“ბარსელონას” სატრანსფერო პრობლემები

“ბარსელონას” სატრანსფერო პრობლემები

კორონავირუსმა ყველა კლუბს გაურთულა საქმე, მაგრამ “ბარსელონა” განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია. კლუბი სხვებთან შედარებით, მოუმზადებელი შეხვდა კრიზისს და ამას სკანდალებიც თან დაერთო. ახლოვდება არჩევნები და ბართომეუს, რა თქმა უნდა სურს, დასამახსოვრებელი ტრანსფერების განხორციელება, მაგრამ ამ პირობებში, ეს ძალიან რთული იქნება.

“ბარსას” სამიზნეებზე, უკვე დიდი ხანია ყველაფერი ვიცით, მაგრამ გასაშვებ ფეხბურთელებზე ვერც ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა, ვერც მწვრთნელი და ვერც თავად ფეხბურთელები, რადგან თითოეული მათგანი აცხადებს, რომ “ბარსას” დატოვება არ სურს.

სემედუ იყო ერთადერთი, რომელმაც მცირე ხნის წინ, “ბენფიკაში” დაბრუნების სურვილი გამოთქვა, მაგრამ მის აგენტსაც სხვა გეგმები აქვს და “ბარსას” ხელმძღვანელობასაც.

როგორც მილანის “ინტერს”, ისე ტურინის “იუვენტუსს”, პირველ რიგში, არტურის ხელში ჩაგდება სურთ, მაგრამ თავად ბრაზილიელი მუდმივად აცხადებს, რომ “ბარსას” არ დატოვებს, თუმცა, კლუბი მის მიმართ ასეთივე ერთგული არ არის.

“ინტერთან” მიმართებაში გაიჟღერა სხვა ფეხბურთელების გვარებმაც და სავარაუდოდ, სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, ეს გვარები კიდევ შეიცვლება.

“ბარსა” ვერ ახერხებს, სხვა ტრანსფერების განხორციელებასაც, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი უნდა ყოფილიყო. ტობიდოს “შალკე” აღარ იყიდის, თანხა, რომელიც მათთვის მისაღები იყო და ტობიდოს კონტრაქტში იყო მითითებული, კორონავირუსის დროს, უკვე მიუღებელი გახდა.

შესაბამისად, მისი მომავალი გაურკვეველია.

ვრცელდება ხმები, რომ ტობიდოს მიმართ ინტერესს “ევერტონი” გამოთქვამს, რაც გასაკვირი არ არის. მერსისაიდელებმა “ბარსადან” ლუკა დინი, იერი მინა და ანდრე გომეში შეიძინეს, სამივე მათგანმა გაამართლა, ამჯერად ტობიდოს მიმართ აქვთ ინტერესი, მაგრამ საქმე ოფიციალურ შეთავაზებამდე არ მისულა.

“იუვენტუსს” კი ტობიდო არ აინტერესებს.

“ინტერთან” მიმართებაში, შესაძლოა, აქტუალური გახდეს რაფინიას ტრანსფერი. ბრაზილიელი უკვე იყო “ინტერში” განათხოვრებული და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, ამიტომ არაა გამორიცხული, სწორედ ის აღმოჩნდეს ფეხბურთელი, რომელიც ლაუტაროს ტრანსფერში ჩაერთვება.

როგორც MD ავრცელებს, “ბარსას” სურს, ნელსონ სემედუ 50 მილიონ ევროდ შეაფასოს. ეს კლუბს დაეხმარება, ფეხბურთელი რომელიმე ვარსკვლავის ტრანსფერში ჩართოს, მაგალითად ნეიმარის, პსჟ ხომ სემედუთი ყოველთვის ინტერესდებოდა?!

გაურკვევლობაა რაკიტიჩის, უმტიტისა და ვიდალის გარშემოც. კონტეს უყვარს ვიდალი, მაგრამ “ინტერის” ხელმძღვანელობას, მისი გამოყენება, ლაუტაროს ტრანსფერში არ სურს. რაკიტიჩს კი დარჩენა სურს, ამიტომ კლუბზე, ცოტა არ იყოს, ნაწყენია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • El pistolero 9
    27 მაი 2020, 17:40

    გაყიდონ ნეტუ-დააწინაურონ პენია
    რობერტო აწიონ ნახ.დაცვაში და დააბრუნონ მუსა ვაგე,მისცენ დრო და თუ ვერ ითამაშა გაყიდონ და ემერსონი გადმოიყვანონ.დააბრუნონ ტოდიბო თუ გაყიდიან უმტიტის კულიბალი ან შკრინიარი იყიდონ.გაყიდონ ფირპო და დააბრუნონ კუკურელია.გაყიდონ ვიდალი და რაკიტიჩი იყიდონ აბელ რუისი.დააბრუნონ კოუტინიო და დააწინაურონ პუჩი.თავდასხმა ისედაც ბრწყინვალედ გამოიყურება.დემბელემ თუ ასე გააგრძელა გასაყიდი იქნება უეჭველი

  • me da barca
    27 მაი 2020, 17:11

    ციტატა: nika 54

    ციტატა: BarcelonaFanTV
    რას ნიშნავს არ უნდა წასვლა, რაკიტიჩი მაგალითად, რომ ხვდება ვეღარ მოაქვს სარგებელი, ვერ მიხვდება რომ უნდა წავიდეს?


