“ლეგანესის” ესპანელმა ნახევარმცველმა, ოსკარ როდრიგესმა, რომელიც მადრიდის “რეალიდან” არის განათხოვრებული, “მალიორკასთან” მიმდინარე სეზონში რიგით მეოთხე ჯარიმა გაიტანა, რაც ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
ამ მხრივ, ლა ლიგის 30-ე ტურამდე, ლიონელ მესი ერთპიროვნული ლიდერი იყო, ახლა კი იგი პირველ ადგილს 21 წლის ოსკარ როდრიგესთან ერთად იყოფს. მათ მოჰყვებიან ალექსანდრ კოლაროვი (“რომა”, 3 გოლი), ფილიპ მაქსი (“აუგსბურგი”, 3 გოლი) და დანი პარეხო (“ვალენსია”, ორი გოლი).
არგენტინელს კარიერაში 699 გოლი აქვს გატანილი, აქედან 52 კი – საჯარიმო დარტყმიდან (46 კლუბში, 6 ნაკრებში).
მესის ჯარიმაზე ლამის 11ვე კაცი ჩადგეს კარებში.სევილიასთან რო კუნდეს თავი არ აერტყა ვაცლიკი არ იყო იმის ამღები
რა მოუკლო საიდან გაიტანოს მითხარი 6 კაცი კედელში როცა უდგას ერთი კედლის ქვემოთ წევს და ერთიც ხაზზე დგას აი სად დაარტყას უბრალოდ მითხარი
ხო რა უკვე მცველებმაც დაიწყეს კარში ჩადგომა ჯარიმის დროს და ძაან რთულია მასე
მიდი რა ლომო ბილბაოს უნდა გათხარო ჯარიმა
რა მოუკლო საიდან გაიტანოს მითხარი 6 კაცი კედელში როცა უდგას ერთი კედლის ქვემოთ წევს და ერთიც ხაზზე დგას აი სად დაარტყას უბრალოდ მითხარი
ამ კომპონენტში მოუკლო მესიმ.