დღეს, ლა ლიგამ 35-ე ტურის “კატალონიური დერბის” თარიღი და დრო გამოაქვეყნა, სადაც ერთმანეთს “ბარსელონა” და “ესპანიოლი” დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა 8 ივლისს, “კამპ ნოუზე” თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრამდე “ბარსელონა” შინ “ატლეტიკოს” და სტუმრად “ვილიარეალს” დაუპირისპირდება.
“ესპანიოლთან” მატჩის შემდეგ, კიკე სეტიენის გუნდი ლა ლიგაში ბოლო სამ შეხვედრას ჩაატარებს (“ოსასუნა”, “ვალიადოლიდი”, “ალავესი”).
სეზონის პირველი “კატალონიური დერბი” ფრედ 2:2 დასრულდა, “ლურჯ-ბროწეულისფრების” მხრიდან თავი ლუის სუარესმა და არტურო ვიდალმა გამოიჩინეს.
ბოლო ლურსმანი უნდა დააჭედოს ბარსამ ესპანიოლის კუბოს.
სეგუნდაშია მაგათი ადგილი და უნდა დავაბუნძულოდ.