში ძალიან ძვირია.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 28 ივლ 2026, 14:17
    #3

    არ მოყავთ და ძალიანაც კარგი, ვერც ალვარესი? არც ეგ არის პრობლემა. მაშინ კანსელო გაიფორმონ და ტორესიც დაიტოვონ, მე მგონი ამ წელს გადავაგორებთ. მომავალ წელს თუ კიდევ მოვძლიერდებით კარგ ფორვარდზე იფიქრონ და არა ალვარესზე.

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 28 ივლ 2026, 11:56
    #2

    50-60 მილიონია ამის ფასი და გორდონისაც. რა 120

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 28 ივლ 2026, 11:12
    #1

    ძალიან სწორადაც მოიქცნენ. 120 მლნ დიომანდეში რაამბავია.