workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი: ბოლომდე დასახარჯად მზად ვარ!

ლიონელ მესი: ბოლომდე დასახარჯად მზად ვარ!

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი მის სპონსორთან, Adidas-თან ინტერვიუს წერს.

კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისზე

“ვფიქრობ, რომ ასეთი პერიოდის გავლას არავინ მოელოდა. ხალხი ამბობდა, რომ გლობალური პანდემია იყო, თუმცა არ წარმომედგინა, მთელ მსოფლიოზე შემზარავი გავლენა თუ ექნებოდა. გაურკვევლობაში ცხოვრება მარტივი არასდროსაა. ჩვენს თავებს გამუდმებით ვეკითხებოდით, თუ როდის დავბრუნდებოდით მინდორზე, როდის შეგვეძლებოდა ვარჯიშის დაწყება… რაც უკვე უკან მოვიტოვეთ, იმაზე ფიქრი არ ღირს, მომავალზე ფიქრის დროა. თავდაპირველად უცნაური იქნება, თუმცა ბოლომდე დასახარჯად მზად ვარ!”

დახურულ კარს მიღმა თამაში

“ამბობენ, რომ ლა ლიგის სეზონი ფანების გარეშე დასრულდება, რაც ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. თამაშებისათვის იგივენაირად ვემზადებით, თუმცა მართალია, რომ პიროვნულად გულშემატკივრების გარეშე სათამაშოდ უნდა მოვემზადოთ, რაც საკმაოდ უცნაურ გრძნობას იწვევს. თუმცა იმ ყველაფერის ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება, ეს გამონაკლისი მისაღებია.”

ფეხბურთის დაბრუნება

“ფეხბურთის თამაშს ისე განვაახლებთ, თითქოს ყველაფერს თავიდან ვიწყებდეთ. ჩემპიონატის დაწყებამდე მოსამზადებლად საკმარისი დრო გვაქვს. ტექნიკურად თუ შევხედავთ, თითქოს, იგივე სეზონია, თუმცა ვფიქრობ, მოთამაშეები თავს მაინც განსხვავებულად იგრძნობენ. ახლა ისე, როგორც არასდროს, საჭიროა გუნდთან კონტაქტში დავრჩეთ. ჩემს გუნდელებს ყოველდღიურად ვესაუბრები.”

კოპა ამერიკის გადადება

“სამწუხაროა, თუმცა ნორმალური და ლოგიკური. წელს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ტურნირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადადების მნიშვნელობა იდეალურად მესმის. ახლა მომავალზე ფიქრი აუცილებელია.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 27 მაი 2020, 20:38
    #4

    მხოლოდ შენი იმედი მაქ.

  • me da barca
    schedule 27 მაი 2020, 18:17
    #3

    შენს მერე რა გვეშველება.

  • katalomia
    schedule 27 მაი 2020, 16:34
    #2

    Midi aba. Shen tu razgarze xar midi xo.

  • M10 S9 D11
    schedule 27 მაი 2020, 16:25
    #1

    მიდი ლომო მიდი ლიგა და ლა ლიგა უნდა დაგვადებინო