ბარსელონამ, შესაძლოა, ტოდიბოს ტრანსფერიდან დამატებითი თანხა მიიღოს

ბარსელონამ, შესაძლოა, ტოდიბოს ტრანსფერიდან დამატებითი თანხა მიიღოს

“ბარსელონამ” ჟიულ კუნდეს ტრანსფერით, შესაძლოა, იმაზე მეტად იხეიროს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამ საქმეში კი “ბარსას” კიდევ ერთი ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო დაეხმარება.

კუნდეს “ბარსელონაში” გადმოსვლამ გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია, რომელმაც, შესაძლოა, კატალონიური კლუბი ფინანსურად ახეიროს.

ფრანგი მცველით აქტიურად იყო დაინტერესებული “ჩელსი”. კუნდეს “ბლაუგრანაში” გადმოსვლის შემდეგ ლონდონელები იძულებულნი გახდნენ, სხვა ვარიანტებზე ეფიქრათ და მათ სასურველ ცენტრალურ მცველს “ლესტერში” მიაგნეს. გავრცელებული ინფორმაციით უესლი ფოფანას “ლურჯებში” გადასვლა გადაწყვეტილია.

“ლესტერს” კი ფოფანას შემცვლელი ჭირდება და თუ Footmercato-ს ჟურნალისტს, სებასტიენ დენისს დავუჯერებთ, “მელიების” სამიზნე “ნიცას” ფრანგი უკანახაზელი ჟან-კლერ ტოდიბოა.

ტოდიბო “ნიცაში” “ბარსელონადან” გადავიდა და “ბლაუგრანას” ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან 20% შეხვდება. Transfermarkt ტოდიბოს 20 მილიონ ევროდ აფასებს და ამ ფასად გაყიდვის შემთხვევაშიც კი “ბარსას” 4 მილიონი შეხვდება, თუმცა დიდი ალბათობით, თუ ტრანსფერი შედგება, კატალონიელები უფრო მეტ თანხას მიიღებენ. როდესაც საქმე ინგლისურ კლუბს ეხება, ტრანსფერის თანხა საბაზრო ღირებულებაზე მეტია ხოლმე. თანაც “ლესტერი” ფოფანაში 75 მილიონ ფუნტს მიიღებს და “მელიებს” ფულის პრობლემა ნამდვილად არ ექნებათ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • Ko Ke
    30 აგვ 2022, 23:58

    Ეუფ, მიყვარს ჯაჭვური რეაქციები… Იმედია მაქსიმალურად ბევრს ავიღებთ თანხას, ოღონდ ჯერ გაიყიდოს

  • nika 54
    30 აგვ 2022, 21:58

    მაგარი რთული გზა აქვს ტოდიბოს გასავლელი რო ცოტათი მაინც დაგვეხმაროს.

  • Don_Andresito
    30 აგვ 2022, 21:22

    ტოდიბო კაი 35 ღირს ახლა, არავიზე ნაკლები არ იყო ეგ ბიჭი, ბარსაშიც ჩაატარა რამდენიმე კარგი თამაში, მაგალითად ლიგაზე ინტერთან როცა ჩავტოვეთ ეგენი, ლუკაკუ არ გაახარა. ნიცაშიც კარგად დგას.

  • Robert lewandovski
    30 აგვ 2022, 18:31

    მაგუაერი როა მაღალი ხორასამბობ გაუვალია 😁