მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელის, უესლი სნეიდერის, თქმით, ფრენკი დე იონგმა “ბარსელონაში” გადასვლით სწორი არჩევანი გააკეთა.
“ნიდერლანდებსა და “ბარსელონას” ყოველთვის კარგი ურთიერთკავშირი ჰქონდათ. დე იონგმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მან იცის, რომ მისი სტილი “ბარსელონასა” და ესპანეთს შეეფერება.
დე ლიხტმა სხვა არჩევანი გააკეთა, მაგრამ ფრენკისთვის “ბარსელონაში” წასვლა იდეალური გადაწყვეტილება იყო, იგი წინდახედულია. როდესაც მესი კარიერას დაასრულებს, ლიდერი ფრენკი გახდება”, – სნეიდერს, რომელსაც დღეს 36 წელი შეუსრულდა, Daily Mail ციტირებს.
დე იონგი “ბლაუგრანას” გასულ ზაფხულში, 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შეუერთდა.
ნამდვილად აქვს ბარსას ლიდერისთვის საჭირო პოტენციალი და იმედია მასე იქნება.
მართალი ხარ კინაღამ ოქროს ბურთ შეტენილო კაცო <3
საჭიროა აიაქსის ფრენკი
ვნახოთ ვნახოთ