    რას ნიშნავს და მაგას ესპანელი ცოლი ყავს და სხვა ქვეყანაში არ უნდა, ოჯახს უწევს ანგარიშს. თუ წასვლაა ისევ ცოლის სამშობლოში სევილიაში, მაგრამ იქ არ ეჩქარებათ იმიტომ რო იციან ამას აუცილებლად იქ უნდა და გაისად უფასოდ გადავა. არაფერი პირადულიო, მხოლოდ ბიზნესი. მაგრამ მაინც თვითონ უნდა ქონდეს ნამუსი და უთხრას კაცურად, ვიჯდები სკამზე და გამინახევრეთ ხელფასი, რო ცოტა მაინც შეგიმსუბუქოთ სახელფასო უწყისიო. მაგრამ კიდია მაგას ბარსა, გეხსომებათ იმ მწარე წაგების შემდეგ სევილიაში რო გაუბერა პრაზნიკებზე…


    ზუსტად იგივე დავწერე ადრე. ბარსა უყვარს არა ტოლმა. თუ არ გაუგრძელეს ბოლომდე გამოწურავს, თავის წილ ხელფასს აიღებს, დაიხურავს ცოლის ნიფხავს და უფასოდ წავა სევილიაში, რადგან სევილია ამაში ფულს არ გადაიხდის,

  • nikusha
    27 მაი 2020, 17:09

    ციტატა: M10 S9 D11
    გასაყიდების მეტი რა ყავს გუნდს შეეშვით ამ სემედუს ტოდიბოს და ვიდალს

    რაკიტიჩი უმტიტი ფირპო ნეტო ალენია რაფინია ვაგე მირანდა


    ალენიას ნაცვლად პუჩი დალშე სწორი ხარ ნუ ვაგეს დატოვებაც შეიძლება

  • nika 54
    27 მაი 2020, 15:28

    ციტატა: BarcelonaFanTV
    რას ნიშნავს არ უნდა წასვლა, რაკიტიჩი მაგალითად, რომ ხვდება ვეღარ მოაქვს სარგებელი, ვერ მიხვდება რომ უნდა წავიდეს?


    რას ნიშნავს და მაგას ესპანელი ცოლი ყავს და სხვა ქვეყანაში არ უნდა, ოჯახს უწევს ანგარიშს. თუ წასვლაა ისევ ცოლის სამშობლოში სევილიაში, მაგრამ იქ არ ეჩქარებათ იმიტომ რო იციან ამას აუცილებლად იქ უნდა და გაისად უფასოდ გადავა. არაფერი პირადულიო, მხოლოდ ბიზნესი. მაგრამ მაინც თვითონ უნდა ქონდეს ნამუსი და უთხრას კაცურად, ვიჯდები სკამზე და გამინახევრეთ ხელფასი, რო ცოტა მაინც შეგიმსუბუქოთ სახელფასო უწყისიო. მაგრამ კიდია მაგას ბარსა, გეხსომებათ იმ მწარე წაგების შემდეგ სევილიაში რო გაუბერა პრაზნიკებზე…

  • M10 S9 D11
    27 მაი 2020, 13:07

    გასაყიდების მეტი რა ყავს გუნდს შეეშვით ამ სემედუს ტოდიბოს და ვიდალს

    რაკიტიჩი უმტიტი ფირპო ნეტო ალენია რაფინია ვაგე მირანდა

  • ფეოლა
    27 მაი 2020, 12:50

    ციტატა: Pirat❤️💙

    ციტატა: BarcelonaFanTV
    რას ნიშნავს არ უნდა წასვლა, რაკიტიჩი მაგალითად, რომ ხვდება ვეღარ მოაქვს სარგებელი, ვერ მიხვდება რომ უნდა წავიდეს?


    რაკიტიჩი სკამზე საჭიროა
    და ტობიდოს რას ერჩიან ვერ ვხვდები

    სკამისთვის ძალიან ძალიან დიდი ხელფასი აქვს.

  • Pirat❤️💙
    27 მაი 2020, 12:47

    ციტატა: BarcelonaFanTV
    რას ნიშნავს არ უნდა წასვლა, რაკიტიჩი მაგალითად, რომ ხვდება ვეღარ მოაქვს სარგებელი, ვერ მიხვდება რომ უნდა წავიდეს?


    რაკიტიჩი სკამზე საჭიროა
    და ტობიდოს რას ერჩიან ვერ ვხვდები

  • რივალდო-მესი
    27 მაი 2020, 12:34

    ბარდაგია მართვაში

  • BarcelonaFanTV
    27 მაი 2020, 12:20

    რას ნიშნავს არ უნდა წასვლა, რაკიტიჩი მაგალითად, რომ ხვდება ვეღარ მოაქვს სარგებელი, ვერ მიხვდება რომ უნდა წავიდეს?