workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
7 ტური ფინიშამდე – ვის უფრო მარტივი კალენდარი აქვს?

7 ტური ფინიშამდე – ვის უფრო მარტივი კალენდარი აქვს?

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი. 

მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” 31 ტურის შემდეგ თანაბარი ქულებით ცხრილის მოწინავე პოზიციებზე არიან, თუმცა, ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის გამო, “რეალი” “ბლაუგრანაზე” წინაა.

კატალონიელთა სამომავლო მატჩებიდან ყველაზე უხერხული მეტოქეები “ატლეტიკო” და “ვილიარეალია”.

რაც შეეხება “ლოს ბლანკოსს”, მათ “ბილბაოსთან” გასვლითი შეხვედრა, ხოლო “სევილიასთან” და “ხეტაფესთან” საშინაო მატჩები დარჩათ.

დარჩენილი მეტოქეები ცხრილის შუაში ან გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფებიან.

მომავალი მეტოქეების სრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

“ბარსას” მეტოქეები

  • “სელტა” – “ბარსელონა” (27 ივნისი)
  • “ბარსელონა” – “ატლეტიკო” (30 ივნისი)
  • “ვილიარეალი” – “ბარსელონა” (5 ივლისი)
  • “ბარსელონა” – “ესპანიოლი”
  • “ვალიადოლიდი” – “ბარსელონა”
  • “ბარსელონა” – “ოსასუნა”
  • “ალავესი” – “ბარსელონა”

“რეალის” მეტოქეები

  • “ესპანიოლი” – “რეალი” (28 ივნისი)
  • “რეალი” – “ხეტაფე” (2 ივლისი)
  • “ბილბაო” – “რეალი” (5 ივლისი)
  • “რეალი” – “ალავესი”
  • “გრანადა” – “რეალი”
  • “რეალი” – “ვილიარეალი”
  • “ლეგანესი” – “რეალი”

თქვენი აზრით, რომელ გუნდებთან იქნება ყველაზე რთული “ბარსასთვის” სამი ქულის მოპოვება და სად უნდა ველოდოთ მადრიდის “რეალის” მხრიდან ფეხის დაცდენას?

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 27 ივნ 2020, 14:06
    #7

    ყველაზე რთული იქნება ის თამაში სადაც ბარსა მოედანზე ისეირნებს და ცოტა სირბილს არ მოუმატებს. აი რეალი კი ისეა მონატრებული ჩემპიონობას(ჩვენი მიზეზით) რო თავს დადებენ ყველგან. ისე რო სევილიასთან უნდა ცოტა ტრ-კი გაგვენძრია.

  • ^Barca-Vision^
    schedule 27 ივნ 2020, 11:31
    #6

    ესპანიოლი უნდა გავარღვიოთ ჩვენთან თუ გავარდება ოფიციალურად გამისწორდება.დამპმალი გუნდი.

  • me da barca
    schedule 27 ივნ 2020, 00:56
    #5

    პირველი სამი გაგვიჭირდება ყველაზე მეტად, სელტა, ატლე და ვილიარეალი. რეალმა თუ ნახა, რომ შველის ქულები და ბარსამაც მანამდე თუ დაკარგა, შეიძლება აჩუქოს თავის ძუკნა ესპანიოლს. მაგრამ იმედია გავარდება და კაი 15 წელი ვერ დაბრუნდება ლა ლიგაში.

  • Iniesta. And messi
    schedule 26 ივნ 2020, 23:17
    #4

    ბილბაო დანნამესზე დააკარგინებს ქულებს რეალს ან ხეტაფე ან კიდევ ვირიერეალი სხვისი იმედი ნაკლებად მაქვს

  • luka kule
    schedule 26 ივნ 2020, 23:05
    #3

    რატომღაც მგონია რო რეალი ესპანიოლთან დაკარგავს ქულებს

  • Barca_MNS
    schedule 26 ივნ 2020, 21:46
    #2

    ისევ იუვეზე მეშლება რა ნერვები, პრიცნიპიშI იუვე თავისთვის იდეალურ ბარტერებს გვთავაზობს, ორჯერ გაგვიჩალიჩა, 1 – მარკესი რო გავუცვალეთ მატეუს პერეირაში, 2- არტური – პიანიჩი 🙁 ეჰ ….
    ეტო იბრას ბარტერიდან დაწყებული ბარსა გაცვლაში მოგებული არ მინახავს; უბრალოდ წარმოუდგენელია გუნდი რასაც შვრება ბოლო სეზონებია :X

  • madzgara33
    schedule 26 ივნ 2020, 21:36
    #1

    სამწუხაროდ უშანსოდ ვართ. რეალი ფორმაშია და თან უკეთესი კალენდარი აქვს