წარმოგიდგენთ რუბრიკას “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.
ლა ლიგა
კატალონიის “ბარსელონა” აპირებდა, ლა ლიგისათვის შეეთავაზებინა, რომ გულშემატკივრების მცირე რაოდენობას შეხვედრებზე დასწრების უფლება ჰქონოდა. ფანები მკაცრ პროტოკოლს დაიცავდნენ, თუმცა ამჟამად, ლა ლიგა გუნდებს სტადიონების გახსნის უფლებას არ მისცემს. [Cope]
ლაუტარო მარტინესი
“ბარსელონას” ადმინისტრაცია ბანკიდან სესხს აიღებს, რათა ლაუტარო მარტინესის 111 მილიონ ევროდ გადაბირება შეძლოს. [Repubblica]
ალფონსო დევისი
“ბარსელონა” 19 წლის კანადელი მცველის, ალფონსო დევისის გადაბირებასთან 2017 წელს ახლოს იყო. მოთამაშის აგენტი ესპანეთშიც კი იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა. [Mundo Deportivo]
ხოსე მანუელ როდრიგესი
ესპანეთის კულტურისა და სპორტის მინისტრი, ხოსე მანუელ როდრიგეს ურიბესი, ტელეეთერის საშუალებით, ხვალ ლეო მესისთან შეხვედრას მოაწყობს. მას ასევე სერხიო რამოსთან (“რეალი”), კოკესთან (“ატლეტიკო”) და დანი პარეხოსთან (“ვალენსია”) გასაუბრებაც სურს. [Mundo Deportivo]
ალფონსო დევისი ჩემი ტკივილია!