workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონელები” ერთმანეთის წინააღმდეგ და ლუის სუარესის გოლი

“ბარსელონელები” ერთმანეთის წინააღმდეგ და ლუის სუარესის გოლი

“ბარსელონას” პირველი გუნდის ფეხბურთელებმა დღეს მორიგი სავარჯისო სესია გამართეს, თუმცა მათ ამჯერად არა – “სიუტატ ესპორტივაზე”, არამედ “კამპ ნოუზე” ივარჯიშეს.

როგორც უკვე გაცნობეთ, ლიონელ მესიმ და ნელსონ სემედუმ ინდივიდუალური პროგრამით იმუშავეს. დანარჩენი ხელმისაწვდომი ფეხბურთელები კი ორ გუნდად გაიყვნენ და ერთმანეთს ამხანაგურად დაუპირისპირდნენ.

ყვითელი ფერის გუნდი: ნეტუ; ჩუმი, პიკე, არაუხო; ალბა, დე იონგი, არტური, ვიდალი; კოლიადო, სუარესი, სავერიო.

რუხი ფერის გუნდი: ტერ შტეგენი; რობერტო, ლანგლე, უმტიტი, კუენკა, ფირპო; ბუსკეტსი, პუჩი, რაკიტიჩი; ბრეითუეიტი, გრიზმანი, ფატი.

საინტერესოა, რომ ორივე გუნდმა 3 ცენტრალური მცველით ითამაშა.

შენიშვნა: მეორე შემადგენლობაში, Mundo Deportivo-ს მიხედვით, წარმოდგენილია 12 ფეხბურთელი. უცნობია, ტექნიკური შეცდომაა თუ ნამდვილად ერთი მოთამაშის დამატებით ითამაშეს.

გამარჯვება ყვითელ გუნდს დარჩა (3-1). სუარესის, სავერიოსა და პიკეს გოლებს ბრეითუეიტმა უპასუხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nikusha
    schedule 06 ივნ 2020, 21:47
    #2

    ისე შეიძლება სუსტ გუნდთან ასეთი კამანდით თამაში

    ტერ შტეგენი
    ს.რობერტო-უმტიტი-ლენგლე-ფირპო
    რაკიტიჩი-ბუსკეტსი-მონჩუ
    გრიზმანი-ბრეითვეიტი-ფატი

    და კიდე მეორე

    ნეტუ
    სემედუ-პიკე-არაუხო/კუენკა-ალბა
    არტურო ვიდალი-დე იონგი-არტური
    მესი-სუარესი-კოლიადო

  • M10 S9 D11
    schedule 06 ივნ 2020, 21:21
    #1

    მაგ ვარჯიშის სრული ვიდეო არაა?