”უეფას” კონტროლისა და დისციპლინარული საკითხების კომიტეტი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა სერხიო ბუსკეტს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია. როგორც მოგეხსენებათ, ბუსკეტს ბრალად ედება მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელის, მარსელოს მიმართ რასისტული გამონათქვამები. მადრიდელები იტყობინებიან, რომ ბუსკეტსმა მარსელოს ”მაიმუნი” დაუძახა.
გადაწყვეტილებას ”უეფა” დღეს გამოაქვეყნებს, თუმცა მოდით თვალი გადავავლოთ მცირე დეტალებს:
– ბუსკეტსის წინააღმდეგ ”უეფაში” საჩივარი ჯინ-სამუელ ლეუბამ შეიტანა. ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური მატჩების წინ ანდრეს ინიესტას დისკვალიფიკაციას ითხოვდა, ამ უკანასკნელის მიერ ყვითელი ბარათის მიღების გამო.
– გასულ ხუთშაბათს, 12 მაისს, ტონი ფრეიშამ, კლუბის ოფიციალურმა სპიკერმა, ”ბარსა ტვ”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბუსკეტს მარსელოსთვის ”მაიმუნი” არ უწოდებია, არამედ მას mucho morro დაუძახა, რაც მკვეთრად განსხვავდება ”მაიმუნისგან”.
– მიმდინარე კვირის განმავლობაში მადრიდის ”რეალმა” თავის ოფიციალურ გვერდის საშუალებით გაავრცელა ინფრომაცია და ყველაფერში ”ბარსელონა” დაადანაშაულა. მათი ლოგიკით, რომ არა ს/კ ”ბარსელონას” მიერ ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი, არც მადრიდელები უჩივლებდნენ ბუსკეტს.