workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა

ლიონელ მესი მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა

CIES Football Observatory მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიას აქვეყნებს.

საუკეთესო სამეულს კილიან მბაპე, რაჰიმ სტერლინგი და ჯეიდონ სანჩო ქმნიან. “ბარსელონადან” ოცეულში მხოლოდ ანტუან გრიზმანი (136.4 მილიონი ევრო, მე-8 ადგილი) და ფრენკი დე იონგი (102.1 მილიონი ევრო, მე-20 ადგილი) მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მათ შორის ვერ ვხედავთ ლეო მესის, რომელიც 100.1 მილიონი ევროთი, მხოლოდ და მხოლოდ, 22-ე ადგილს დასჯერდა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, არგენტინელის ასაკია. იგი რამდენიმე დღეში 33 წლის ხდება, ოცეულში ყველაზე ასაკოვანი კი გრიზმანია (29 წლის).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Iniesta_8
    schedule 09 ივნ 2020, 17:18
    #5

    ნახევარსეზონიანი ალფონსო დევისი რომ მესიზე წინ დადგება მანდ უკვე ეტყობა რაცაა ეს სია

  • JABSONA1710
    schedule 09 ივნ 2020, 17:11
    #4

    და ნეიმარი სადაა?

  • me da barca
    schedule 09 ივნ 2020, 15:30
    #3

    კარგით რაა… რაც არ უნდა კარგი იყოს მბაპე არ ღირს თითქმის 260 მილიონი, მითუმეტეს ამ კორონას შემდეგ.
    33 წლის ასაკში ვნახოთ რა ეღირება.

  • gio 001
    schedule 09 ივნ 2020, 15:06
    #2

    ძალიან გაბერილი ფასებია რა,რომელს აქვს ამათგან მისი ფასის დამტკიცებული?ერთ კარგ დრიბლინგს ან გოლს გაიტანენ და მორჩა 150 მილიონი ღირს…

  • nika 54
    schedule 09 ივნ 2020, 14:10
    #1

    სამაგიეროდ რონალდუა 70-ე ადგილზე. 62 მილიონად. და საერთოდ მანახეთ გუნდი რომელიც 100 მილიონად ლეოს წაიყვანს, ვინ გაატანს.