workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ზაფხულში უესლის მიუბრუნდება

ბარსელონა ზაფხულში უესლის მიუბრუნდება

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსა ატლეტიკი” მომავალ სეზონში უესლი ფრანსას მიუბრუნდება – მარჯვენა მცველებს შორის ის კლუბის პრიორიტეტია.

FIFA-მ ხულიან არაუხოს ტრანსფერი უარყო, რის გამოც კლუბს მარჯვენა მცველის პრობლემა ჯერ არ მოუგვარებია. თუმცა “ბარსელონა” მასა და უესლის შორის უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებს, და მექსიკელის შეძენა სწორედ იმიტომ სურდა, რომ ფრანსას დამატებას ვერ ახერხებდა.

კატალონიურ კლუბში ფიქრობენ, რომ უესლის პირველ გუნდში მალე დაწინაურების პერსპექტივა ექნება და ფეხბურთელის თაობაზე “ფლამენგოსთან” მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ბრაზილიელი “ბარსაში” იჯარით გადმოსვლასთან ახლოს იყო, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. წყაროს ცნობით, “ფლამენგომ” იჯარის სანაცვლოდ €1.5 მილიონი მოითხოვა და ასევე სურდა, კონტრაქტში €15-მილიონიანი სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტი შეეტანა – “ბლაუგრანამ” სარეზერვო გუნდის მოთამაშისთვის ამხელა თანხის გაღებაზე უარი განაცხადა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 05 თებ 2023, 19:45
    #3

    ბარსა ატლეტიკის საშველი არ დადგა რა. ყველა დამწყები თუ ჭე კლასის მწვრთნელი აქ უნდა მოიყვანონ. ლა ლიგა 2-ში კლასიც მოიმატებდა ფეხბურთელების.

  • nika 54
    schedule 05 თებ 2023, 16:44
    #2

    ციტატა: Rick Sanchez
    15 მილიონი რა უბედურებაა


    ყველას ჩვენთან უნდება გამდიდრება და ეს ამბები ატლეტიკოს არაკაცური საქმეების გამო დაგვემართა. ყველამ იცის სერესოს ღორობა და ამის გამეორება საჭირო არ არის ალბათ.

  • Rick Sanchez
    schedule 04 თებ 2023, 21:21
    #1

    15 მილიონი რა უბედურებაა